By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

7-06-2018, 17:51  - „იცოდე შენი ისტორია“ მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს ატარებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლის, შორაპნის ციხე – სიმაგრის პოპულარიზაციის, მისი ისტორიული სტატუსისა და დანიშნულების უკეთ შესწავლის მიზნით, მოსწავლეთა შორის კონკურსს ატარებს.კონკურსში „იცოდე შენი ისტორია“ მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე – 10 კლასის მოსწავლეები იღებენ. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეებმა 12 წუთიანი ვიდეო სიუჟეტი უნდა მოამზადონ შორაპნის ციხე – სიმაგრის თემაზე. „იცოდე შენი ისტორია“ – კონკურსს ორი გამარჯვებული ეყოლება. გამარჯვებული ვიდეო სიუჟეტის ავტორს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ შერჩეული ჟიური გამოავლენს, ხოლო მეორე გამარჯვებული სოციალურ ქსელში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით შეირჩევა. ( მას შემდეგ, რაც მონაწილეები ვიდეო სიუჟეტებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში წარმოადგენენ, ვიდეო სიუჟეტები მუნიციპალიტეტის მერიის Facebook - გვერდზე „განახლებულ ზესტაფონზე“ განთავსდება ). კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი მოიცავს ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლას – 2018 წლის ივლისამდე, ხოლო მეორე ეტაპი სოფლის საჯარო სკოლებს მოიცავს და ის 2018 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონკურსი ჩატარდება შორაპნის ციხეზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში. ( მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N11; მერიის შენობა, მე – 3 სართული. საკონტაქტო პირი დავით აბესაძე ტელ.: 555 38 01 07)
 

6-06-2018, 18:19  - ზესტაფონის ხელოვნების სკოლა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს


ზესტაფონის ხელოვნების სკოლა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო დღეების ფარგლებში, სკოლის საკონცერტო დარბაზში წლის შემაჯამებელი, საანგარიშო კონცერტი ჩატარდა.საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას,ზესტაფონის ე.შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი მოსწავლეები იღებდნენ. ხელოვნების სკოლას, დაარსებიდან 50 წლის იუბილე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.

 

4-06-2018, 17:48  - "ცოცხალი წიგნები" – ზესტაფონში


თანამედროვე მწერლების შეხვედრა მკითხველ საზოგადოებასთან და ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ – ს ტურნე ზესტაფონში. მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, ქართველი მწერლების მობილური ჯგუფი შეიკრიბა მკითხველ აუდიტორიასთან შესახვედრათ. „ცოცხალი წიგნები“ ს – პროექტის ფარგლებში, ზესტაფონს ელა გოჩიაშვილი, ლელა ცუცქირიძე, საშა ჩერქეზიშვილი, გიორგი ლომიძე, ირმა მალაციძე და ნინო ქოქოსიძე სტუმრობდა. მწერელებმა აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება გააცნეს. მათ ისაუბრეს იმის შესახებ, რომ პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ეს არის შესაძლებლობა, შეხვდე შენს მკითხველს რეგიონებში და ისაუბრო მათთან. მათი თქმით, ასეთ შეხვედრებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად მწერლებისთვისაც, რათა მუდმივად არსებობდეს კავშირი მწერალსა და მკითხველს შორის. საჯარო ბიბლიოთეკის შემდეგ, შეხვედრა ზესტაფონის ლიტერატურულ კაფეში გაგრძელდა. მწერლებმა ლიტერატურულ კაფეს, საკუთარი წიგნები გადასცეს საჩუქრად. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლიდან ხორციელდება საქართველოში. ზესტაფონი უკვე მესამედ იყო, პროექტის მასპინძელი.
 

31-05-2018, 17:02  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – საერთაშორისო დღეს შეუერთდა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – საერთაშორისო დღეს შეუერთდა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრისა და ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებული, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, თამარ გველესიანმა მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის ხელმძღვანელებს, თამბაქოს კონტროლის შესახებ, კანონში შეტანილი ახალი რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჯანდაცვის ცენტრმა, დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საინფორმაციო ბუკლეტები „ნუ მოწევ, ნუ შეიმოკლებ სიცოცხლეს, თამბაქო არღვევს გულებს“ და აკრძალვის მანიშნებელი სტიკერები დაურიგა. ღონისძიებას ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც შეუერთდნენ, მათ პრეზენტაცია წარმოადგინეს თამბაქოს მავნებლობაზე და აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე გააკეთეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
 

30-05-2018, 17:43  - მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციოდ 500 000 ლარი დაიხარჯება


ზესტაფონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციოდ, 500 000 ლარი დაიხარჯება. თანხა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. საკრებულომ, აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის, 30 მაისის სხდომაზე, ცვლილებები შეიტანა 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში. 500 000 ლარი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 39 – ი ობიექტის აღდგენა – რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორისაა: საავტომობილო გზებისა და სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების და ხიდ – ბოგირების რეაბილიტაცია. საკრებულომ, მხარი დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომლის შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში, ეკონომიის საფუძველზე გაუნაწილებელი თანხები, კერძოდ, 283. 7 ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად განიკარგოს.53 ათასი ლარით დაფინანსდება, სოციალური პაკეტის პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს.

