By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

16-04-2018, 15:50  - კულტურის სამინისტრომ „check in georgia”-ს პროექტი ზესტაფონიდან დაიწყო


საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ, ფოლკლორის ცენტრის პატრონაჟით, დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. 2018 წლის განმავლობაში თბილისური ანსამბლები საქათველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ ხალხური სიმღერების სოლო კონცერტებს. ეს პროექტი ემსახურება ძველი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას და გაცოცხლებას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი 15 აპრილს ქ. ზესტაფონში დაიწყო. პირველი კონცერტი ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, გამართა ანსამბლმა „დიდგორმა“. ანსამბლმა ჩვეული პროფესიონალიზმით შეასრულა ძველი ქართული ხალხური სიმღერები. ასევე სიმბოლურად, როგორც ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციის გამგრძელებლებმა, „დიდგორთან“ ერთად იმღერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ზესტაფონის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქის მერი კახაბერ მახათაძე. მან კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ანსამბლ დიდგორს არაჩვეულებრივი საღამოსთვის.
უდიდესი მადლიერება გამოთქვა და ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზესტაფონის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძვანელმა ბატონმა გივი შანიძემ.
 

15-04-2018, 18:56  - საქართველოს ჩემპიონატი კრივში დასრულდა


საქართველოს პირველობაზე კრივში, ზესტაფონელმა ბადრი ტყემალაძემ 80 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. ზესტაფონელი მოკრივეების ანგარიშზე სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალიც ირიცხება. საქართველოს ჩემპიონატს მოსწავლე – მოკრივეთა შორის,ზესტაფონის სპორტის სასახლე მასპინძლობდა. ტურნირში მონაწილეობას 35 ქალაქის გუნდი იღებდა. ზესტაფონის ღირსებას შეჯიბრში 7 მოკრივე იცავდა. საქართველოს პირველობა და ოქროს მედალი ბადრი ტყემალაძემ, ვერცხლის მედლები ტატო შარიქაძემ, დათა სვანიძემ და გიორგი ხუჭუამ მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი კი, გოგიტა ჩუბინიძის ანგარიშზეა. ჩემპიონატს, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალყურს. ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა, კრივის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კახაბერ მახათაძეს სამადლობელი სიგელი გადასცა. საქართველოს ჩემპიონატს კრივში მოსწავლე – მოკრივეთა შორის, პირველად მასპინძლობდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. ტურნირმა სტარტი 12 აპრილს აიღო და დღეს, 15 აპრილს დასრულდა.
 

14-04-2018, 21:17  - ფესტივალი ,,იმერეთის ხმა"2018 გაიხსნა


დღეს, ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალი ,,იმერეთის ხმა“ 2018 ტრადიციულად ქუთაისის, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა. საბავშვო კონკურსში მონაწილეობა იმერეთის თითოეულმა რაიონმა მიიღო.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, წლევანდელ კონკურსზე მუნიცპალიტეტის სახელით მაყურებლის წინაშე 13 მონაწილე წარსდგა, მათგან ერთი დუეტი. ესენი არიან: რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლისა და ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდლები: კესო თუთბერიძე, თეკლა შაორშაძე, რეზო ფერაძე, მარიამ გრიგოლაშვილი, ეკატერინე მესხი, ნინო ბოჭორმელი, ნიკა მახათაძე, უჩა ლიპარტელიანი, ნინი კაპანაძე ნინაკა გეწაძე, ლიზი გურგენიძე, ლუკა ლელაძე და ანი ვარდუკაძე.
ფესტივალის შემდეგ კონკურსის მონაწილეები ორშაბათს, გალაკონცერტზე კიდევ ერთხელ გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, რათა მოიპოვონ „იმერეთის ხმა“ 2018-ის გრანპრი.
 

13-04-2018, 16:00  - ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს კრივში


ზესტაფონის სპორტის სასახლე, მეორე დღეა, საქართველოს ჩემპიონატის ტურნირს მასპინძლობს კრივში. საქართველოს პირველობა მოსწავლე – მოკრივეთა შორის, პირველად იმართება ზესტაფონში. ჩემპიონატში მონაწილეობას 35 ქალაქის გუნდი იღებს. ზესტაფონის სახელით, ტურნირზე 7 მოკრივე ასპარეზობს. ტურნირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და რეგიონში კრივის, როგორც სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება. გარდა აღნიშნულისა, ჩემპიონატზე შეირჩევიან ის მოკრივეები, რომლებიც სამომავლოდ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების შემადგენლობაში მოხვდებიან. საქართველოს მოკრივეთა ნაკრები კი, მიმდინარე წლის 21 – 30 მაისს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გასამართ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონობისთვის გამართული შეხვედრები მოკრივეთა შორის, 15 აპრილს დასრულდება.
 

