By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

24-04-2018, 20:15  - ზესტაფონში მერის ინიციატივით ველომარათონი გაიმართა


მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის ორგანიზებით 24 აპრილს ქ. ზესტაფონში სამოყვარულო ველომარათონი მოეწყო. მარათონი ველოსიპედის საერთაშორისო დღეს და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მიეძღვნა. სადაც მონაწილეობა მიიღეს მერმა და მერიის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, „კრისტალ ბანკმა“, მოყვარულმა და პროფესიონალმა ველომრბოლელებმა. მონაწილეებმა მ. ასლანიკაშვილის სანაპიროზე, ვ. წერეთელის სკვერიდან მ. სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრამდე მანძილი დაფარეს. მარათონის დასასრულს სპორტის სასახლის დარბაზში შედგა სანაპიროზე ერთკილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტების, ორმხრივმოძრაობიანი ველობილიკის მოწყობის იდეის პრეზენტაცია. მერის ინიციატივას მხარს უჭერს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ველობილიკის სპეციალური გამწვანების ზოლის მოწყობას უზრუნველყოფს.
იდეამ ყველას მოწონება დაიმსახურა, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვები მოხიბლა. მერმა მადლობა გადაუხადა ყველას მარათონში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით მ. სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს.
 

24-04-2018, 12:10  - ვიდეორგოლების კონკურსი – "ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე"


23 აპრილს, ზესტაფონის რაიონულმა პროკურატურამ, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, პროექტის – "საზოგადოებრივი პროკურატურა" ფარგლებში, მოსწავლეთა ვიდეორგოლების კონკურსი "ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე" გამართა. პროექტის მხარდამჭერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და მასში სამი რაიონის: ზესტაფონის, ხარაგაულისა და თერჯოლის 20 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მათ შორის სოფლის სკოლები. პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის მიზანია მოსწავლეთა ორიენტირება და პრევენცია, ისეთ აქტუალურ და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ძალადობა, იარაღის უკანონო გამოყენება, სკოლაში ბულინგის თემა. უფროსკლასელებმა თავიანთი შეხედულებები და დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ მოკლე ვიდეორგოლებში ასახეს, რომლებიც თავად წარმოადგინეს და ერთგვარ მესიჯებად დაუტოვეს საზოგადოებას. დასასრულს, ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ზესტაფონის რაიონული პროკურორი კახაბერ მურადაშვილი, პროკურატურის წარმომადგენლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე, ფსიქოლოგი ნანა სამხარაძე, ბიბლიოთეკის დირექტორი ლელა ბარბაქაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, გამარჯვებულები გამოავლინა:
პირველი ადგილი წილად ხვდა ზესტაფონის № 7 საჯარო სკოლას. მეორე ადგილი – თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლას. მესამე ადგილი კი, ასევე თერჯოლის, სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლას ერგო. გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები და თემატური მაისურები გადასცეს. როგორც პროექტი ითვალისწინებს, პირველ ადგილზე გასული, ზესტაფონის № 7 საჯარო სკოლის ვიდეორგოლი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამართულ დასკვნით საკონკურსო ტურში გააგრძელებს მონაწილეობას.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს!
 

24-04-2018, 12:07  - ზესტაფონში ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 21 – 22 აპრილს, გოჩა შალამბერიძის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართა. პირველი საღამო გარდაცვლილი ძმის გოჩა შალამბერიძისა და ხელოვნების სხვა მოღვაწეთა ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალში ზესტაფონის, მარტვილის, ხონის, საჩხერის, ცაგერის, ერედვის, თერჯოლის, ვანის, სამტრედიის, ტყიბულის, ქუთაისის, ჭიათურის და წყალტუბოს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის უკრაინისა და ლატვიის ორი ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩამოვიდა, რაც ქვეყნებს შორის კულტურათა გაცვლას და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად. სტუმრებმა და მასპინძლებმა სიმბოლურად ნაციონალური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.
ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს პრიზები, სიგელები და მედლები გადაეცათ.
ფესტივალს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე, მერის თანაშემწეები ხათუნა ასათიანი, მარად ლიპარტელიანი და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
 

23-04-2018, 12:30  - 24 აპრილს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით სამოყვარულო ველოგარბენი მოეწყობა


მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 24 აპრილს, 15 : 00 საათზე, ველოსიპედის დღესთან დაკავშირებით, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, ველოგარბენი მოეწყობა. ველორბოლაში მონაწილეობას მერიის, საკრებულოს, ა (ა) იპ – ის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. ველოგარბენში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სპორტული ღონისძიების მონაწილეები ვარინკა წერეთლის სახელობის სკვერიდან, სპორტის სასახლემდე არსებულ დისტანციას დაფარავენ.
ღონისძიება დასრულდება ველობილიკის პროექტის პრეზენტაციით, რომელიც გაიმართება მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ- გამაჯანსაღებელ ცენტრში.
 