 

30-05-2018, 09:42  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:


11 : 00 სთ – შეკრება საკათედრო ტაძართან – სასულიერი პირები ბავშვებს დალოცავენ;
11 : 30 – კულტურისა და დასვენების პარკი – მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მხატვრულ და გასართობ შოუ პროგრამებს წარმოადგენენ;
12 : 00 სთ – კულტურისა და დასვენების პარკი – ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი;
13 : 00 სთ – ბავშვთა ბიბლიოთეკა – ბავშვთა ნამუშეევრების გამოფენა;
14 : 00 სთ – კულტურისა და შემოქმედების ცენტრი – თოჯინების თეატრის სპექტაკლი.
 

26-05-2018, 21:07  - 2018 წლის ფალავანი ფრიდონ შარიქაძე გახდა


2018 წლის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში ფრიდონ შარიქაძე გახდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილი სპორტული ღონისძიება, ტრადიციულად კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ მოეწყო. ფინალურ ბრძოლაში ფრიდონ შარიქაძემ, ალექსი სვიანაძის დამარცხება შეძლო და ფალავნის ტიტულიც მოიპოვა. წლის ფალავანს სიგელი და ფულადი პრიზი თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძეც იღებდა. კახაბერ მახათაძემ ტურნირის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა
 

26-05-2018, 21:02  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს შეუერთდა


საქართველოს დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის დღე მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა შორაპნის ციხეზე. საიუბილეო დღეების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, ანტიკური ხანის ძეგლზე, მაცხოვრის ხატი მიაბრძანეს. მაცხოვრის ხატი მე – 11 საუკუნით თარიღდება. სიწმინდე შორაპნის საერისთავოში ინახებოდა და ის სავარაუდოდ ტაბაკინის მონასტრის საკუთრება იყო. ხატზე მაცხოვრის ჯვარცმა და ამაღლებაა ასახული. 1926 წლიდან კი სიწმინდე ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სიწმინდეს პატივი მიაგო და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა სასულიერო პირებთან ერთად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეფე მელქისედეკმა. შოროპნის ციხეზე დღეს, საზეიმოდ მოხდა დროშის აღმართვაც. ცერემონიაში მონაწილეობას ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანიც იღებდა. დღეს ასევე ხელი მოეწერა, დაბა შორაპანსა და შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ – შორის მემორანდუმს. მემორანდუმი კომპანიას, ისტორიული ძეგლის მზრუნველობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობას ავალდებულებს. მემორანდუმში ნათქვამია: აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილი იქნა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით, დაბა შორაპნის ისტორიულ ციხე – სიმაგრეზე, საზეიმო ცერემონიაზე 2018 წლის 26 მაისს.
 

25-05-2018, 17:23  - ზესტაფონის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა დღეს ზესტაფონის საჯარო ბიბლიოთეკაში. სამკითხველო დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ, ქვეყნის დამოუკიდებლობის საუკუნოვანი ისტორია, საჯარო ლექციის ფორმატში მოისმინა. ლექციას, ისტორიკოსი ოთარ მაღლაკელიძე კითხულობდა და მას საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საჯარო ბიბლიოთეკაში, თემატური ლიტერატურაც იყო გამოფენილი, მათ შორის საქართველოს პირველი კონსტიტუციის სახელმძღვანელო.

 

24-05-2018, 18:10  - გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში


მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კულტურულ – ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა“ გენდერული მიდგომის დანერგვის სტრატეგიებზე ადგილობრივ პოლიტიკაში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ფონდის მიერ შემუშავებული დოკუმენტის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში – სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის“ გაცნობა მოხდა. დოკუმენტის ძირითადი მიმართულება, გენდერული თანასწორობის მიმართ, საბჭოს წევრებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ადგილზე გენდერული ინსტიტუციების გაძლიერებას ითვალისწინებს. შეხვედრას ადდილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის, საკრებულოს, ასევე ხარაგაულისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
>