By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

29-03-2018, 18:09  - „იმერეთის ხმა“ შესარჩევი ტური ზესტაფონში


მუსიკალური ფესტივალი „იმერეთის ხმა“ კონკურსანტების შერჩევას იწყებს. პროექტის შესარჩევი ტური დღეს ზესტაფონში გაიმართა. კონკურსში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალი 13 –14 აპრილს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. ვინ გახდება პროექტის „იმერეთის ხმა“ გამარჯვებული ეს 14 აპრილს გაირკვევა. პროექტი 2015 წლიდან იმართება და მის მთავარ მიზანს ქართული სიმღერების პოპულარიზაცია წარმოადგენს. მუსიკალური ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
 

29-03-2018, 15:42  - მუნიციპალიტეტი „ საქართველო თამბაქოს გარეშე“ აქციას შეუერთდა


საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შეუერთდა აქციას: „საქართველო თამბაქოს გარეშე“. ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, მე – 2 საჯარო სკოლაში „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრში საინფორმაციო ბუკლეტები მომზადდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო და კერძო დაწესებულებებში გავრცელდა. საინფორმაციო კამპანიის მთავარი მესიჯი საზოგადოების ინფორმირებულობა და თამბაქოს კანონების ეფექტური აღსრულების პრევენცია გახლდათ. „საქართველო თამბაქოს გარეშე“ საინფორმაციო კამპანია, უკვე მეორე ათეული წელია აღინიშნება ქვეყნის მასშტაბით და ყოველწლიურად სხვადასხვა პრიორიტეტულ თემას ეძღვნება. წელს „საქართველო თამბაქოს გარეშე“ – დღის თემაა: „განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“.
 

29-03-2018, 10:49  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად (ერთი წლის ვადით) კონკურსს აცხადებს
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1.განცხადება კონკურსის მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
2.ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
3.ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
4.ინფორმაცია ფულადი სახსრების მოცულობის შესახებ;
5.ცნობა ეროვნული ბანკიდან ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
6.საბანკო საქმიანობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
7.ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (რაიონში) საბანკო წერტილების (რაც მოიცავს ფილიალებს/სერვისცენტრებს და ბანკომატებს) არსებობა (მათ შორის ერთი ბანკომატი განთავსდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შენობაში).
8.ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასის გაცემისთვის ეფექტური საბარათე ინფრასტრუქტურის არსებობა;
 

29-03-2018, 10:19  - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საორგანიზაციო შტაბის პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული საორგანიზაციო შტაბის პრეზენტციას აბაშის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე, მოადგილე ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს. გაეცნენ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგგმილი. დასავლეთ საქართველოში მავნებლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის მობილიზებულია საჭირო საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით გადანაწილდება.
 

28-03-2018, 17:46  - „გიყვარდეს შენი ქალაქი“ მუნიციპალიტეტის მერი ახალი ინიციატივით გამოდის


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, 2018 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყრება ქალაქის დასუფთავების მასშტაბურ აქციას „იზრუნე შენს ქალაქზე“, რომელიც მომავლიდან ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს გაიმართება. დასუფთავების აქცია მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს, სადაც ჩართული იქნება ქალაქის ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები; ქალაქის მოსახლეობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და ა.შ. ყოველ ღონისძიებას უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის მერია და მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს საკუთარი ქალაქის გამცოცხლებაში. ღონისძიებას ასევე ექნება კონკურსის ხასიათი, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ყოველი თვის შემდეგი ნომინანტები: „საუკეთესო კომპანია“; გამარჯვებული ამხანაგობიდან „ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო“; „ყველაზე მზრუნველი მოქალაქე“; „საუკეთესო ინიციატორი“ და ა.შ.
 

28-03-2018, 12:46  - სტუდენტურ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობა შეხვდა


სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს პროექტ „განავითარე შენი რეგიონი“ – ს ფარგლებში მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომრე ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი ბიუროს თანამშრომელი რატი ბებიაშვილი შეხვდა. პროქტი სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მიერ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. „განავითარე შენი რეგიონი“ – პროექტი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და ახალგაზრდული აქტივობებით ლიდერებში სოციალური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ შეძენილი გამოცდილებით ახალგაზრდები უფრო ეფექტურად შეძლებენ ჩართვას სახელმწიფო განვითარების პროცესში. როგორც სტუდენტური პარლამენტისა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროგრამულმა მენეჯერმა გიგა გლუნჩაძემ აღნიშნა: „საგაზაფხულო სეზონი მუნიციპალიტეტებში გაცნობითი ხასიათისაა, სამხარეო თუ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან კომუნიკაცია კი მეტად მნიშვნელოვანია. გვაქვს მოლოდინი, რომ სტუდენტური პარლამენტი კანონმდებლებისთვის ახალი ინიციატივებისა და წინადადებების თანამონაწილე გახდება“
 

27-03-2018, 18:34  - ზესტაფონი საქართველოს პირველობას უმასპინძლებს კრივში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს კრივში. ტურნირი 11 აპრილს გაიხსნება და მასში 30 – ზე მეტი ქალაქის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ზესტაფონის ღირსებას საქართველოს პირველობაზე შვიდი მოკრივე დაიცავს. მოკრივეები მზადებას სპორტულ კომპლექს „ბლექსიში“ გადიან. საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის პირველად იმართება ზესტაფონში. ტურნირი რეგიონში კრივის, როგორც სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება. გარდა აღნიშნულისა ჩემპიონატზე შეირჩევიან ის მოკრივეები, რომლებითაც საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დაკომპლექტდება. მოკრივეთა ნაკრები კი მიმდინარე წლის 21 – 30 მაისს ევროპის ჩემპიონატზე გასამართ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთში გაიმართება.
 

27-03-2018, 11:40  - პოსტერები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე


მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საინფორმაციო პოსტერები დამზადდა. პოსტერზე 2018 – 2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტების ნუსხაა დატანილი. საინფორმაციო შინაარსის პოსტერი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დამზადდა. პროექტი „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“ – ს ემსახურება და დაფინანსებულია GIZ – ის განხორციელებული პროექტის „საქართველო, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმის“ მიერ. პოსტერები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება.
 

26-03-2018, 12:55  - საინფორმაციო კამპანია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორ შეიძლება დამყარდეს ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასთან პრობლების რეალური არსის გასაცნობად და რა გზით არის შესაძლებელი თითოეულმა მათგანმა შეძლოს აიღოს პასუხისმგებლობა მავნებლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეტაპიანია. პირველი და უმთავრესი ეტაპი კი ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობაა. ბრძოლის მეორე ეტაპი მონიტორინგია, ხოლო მესამე ეტაპი მონიტორინგის საშუალებით უშუალოდ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებაა. შეხვედრისას ისაუბრეს სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ აქტივობებზე, რომლის განხორციელებაც სულ მალე დაიწყება დასავლეთის რეგიონში.
 

23-03-2018, 18:30  - წითელი ჯვრის აქცია სოფელ კლდეეთში


წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საჩუქრები სოფელ კლდეეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მიუტანეს. საქველმოქმედო აქციით წითელი ჯვრის ორგანიზაციამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 53 ათასი ლარის ღირებულების ტვირთი გადასცა ტანსაცმლის სახით. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ, მერის თანაშემწემ თეონა სირბილაძემ და სოფლის დეპუტატმა სოსო ჯანიაშვილმა შესაბამის ადრესატებს დღეს სოფელ კლდეეთში გადასცეს ტანსაცმელი. ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს და ის სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე ნაწილდება.

 
>