By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

16-05-2018, 16:56  - შპს „ლელიკო“ სოფელ ქვედა საქარაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას მოაწყობს


2018 წლის 15 ივნისს, 13 : 00 სთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა საქარის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს „ლელიკო“ ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა – ექსპლოატაციის პროცესზე,გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას აწყობს.
გარემოზე ზეწმოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები, შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 5 ივლისისა, მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის ქ. N 6; ელ / ფოსტაზე : moa@mepa.gov.ge
 

10-04-2018, 12:39  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად (ერთი წლის ვადით) კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად (ერთი წლის ვადით) კონკურსს აცხადებს
მერიის ინფორმაციით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. განცხადება კონკურსის მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
2. ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
3. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (რაიონში) საბანკო წერტილების (რაც მოიცავს ფილიალებს/სერვისცენტრებს და ბანკომატებს) არსებობა;
5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შენობაში გადახდის აპარატის განთავსება;
6. ბანკომატებით ნულოვანი მომსახურების ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა;
7. ორგანიზაციის ანგარიშის გახსნა და წარმოება-უფასო;
8. ინტერნეტბანკის ან ბანკი-კლიენტის სისტემაში რეგისტრაცია და მომსახურეობა -უფასო;
 

29-03-2018, 10:49  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად (ერთი წლის ვადით) კონკურსს აცხადებს
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1.განცხადება კონკურსის მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
2.ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
3.ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
4.ინფორმაცია ფულადი სახსრების მოცულობის შესახებ;
5.ცნობა ეროვნული ბანკიდან ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
6.საბანკო საქმიანობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
7.ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (რაიონში) საბანკო წერტილების (რაც მოიცავს ფილიალებს/სერვისცენტრებს და ბანკომატებს) არსებობა (მათ შორის ერთი ბანკომატი განთავსდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შენობაში).
8.ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასის გაცემისთვის ეფექტური საბარათე ინფრასტრუქტურის არსებობა;
 

5-03-2018, 15:31  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური ადგილების დასაკავებლად სხვადასხვა პოზიციებზე კონკურსს აცხადებს. მიმდინარე ვაკანსიებია:
უმცროსი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახური;
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების განყოფილების უფროსი;
ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მედიასთან ურთიერთობის საკითხებში);
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში);
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში)
კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www hr.gov.ge
 

1-03-2018, 16:00  - "ლელიკო" –ს ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვედა საქარის ტერიტორიაზე შპს „ლელიკო“ – ს ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა – ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ფეროშენადნობების წარმოება.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ლელიკო“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ.ქვედა საქარის მიმდებარე ტერიტორია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2018 წელი, 20 მარტი 14 : 00 სთ; ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
 

13-12-2017, 17:52  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური ადგილების დასაკავებლად  სხვადასხვა პოზიციებზე  კონკურსს აცხადებს.  მიმდინარე ვაკანსიებია :

ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსი, პირველი რანგის პირველველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი, მესამე რანგის მესამე კატეგორიის სპეციალისტი;

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

 

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www hr.gov. ge

 

8-11-2017, 16:16  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის 2014-2017 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის

2014-2017 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში

 

     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მოკლედ წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ჩემი გამგებლობის პერიოდში განახორციელა. შეიძლება ითქვას რომ ეს არის ჩემი ბოლო ანგარიში, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში ვატარებ. ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უმკლავდებოდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა 2014 წლის მოწვევის საკრებულოს. რომ არა მათთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვეუბნები ყველა ზესტაფონელს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებით ნდობა გამომიცხადა. მათაც, ვინც არ მომცა ხმა, მაგრამ განვლილ პერიოდში ჩემი საქმიანობა ობიექტურად შეაფასა. მე ძალიან გულწრფელი ვარ როცა ამ გადასახედიდან ვამბობ, არასოდეს გავქცევივარ ობიექტურ კრიტიკას, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ზესტაფონელები დროთა განმავლობაში სწორად შეაფასებენ იმ გზას, რომელიც მე ამ პერიოდში მათთან ერთად გავიარე.

 

1-07-2017, 11:10  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2014-2015 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2014-2015 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ

 

    ბატონებო, წარმოგიდგენთ 2014 წლისა (ჩემი უფლებამოსილების პერიოდში) და 2015 წლის ანგარიშს. პირველ რიგში მიმოვიხილავ 2014 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მუშაობის ანალიზს.

    2014 წლის 14 ივლისიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა 47 დადგენილება. მათ შორის: სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დამტკიცებული იქნა ფაქტიურად ახალი ვარიანტი საკრებულოს რეგლამენტისა, რომელიც საკრებულოს უმნიშვნელოვანეს სამოქმედო დოკუმენტს წარმოადგენს.

 

1-07-2017, 11:07  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის ანგარიში მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის ანგარიში მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ

 

    მუნიციპალიტეტის გამგეობა თავისი სტრუქტურული შემადგენლობით მოიცავს 9 სამსახურს. ყველა სამსახურს აქვს დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელთა ერთობლიობა თავის მხრივ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობას. 2015 წლის საქმიანობის შეფასებას დავიწყებთ მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ საქმისწარმოების კუთხით ჩატარებული საქმიანობის ანალიზით. 2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია 12 604 შემოსული განცხადება და კორესპოდენცია, მომზადდა 4000-მდე საპასუხო წერილი, 3300-მდე შიდა სამსახურებრივი დოკუმენტი, 1500-მდე ადმინისტრაციული აქტი(ბრძანება).