By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

15-06-2018, 16:53  - სოფელ ილემში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


მუნიციპალიტეტის დაკვეთით სოფელ ილემში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და მეგზევეებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიიღო ინფორმაცია. გზის რეაბილიტაციას ილემში, ტენდერის პირობების მიხედვით, შპს „მიმდემი“ ასრულებს. ამ ეტაპზე შემსრულებელი ორგანიზაცია, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია ახორციელებს. გზის ზედაპირის მოწყობა, პროექტის მიხედვით, ბეტონის საფარით იგეგმება. გზის რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულ ხარჯებს, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტი 408 489 ლარით არის დაფინანსებული.
 

15-06-2018, 10:19  - “საქართველოს მოხალისე” – კონკურსის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას – „საქართველოს მოხალისე“ . პროგრამას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით. მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გამოაცხადა კონკურსი ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16 – დან 25 წლამდე მოხალისეების შერცევის მიზნით ( თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
 

14-06-2018, 16:32  - ზესტაფონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს


მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, სკვერებისა და ტროტუარების, ასევე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობაც ხდება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „აკაია“ ბიბილაშვილის ქ. N 3 – ში სკვერისა და ტროტუარების აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს. „აკაია“ აღმაშენებლის ქ. N49 – ში საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციაზეც მუშაობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნული ეზო ასფალტის საფარით მოეწყობა. იგეგმება სკვერის განახლებაც. ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ბიბილაშვილის ქუჩის პროექტი 120704 ლარით, ხოლო აღმაშენებლის N 49 ეზოს კეთილმოწყობა 48 000 ლარით არის დაფინანსებული. მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
 

14-06-2018, 11:19  - „ზესტაფონის ქალთა სახლს“ გია ჟორჟოლიანი სტუმრობდა


არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ ზესტაფონის „ქალთა სახლმა“ პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანს უმასპინძლა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა და მას მერიის, საკრებულოს და „ზესტაფონის ქალთა სახლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ, მათთვის აქტუალურ თემებზე გააკეთა აქცენტი და შეფასებები გია ჟორჟოლიანისგან მოისმინა. აქტუალურ საკითხთა შორის, სოფლის მეურნეობის, განათლების და პროგრესული საგადასახადო სისტემის თემატიკა დომინირებდა. „ქალები სამართლიანობისათვის“ მუნიციპალიტეტებში აქტიურად აწყობენ სხვადასხვა პროფილის შეხვედრებს. ორგანიზაციის მიზანია, წვლილი შეიტანოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდაში, ხელი შეუწყონ პროვინციებში მცხოვრებ ქალებს, გახდნენ აქტიური ამომრჩევლები, გამოუმუშავდეთ კომუნიკაციის უნარ – ჩვევები, ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და მიღებული ცოდნა გადასცენ მათ ირგვლივ მყოფ ქალებს.
 

8-06-2018, 14:53  - მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ


მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პარლამენტი, საქველმოქმედო აქციით „ახალგაზრდები შენი გულისთვის“ 6 ოჯახს დაეხმარა. საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი მოსწავლე – ახალგაზრდებმა ქალაქის ტერიტორიაზე და დაბა შორაპანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიუტანეს. საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იღებდნენ. სოციალური აქციის მოწყობის ინიციატივით, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმა კვირეული „ახალგაზრდები შენი გულისთვის“ მოაწყვეს. მათ ინიციატივას მხარი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამაც დაუჭირა. აქციაში სხვადასხვა ორგანიზაციები, კერძო სტრუქტურები და რიგითი მოქალაქეები ჩაერთვნენ. საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებმა სხვადასხვა სახის სოციალური აქტივობა განახორციელეს. შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს. აქციის ორგანიზებას და მოწყობას ახალგაზრდული პარლამენტის წევრები სამომავლოდაც გეგმავენ.
 

