By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

17-05-2018, 18:27  - ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება უერთდება აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“


მუზეუმების გაერთიანებამ, ღამის ღონისძიებათა თემად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზება დაგეგმა. საზეიმო კონცერტი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ, ღია ცის ქვეშ 20 : 00 საათზე დაიწყება. მსოფლიო აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკვე მესამედ იმართება. მსოფლიო აქციას საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება.
 

15-05-2018, 17:44  - მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სკოლებს შორის მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა


მუნიციპალიტეტის მხარდაჭერთ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსი, ნოდარ დუმბაძის საიუბილეო კვირეულს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობას, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. მწერლის შემოქმედებიდან ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს. ღონისძიენის ორგანიზატორებმა, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, მადლობა გადაუხადეს სკოლებს კონკურსში მონაწილეობისთვის და გამორჩეული დეკლამატორები დაასახელეს. კონკურსის დასრულების შემდეგ, ყველა მათგანმა საჩუქრად სიგელები და წიგნები მიიღეს. მხატვრული კითხვი კონკურსი, ტრადიციულ ხასიათს ატარებს მუნიციპალიტეტში და ის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა შორის, ყოველ წელს იმართება. ამასთან ერთად, კონკურსი მოზარდებში პოეზიისა და ლიტერატურის სიყვარულს და მეტყველების კულტურის განვითარებას ემსახურება.

 

10-05-2018, 15:44  - მუნიციპალიტეტის ორგანიზებით საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი ჩატარდა


მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი „ფანტაზია და მარჯვე ხელები“ ჩატარდა. კონკურსის პირობების მიხედვით, მოზარდებმა საკუთარი შესაძლებლობები, ხატვაში, აპლიკაციასა და ძერწვაში მოსინჯეს. ხელოვნების სხვადასხვა სახეობაში, ინდივიდუალური ნამუშევრის შესაქმნელად თითოეულს გარკვეული დრო ჰქონდა. ღონისძიებაში 5 – 6 წლის ასაკის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსს თვალყურს ადევნებდნენ მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები. გამოვლინდნენ ყველაზე გამორჩეული ნამუშევრების ავტორებიც. ყველა მათგანმა საჩუქრად წიგნები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეულები და სიგელები მიიღეს. ღონისძიება მოზარდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა – განვითარებას, წარმოსახვის, მხედველობითი აღქმის განვითარებას და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდას ემსახურება.

 

9-05-2018, 15:28  - ზესტაფონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს


ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 9 მაისის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები დილის 10 : 00 სთ დაიწყო. ვეტერანები, ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73 – ი წლისთავი მიულოცეს. მერის მოადგილემ, ბესიკ ლეონიძემ, მერის თანაშემწემ, მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარენ ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის გმირების, ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები. პატივი მიაგეს და ყვავილები მიიტანეს დაბა შორაპანში და თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ გმირთა მემორიალებთან. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მერიის ორგანიზებით, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. 9 მაისთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ვეტერანებმა ფულადი თანხა, 200 ლარი მიიღეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ, მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის სახელით, ვეტერანებს ფულადი თანხა და სამადლობელი სიგელები გადასცა. სიგელები და ფულადი თანხა, ზესტაფონში მცხოვრებმა 17 –მა ვეტერანმა მიიღო.
 

8-05-2018, 11:31  - ველოტური „საქართველო მშვიდობისთვის“


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ველოტურის, „საქართველო მშვიდობისთვის“ ორგანიზატორის ნოდარ ბერიძეს მასპინძელი იყო. ცნობილი ველომრბოლელი მერიის თანამშრომლებს შეხვდა და მის მიერ დაგეგმილი ველოტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ველომარათონის ფარგლებში, ნოდარ ბერიძემ, ევროპისა და აზიის კონტინენტი მოიარა და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. მიმდინარე ველოტურს, ნოდარ ბერიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს უძღვნის და სწორედ ამ დღეს გეგმავს თბილისში ჩასვლას. ველოტურის მისია მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდას, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურება. ახალ ველომარათონს, ველომრბოლელი ეგიდით „კავკასია მშვიდობისთვის“ ევრაზიის კონტინენტზე დაიწყებს.