23-04-2018, 12:29  - 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა


დედამიწის საერთაშორისო დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშტაბური აქციით აღნიშნა. აქცია ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს: მერიის თანამშრომლებმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა, სკოლებმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა და კერძო ორგანიზაციებმა, ასევე ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა.
მუნიციპალიტეტის მერმა ,,ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დარგო.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, აქციის მონაწილეებს დედამიწის დღე მიულოცა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში, კახაბერ მახათაძის ინიციატივით გამოვლინდნენ ნომინანტები: ,,ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო“ , ,,ყველაზე მზრუნველი მოქალაქე“, ნომინაციაში გამარჯვებულები კვალითის დასახლების, კეკელიძის №11-ში მცხოვრები გოდერძი ნებიერიძე და მარეხი ჩაფიჩაძე გახდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მათ სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა. ამის შემდეგ, კახაბერ მახათაძე პირადად ეწვია აქციაში ჩართულ რამდენიმე სოფელს.
 

20-04-2018, 16:43  - 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს ზესტაფონიც უერთდება


22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ქალაქის მერის, კახაბრ მახათაძის ინიციატივით, ზესტაფონში გამწვანების და ქალაქის დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეყობა. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციაში მერიის, საკრებულოს, ა (ა) იპ – დაწესებულებების, საჯარო სკოლების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს შემდეგ ნომინანტებს: „საუკეთესო კომპანია“; „ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო“; „ყველაზე მზრუნველი მოქალაქე“ ყველა ნომინაციაში გამარჯვებული, სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდება.
დასუფთავების აქციას, „გიყვარდეს შენი ქალაქი“ საფუძველი მუნიციაპლიტეტის მერის ინიციატივით, 2018 წლის 31 მარტს ჩაეყარა და ყოველი თვის ბოლო შაბათი, დასუფთავების დღე დაწესდა.
 

20-04-2018, 16:42  - ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია მოზარდებში


ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია მოზარდებში. მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ფოლკლორის უკეთ გაცნობის მიზნით, საბავშვო ბაღებს შორის, ერთგვარი კონკურსი ჩატარდა. ღონისძიების ფორმატის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა, ქართული ზღაპრებიდან ინსცენირებები წარმოადგინეს. პერსონაჯების შესაბამისად, ჩაცმა – მასკირების მიხედვით. აქტივობა, მოზარდებში ფანტაზიის, წარმოსახვის, გამომსახველობითი და ესთეტიკური უნარების განვითარებას და ქართული ფოლკლორის უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები სიგელებთ დაჯილდოვდნენ. საჩუქრად კი ქართული ზღაპრების კრებული მიიღეს.
 

20-04-2018, 16:40  - ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე საგზაო ნიშნების დახაზვა მიმდინარეობს


ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, საგზაო ნიშნების დახაზვა გრძელდება. ზებრა გადასასვლელის დახაზვითი სამუშაოები ამჟამად აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს. საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩა დაიხაზება. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობა, ორ ფერში ხდება. საგზაო მონიშვნის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „გზაჯვარედინი“ ახორციელებს. ე. წ. ზებრა გადასასვლელების მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 39 800 ლარს შეადგენს. მოუწესრიგებელი გადასასვლელები, სერიოზულ პრობლებას უქმნიდა ქვეითად მოსიარულეებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება მათთვის.
 

20-04-2018, 16:37  - 23 აპრილს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ველოგარბენი მოეწყობა


მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 23 აპრილს, 15 : 00 საათზე, ველოსიპედის დღესთან დაკავშირებით, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, ველოგარბენი მოეწყობა. ველორბოლაში მონაწილეობას მერიის, საკრებულოს, ა (ა) იპ – ის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. ველოგარბენში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სპორტული ღონისძიების მონაწილეები ვარინკა წერეთლის სახელობის სკვერიდან, სპორტის სასახლემდე არსებულ დისტანციას დაფარავენ.
 

20-04-2018, 16:36  - ზესტაფონის საჭადრაკო სკოლაში პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა


მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზესტაფონის რაიონულმა პროკურატურამ, საჯარო სკოლებს შორის, ჭადრაკის ტურნირი მოაწყო. ჩემპიონატი „საზოგადოებრივი პროკურატურა “ პროექტის ფარგლებში გაიმართა. ტურნირს მუნიციპალიტეტის საჭადრაკო სკოლა მასპინძლობდა. ღონისძიების ფარგლებში სამი საპრიზო ადგილის მფლობელი, რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვეს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ პროექტს 10 წელია ახორციელებს და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებაში პროკურატურის ნდობის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. „საზოგადოებრივი პროკურატურა “ – ს პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობები ეწყობა, როგორც საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, ასევე სპორტული და სოციალური ღონისძიებები.
 
>