7-06-2018, 17:51  - „იცოდე შენი ისტორია“ მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს ატარებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლის, შორაპნის ციხე – სიმაგრის პოპულარიზაციის, მისი ისტორიული სტატუსისა და დანიშნულების უკეთ შესწავლის მიზნით, მოსწავლეთა შორის კონკურსს ატარებს.კონკურსში „იცოდე შენი ისტორია“ მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე – 10 კლასის მოსწავლეები იღებენ. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეებმა 12 წუთიანი ვიდეო სიუჟეტი უნდა მოამზადონ შორაპნის ციხე – სიმაგრის თემაზე. „იცოდე შენი ისტორია“ – კონკურსს ორი გამარჯვებული ეყოლება. გამარჯვებული ვიდეო სიუჟეტის ავტორს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ შერჩეული ჟიური გამოავლენს, ხოლო მეორე გამარჯვებული სოციალურ ქსელში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით შეირჩევა. ( მას შემდეგ, რაც მონაწილეები ვიდეო სიუჟეტებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში წარმოადგენენ, ვიდეო სიუჟეტები მუნიციპალიტეტის მერიის Facebook - გვერდზე „განახლებულ ზესტაფონზე“ განთავსდება ). კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი მოიცავს ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლას – 2018 წლის ივლისამდე, ხოლო მეორე ეტაპი სოფლის საჯარო სკოლებს მოიცავს და ის 2018 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონკურსი ჩატარდება შორაპნის ციხეზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში. ( მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N11; მერიის შენობა, მე – 3 სართული. საკონტაქტო პირი დავით აბესაძე ტელ.: 555 38 01 07)
 

6-06-2018, 18:19  - ზესტაფონის ხელოვნების სკოლა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს


ზესტაფონის ხელოვნების სკოლა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო დღეების ფარგლებში, სკოლის საკონცერტო დარბაზში წლის შემაჯამებელი, საანგარიშო კონცერტი ჩატარდა.საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას,ზესტაფონის ე.შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი მოსწავლეები იღებდნენ. ხელოვნების სკოლას, დაარსებიდან 50 წლის იუბილე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.

 

4-06-2018, 17:48  - "ცოცხალი წიგნები" – ზესტაფონში


თანამედროვე მწერლების შეხვედრა მკითხველ საზოგადოებასთან და ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ – ს ტურნე ზესტაფონში. მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, ქართველი მწერლების მობილური ჯგუფი შეიკრიბა მკითხველ აუდიტორიასთან შესახვედრათ. „ცოცხალი წიგნები“ ს – პროექტის ფარგლებში, ზესტაფონს ელა გოჩიაშვილი, ლელა ცუცქირიძე, საშა ჩერქეზიშვილი, გიორგი ლომიძე, ირმა მალაციძე და ნინო ქოქოსიძე სტუმრობდა. მწერელებმა აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება გააცნეს. მათ ისაუბრეს იმის შესახებ, რომ პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ეს არის შესაძლებლობა, შეხვდე შენს მკითხველს რეგიონებში და ისაუბრო მათთან. მათი თქმით, ასეთ შეხვედრებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად მწერლებისთვისაც, რათა მუდმივად არსებობდეს კავშირი მწერალსა და მკითხველს შორის. საჯარო ბიბლიოთეკის შემდეგ, შეხვედრა ზესტაფონის ლიტერატურულ კაფეში გაგრძელდა. მწერლებმა ლიტერატურულ კაფეს, საკუთარი წიგნები გადასცეს საჩუქრად. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლიდან ხორციელდება საქართველოში. ზესტაფონი უკვე მესამედ იყო, პროექტის მასპინძელი.
 

30-05-2018, 17:43  - მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციოდ 500 000 ლარი დაიხარჯება


ზესტაფონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციოდ, 500 000 ლარი დაიხარჯება. თანხა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. საკრებულომ, აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის, 30 მაისის სხდომაზე, ცვლილებები შეიტანა 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში. 500 000 ლარი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 39 – ი ობიექტის აღდგენა – რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორისაა: საავტომობილო გზებისა და სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების და ხიდ – ბოგირების რეაბილიტაცია. საკრებულომ, მხარი დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომლის შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში, ეკონომიის საფუძველზე გაუნაწილებელი თანხები, კერძოდ, 283. 7 ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად განიკარგოს.53 ათასი ლარით დაფინანსდება, სოციალური პაკეტის პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს.

 

30-05-2018, 09:42  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:


11 : 00 სთ – შეკრება საკათედრო ტაძართან – სასულიერი პირები ბავშვებს დალოცავენ;
11 : 30 – კულტურისა და დასვენების პარკი – მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მხატვრულ და გასართობ შოუ პროგრამებს წარმოადგენენ;
12 : 00 სთ – კულტურისა და დასვენების პარკი – ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი;
13 : 00 სთ – ბავშვთა ბიბლიოთეკა – ბავშვთა ნამუშეევრების გამოფენა;
14 : 00 სთ – კულტურისა და შემოქმედების ცენტრი – თოჯინების თეატრის სპექტაკლი.
 
უკან შემდეგი
>