 

4-05-2018, 15:38  - ჭანტურიას ქუჩაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო


ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ჭანტურიას ქუჩაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეაბილიტირებულ ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე კი დეკორატიული საათი დამონტაჟდა. პროექტის ფარგლებში, ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაგამყოფი ბილიკებიც მოეწყო. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ღირებულება 93969 ლარია. ჭანტურიას ქუჩაზე, ისევე, როგორც სხვა ცენტრალურ ქუჩებზე სულ ცოტა ხნის წინ, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ზებრა გადასასვლელების დახაზვაც დასრულდა. თანამედრვე ინფრასტრუქტურის შექმნით, გალამაზდა როგორც ქალაქის იერსახე, ასევე ახალი პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაუმჯობესდება გადაადგილება, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.

 

2-05-2018, 18:08  - ზესტაფონი გვირილობის დღესასწაულზე


„ზესტაფონის იმერული ეზო“ მუხრანის ტყე – პარკში მრავალმხრივი პროგრამით იყო წარმოდგენილი. ფოლკლორული ნომრების სინთეზი, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი აქსესუარები, ჭედურობა, ტიხრული მინანქარი, თიხა და თექის ნიმუშები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში გამოფინა. ექსპოზიციაზე, ზესტაფონის რძის გადამამუშავებელი საწარმოს პროდუქციაც იყო გამოფენილი. ღვინის მცირე მეწარმეებმა კი იმერული ღვინო წარმოადგინეს. „ზესტაფონურ ეზოს“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის,სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები და უცხოელი ვიზიტორები სტუმრობდნენ, მათ მასპინძლობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია უწევდა. საერთო სახალხო დღესასწაულზე, გვირილობის პროგრამის ფარგლებში 30 – ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა.

 

2-05-2018, 16:11  - ფალიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


ფალიაშვილის ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ქუჩის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 57141 ლარია გათვალისწინებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს მერის მოადგილემ, დავით ჩირგაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით აბულაძემ დაათვალიერეს და რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. გზის აღდგენაზე სატენდერო ვალდებულებით, „საპოვნელა +“ მუშაობს. სულ მოკლე დროში კი ფარნავაზის I ჩიხისა და 26 მაისის ქუჩების რეაბილიტაციაც დაიწყება.
 

1-05-2018, 17:51  - მუნიციპალური პირველობა ჭადრაკში – „სპორტი ბარიერების გარეშე“


ზესტაფონის საჭადრაკო სკოლაში „სპორტი ბარიერების გარეშე“ – ფარგლებში მუნიციპალური პირველობა გაიმართა ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემის პრინციპით მიმდინარეობდა. სპორტულ ღონისძიებაში ჩართულ 28 მოსწავლეს შორის, სამი საპრიზო ადგილი ასე გადანაწილდა: ტურნირის ლიდერი გიორგი ჩაფიჩაზე გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები პეტრე ნადირაძემ და პაატა ჯოხაძემ დაიკავეს. მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებულები, პროექტის მიხედვით, ჭადრაკის რეგიონალურ ტურნირში მიიღებენ მომაწილეობას, წარმატების შემთხვევაში კი მათ საქართველოს პირველობაზე მოუწევთ ასპარეზობა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ჭადრაკის ფინალური ტური, ანაკლიაში „მომავლის ბანაკში“ გაიმართება.
 

1-05-2018, 15:00  - არა თამბაქოს! პიარ – აქცია ზესტაფონის მერიაში


1 მაისიდან, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ერთგვარი პიარ – აქციით შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, მერიის თანამშრომლები ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს და სხვადასხვა საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდნენ. მერმა ახალგაზრდებს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდა. როგორც კახაბერ მახათაძემ მათთან შეხვედრისას აღნიშნა: „მე არამწეველთა კატეგორიას მივეკუთნები და ჩემი დამოკიდებულებით, ვფიქრობ არა მარტო საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ჩემს ირგვლივ მყოფთაც ვუფრთხილდები“. მერიის თანამშრომლებმა, იმედი გამოთქვეს, რომ რეგულაციების დაწესება თამბაქოს მოხმარებაზე, მწეველთა რიცხვს შეამცირებს. შეხვედრის დასასრულს, კახაბერ მახათაძემ, ახალგაზრდებთან ერთად, ანტინიკოტინური კამპანიის ამსახველი პოსტერებიც გააკრა.
 
უკან შემდეგი
>