13-04-2018, 14:07  - მუნიციპალიტეტის მერმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა


დღეს, ზესატაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი თუთბერიძემ მოსწავლეთა წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომ სამუსიკო სკოლა აგრძელებს ტრადიციას და მათი მიღწევები გასცდა საქართველოს ფარგლებს. რამდენიმე მოსწავლე მიწვეულია საერთშორისო კონკურსზე.
მერმა მოსწავლეები: ანა კალანდაძე, ლიზი სარალიძე, თეკლა ნაკაშიძე, გიორგი სოფრომაძე, თემურ ნაკაშიძე, სოფო ხინჩიკაშვილი, მერი კვინიკაძე და ეკატერინე მესხი, კლასიკური მუსიკის ეროვნულ და საერთაორისო კონკურსში გამარჯვებისთვის სამადლობელი სიგელებით დააჯილდოვა.
 

12-04-2018, 20:24  - „ყვავილების მეჯლისი“ ზესტაფონში


ყვავილებით, მხიარული სიმღერებით , ცეკვებითა და ლექსებით მიულოცეს გაზაფხული ზესტაფონის საზოგადოებას მე-7 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა. ამით ისინი დროებით გამოემშვიდობენ საკუთარ სკოლას, რადგან მილენიუმის პროექტის ფარგლებში მაისის თვიდან იწყება სკოლის სრულყოფილი რეაბილიტაცია. ფერად და სანახაობით ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერი კახაბერ მახათაძე, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი და სხვა სასულიერო პირები. მეუფემ ღონისძიება დალოცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საზოგადოებას.
კონცერტის დასასრულს სკოლამ რესპუბლიკური ოლიმპიადის მესამე ეტაპზე გადასული მოსწავლეები: ლევან მაღლაკელიძე, ნინი ძამაშვილი, მარიამ კახიძე, თინათინ ჭაჭიაშვილი, ირაკლი მაჭავარიანი, დავით დაშნიანი და მათი პედაგოგები: მარეხი მჭედლიშვილი, მაკა ქლიბაძე და ნელი მაღლაკელიძე დააჯილდოვა. სამახსოვრო სიგელები მათ მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს.
 

12-04-2018, 16:08  - ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა კრივში


ზესტაფონის სპორტის სასახლე, საქართველოს ჩემპიონატის მასპინძელია კრივში. მასშტაბური სპორტული ღონისძიება, დღეს ოფიციალურად გაიხსნა და მას ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პირველობა მოსწავლე – მოკრივეთა შორის, პირველად ტარდება ზესტაფონში. ჩემპიონატში მონაწილეობას 35 ქალაქის გუნდი იღებს. ზესტაფონის ღირსებას, საქართველოს პირველობაზე, შვიდი მოკრივე დაიცავს. ტურნირი რეგიონში კრივის, როგორც სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება. გარდა აღნიშნულისა, ჩემპიონატზე შეირჩევიან ის მოკრივეები, რომლებიც სამომავლოდ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების შემადგენლობაში იქნებიან. საქართველოს მოკრივეთა ნაკრები კი, მიმდინარე წლის 21 – 30 მაისს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გასამართ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთში გაიმართება. ტურნირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
 

10-04-2018, 16:10  - მუნიციპალიტეტი ეპარქიასთან არსებულ საბავშვო ბაღებს დაეხმარა


მუნიციპალიტეტი მარგვეთისა და უბისის ეპარქიასთან არსებული საბავშვო ბაღების მზრუნველობას აგრძელებს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, წმინდა ეკატერინესა და წმინდა ნინოს სახელობის ბაღებისთვის, ეპარქიამ თეთრეულის კომპლექტი შეიძინა. ახალი რაოდენობით, მთლიანად განახლდება ბაღებში არსებული მოძველებული თეთრეული. როგორც ქალაქის მერი, კახაბერ მახათაძე აღნიშნავს: მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბავშვო ბაღებში სათანადო გარემო შეუქმნან მოზარდებს. მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, წმინდა ეკატერინესა და წმინდა ნინოს სახელობის ბაღებში გასულ წლებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განახლდა ინვენტარიც. ეპარქიის მმართველმა, მეუფე მელქისედეკმა მხარდაჭერისთვის და მოზარდების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეპარქიის სახელით.
 

10-04-2018, 12:39  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად (ერთი წლის ვადით) კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად (ერთი წლის ვადით) კონკურსს აცხადებს
მერიის ინფორმაციით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. განცხადება კონკურსის მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
2. ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
3. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (რაიონში) საბანკო წერტილების (რაც მოიცავს ფილიალებს/სერვისცენტრებს და ბანკომატებს) არსებობა;
5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შენობაში გადახდის აპარატის განთავსება;
6. ბანკომატებით ნულოვანი მომსახურების ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა;
7. ორგანიზაციის ანგარიშის გახსნა და წარმოება-უფასო;
8. ინტერნეტბანკის ან ბანკი-კლიენტის სისტემაში რეგისტრაცია და მომსახურეობა -უფასო;
 

9-04-2018, 11:23  - ზესტაფონში 9 აპრილის დაღუპული გმირები გაიხსენეს


9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ისინი 9 აპრილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ერთიანობისათვის შეწირულ პირთა ხსოვნის მემორიალი. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა, სასულიერო პირებთან ერთად, მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 
>