By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

19-03-2018, 17:33  - დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში


ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქალთა ისტორიულ თვესთან დაკავშირებით, ფემინიზმის თემაზე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიება ქუთაისის ამერიკული კუთხისა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელთა ორგანიზებით მოეწყო. ფილმის სიუჟეტი ასახავდა თუ როგორია ქალების როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორ ხედავენ ისინი თავიანთ თავს საზოგადოებაში. ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური და ზესტაფონის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც იღებდნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა. საქართველოში სულ 9 ამერიკული კუთხე არსებობს სხვადასხვა რეგიონში, მათგან ერთ – ერთი ქუთაისშია.
 

19-03-2018, 11:28  - საქართველოს თასის გათამაშების შეხვედრა ზესტაფონში


ზესტაფონის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშება გაიმართა ინვალიდ – ამპუტანტთა ფეხბურთელთა შორის. ზესტაფონის გუნდმა ბათუმის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით 7 – 1 დასრულდა. საქართველოს თასის გათამაშებაში 6 გუნდია ჩართული. ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად ზესტაფონის, ზუგდიდის, ბათუმის, თბილისისა და გორის ( 2 გუნდი) იბრძოლებენ. ზესტაფონი მომდევნო შეხვედრას შაბათს, 24 მარტს ზუგდიდის ნაკრებთან გამართავს. დასავლეთის ნაკრებ გუნდებს შორის ლიდერი პირველობას თბილისსა და გორის გუნდებს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს. ფინალური შეხვედრა თასის მოსაპოვებლად მაისის თვეში გაიმართება.
 

16-03-2018, 17:14  - „ფოტოკონკურსი 2018“ – ის გამარჯვებული გამოვლინდა


„ფოტოკონკურსი 2018“ – ი დასრულდა. მოყვარული ფოტოგრაფების შესარჩევ კონკურსში 36 მონაწილეს შორის, ჟიურიმ სამი გამარჯვენული ფოტოს ავტორი შეარჩია. ფოტონამუშევრები კონკურსის პირობების მიხედვით, იმერეთის თემატიკაზე იყო წარმოდგენილი. პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 250 ლარი, თამარ ფერაძის ნამუშევარს ერგო. მეორე ადგილი და ფულადი პრიზი 150 ლარი ნათია კობახიძეს, ხოლო მესამე გამარჯვებული ფოტოს ავტორი ლევან ჯავახიანი გახდა, რომელმაც ფულადი პრიზის სახით 100 ლარი მიიღო. გამოვლინდა ასევე ჟიურის სიმპატია, ფოტოს ავტორი ირაკლი ფერაძე გახლდათ. გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი პრიზები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ, მერის თანაშემწემ მარადი ლიპარტელიანმა და საკრებულოს დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა გადასცეს. ფოტოკონკურსში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 14 – 29 წლამდე ასაკის ფოტომოყვარულები იღებდნენ. ფოტოკონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
 

14-03-2018, 11:59  - წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქცია ზესტაფონში


მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს წითელი ჯვრის ორგანიზაციის სახელით საჩუქრები მიუტანა. საქველმოქმედო აქცია წითელმა ჯვარმა სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა ზესტაფონში, რომლის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობას ჰუმანიტარული ტვირთის სახით ტანსაცმელი გადაეცა. საქველმოქმედო აქციით მუნიციპალიტეტმა 53 ათასი ლარის ღირებულების ტვირთი მიიღო, რომელიც მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდება.
 

14-03-2018, 11:36  - სასტარტო შეხვედრას ზესტაფონის სტადიონზე ხელისუფლებაც ესწრებოდა


ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ორი თანაქალაქელი გუნდის შეხვედრა შედგა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პირველმა გუნდმა საფეხბურთო გუნდ „მარგვეთი 2006“ – ს უმასპინძლა. სეზონის სასტარტო შეხვედრა „მარგვეთი 2006“ – ის უპირატესობით 0 – 1 დასრულდა. საფეხბურთო მატჩს დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
 

13-03-2018, 15:15  - სალოტბარო სკოლას ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები სტუმრობდნენ


ზესტაფონის სალოტბარო სკოლას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ფოლკლორის ცენტრის მონიტორინგის სამსახური, სკოლაში გაწევრიანებული აღსაზრდელების შემოქმედებით დაინტერესდა და სალოტბარო სასწავლებლის მუშაობა დადებითად შეაფასა. სალოტბარო სკოლა 2015 წელს ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაზაზე და მის მთავარ მიზანს ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს. 4 მაისს, ზესტაფონის სალოტბარო სკოლა თბილისში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში გასამართ დათვალიერებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მასშტაბით 23 სკოლიდან, ზესტაფონის სალოტბარო სკოლა თავისი მიღწევებით, გამორჩეულ ადგილს იკავებს.
 

12-03-2018, 19:59  - „მარტოხელა მშობლები საქართველოში“ ფოტოგამოფენა ზესტაფონის მერიაში


მუნიციპალიტეტის მერია ფოტოგამოფენას „მარტოხელა მშობლები საქართველოში“ მასპინძლობს. ფოტონამუშევრები 2017 წელს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის ფარგლებში მომზადდა სხვადასხვა ფოტოგრაფების ავტორობით. ფოტოები და ფოტორეპორტაჟები საქართველოში მცხოვრები მარტოხელა მშობლების ისტორიებს ასახავს, რომლებშიდაც მათი ყოველდღიური პრობლემები და მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობაა ასახული. პროექტის მიზანია მარტოხელა მშობლების უნარების გაძლიერება, საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში ჩართულობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გამოფენის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიაზაცია „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს პროექტს, „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“. ფოტოგამოფენას მუნიციპალიტეტის მერია 12 მარტიდან – 18 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
 

9-03-2018, 15:55  - საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის შესახებ


უვიზო მიმოსვლის შესახებ მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროსა და მედიის წარმომადგენლებს, ინფორმაცია კამპანიის მესამე ტალღის მიმდინარეობის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს. საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს უვიზო მიმოსვლის წესები, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე ვროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.
 

9-03-2018, 15:54  - სასკოლო – სპორტული ოლიმპიადა 2018


სასკოლო – სპორტული ოლიმპიადა 2018 – ის მუნიციპალური თამაშები გრძელდება. სპორტის სასახლეში ამჯერად მხიარული სტარტების ტური მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები იღებენ. მას შემდეგ, რაც სტარტების ტური დასრულდება, ფინალური შეხვედრები სპორტის სხვადასხვა სახობებში გაიმართება. სასკოლო – სპორტულ ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით, 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრება. სასკოლო – სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.
 

5-03-2018, 15:31  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური ადგილების დასაკავებლად სხვადასხვა პოზიციებზე კონკურსს აცხადებს. მიმდინარე ვაკანსიებია:
უმცროსი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახური;
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების განყოფილების უფროსი;
ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მედიასთან ურთიერთობის საკითხებში);
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში);
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში)
კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www hr.gov.ge
 
>