By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

23-03-2018, 14:09  - მუზეუმში ვარინკა წერეთლის ხსოვნის საღამო გაიმართა


მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის ხსოვნის საღამო გაიმართა. საქვეყნოდ აღიარებული მელოდიის ავტორის გარდაცველებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანებამ მოაწყო. როგორ დაწესდა ვარინკობის სახალხო დღესასწაული ზესტაფონში და რა გზა გიარა „სულიკომ“... გაიხსენეს მუსიკალური ღონისძიების დაარსსების იდეის ავტორი, იდეის, რომელმაც ათეულ წლებს გაუძლო და ცხრაწყაროს ღია თეატრონი, ამდენი წლის შემდეგ, ყოველ წელს მასპინძლობს ლირიული სიმღერების ფესტივალს. ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა კუთხებს აერთიანებს. ხსოვნის საღამოზე ვარინკა წერეთლის კეთილ საქმეებზეც ისაუბრეს. ქალბატონი, რომელიც ქველმოქმედების მიზნით ხშირად მართავდა წარმოდგენებს ზესტაფონსა და მის ახლომდებარე სოფლებში. ისაუბრეს ვარინკა მაჭავარიანი –წერეთლის კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობაზე ზესტაფონსა და ცხრაწყაროში. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებიც იყო წარმოდგენილი.
 

22-03-2018, 16:01  - მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გამწვანების აქცია მოეწყო


ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ ხეების დარგვის აქცია მოაწყო. საკუთარი ხარჯებით კახაბერ მახათაძემ წიწვოვანი და მარადმწვანე ყვავილოვანი ჯიშის ნერგები შეიძინა. კვიპაროსისა და ოლეანდრის ნერგები მერმა დღეს საკრებულოს წევრებთან და დასუფთავების სამსახურთან ერთად დარგო. მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადმინისტრაციული შენობის წინ ასევე სხვადასხვა სახეობის ყვავილი დაირგო. ყვავილების ნერგები მერმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა. როგორც კახაბერ მახათაძე ამბობს, ქალაქის იერსახის გასალამაზებლად და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად სხვადასხვა სახეობის ნერგების დარგვა მომავალშიც გაგრძელდება.
 

21-03-2018, 16:24  - ზესტაფონის მერია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა აქციას „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“. ღონისძიებაში მერიის თანამშრომლებთან ერთად ახალგაზრდული პარლამენტიც ჩაერთო. 21 მარტი, როგორც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2011 წლიდან აღინიშნება. თარიღის აღნიშვნა დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას უკავშირდება.
 

20-03-2018, 19:52  - მერის ინიციატივით ადმინისტრაციულ შენობასთან ყვავილები დაირგო


მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადმინისტრაციული შენობის წინ სხვადასხა სახეობის ყვავილი დაირგო. მრავალფეროვანი ფორმის და სახეობის მცენარეების დარგვაში კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური იღებდა მონაწილეობას. როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, ქალაქის იერსახის გასალამაზებლად, ყვავილების დარგვა მომავალშიც გაგრძელდება. სამომავლოდ კვალითის დასახლებაში მდებარე წრიულ მოძრაობაზეც იგეგმება ყვავილების დარგვა.
 

20-03-2018, 18:48  - კახაბერ მახათაძემ სათნოების სახლში საჩუქრები მიიტანა


მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სათნოების სახლ “კათარზისში“ წითელი ჯვრის ორგანიზაციის სახელით საჩუქრები მიიტანა. ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. წითელმა ჯვარმა საქველმოქმედო აქცია სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა ზესტაფონში, რომლის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობას ჰუმანიტარული ტვირთის სახით ტანსაცმელი გადაეცა. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 53 ათასი ლარის ღირებულების ტვირთი მიიღო, რომელიც მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ნაწილდება.
 

20-03-2018, 15:18  - კახაბერ მახათაძე საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულებს შეხვდა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. კახაბერ მახათაძემ მათ სიმბოლურად ჩემპიონატზე მოპოვებული სიგელები და მედლებიც გადასცა. სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსინგში, რომელსაც ქალაქი ახალქალაქი მასპინძლობდა, პირველი ადგილის დაკავება შეძლეს. ტურნირზე მონაწილეობას 4 ქვეყანა იღებდა. საქართველოდან კი ზესტაფონის ღირსებას სასპორტო სკოლის წარმომადგენლები გაგა გელაშვილი, თამუნა გელაშვილი და მელანო ჭიპაშვილი იცავდნენ.
 

19-03-2018, 17:33  - დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში


ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქალთა ისტორიულ თვესთან დაკავშირებით, ფემინიზმის თემაზე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიება ქუთაისის ამერიკული კუთხისა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელთა ორგანიზებით მოეწყო. ფილმის სიუჟეტი ასახავდა თუ როგორია ქალების როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორ ხედავენ ისინი თავიანთ თავს საზოგადოებაში. ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური და ზესტაფონის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც იღებდნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა. საქართველოში სულ 9 ამერიკული კუთხე არსებობს სხვადასხვა რეგიონში, მათგან ერთ – ერთი ქუთაისშია.
 

19-03-2018, 11:28  - საქართველოს თასის გათამაშების შეხვედრა ზესტაფონში


ზესტაფონის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშება გაიმართა ინვალიდ – ამპუტანტთა ფეხბურთელთა შორის. ზესტაფონის გუნდმა ბათუმის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით 7 – 1 დასრულდა. საქართველოს თასის გათამაშებაში 6 გუნდია ჩართული. ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად ზესტაფონის, ზუგდიდის, ბათუმის, თბილისისა და გორის ( 2 გუნდი) იბრძოლებენ. ზესტაფონი მომდევნო შეხვედრას შაბათს, 24 მარტს ზუგდიდის ნაკრებთან გამართავს. დასავლეთის ნაკრებ გუნდებს შორის ლიდერი პირველობას თბილისსა და გორის გუნდებს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს. ფინალური შეხვედრა თასის მოსაპოვებლად მაისის თვეში გაიმართება.
 

16-03-2018, 17:14  - „ფოტოკონკურსი 2018“ – ის გამარჯვებული გამოვლინდა


„ფოტოკონკურსი 2018“ – ი დასრულდა. მოყვარული ფოტოგრაფების შესარჩევ კონკურსში 36 მონაწილეს შორის, ჟიურიმ სამი გამარჯვენული ფოტოს ავტორი შეარჩია. ფოტონამუშევრები კონკურსის პირობების მიხედვით, იმერეთის თემატიკაზე იყო წარმოდგენილი. პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 250 ლარი, თამარ ფერაძის ნამუშევარს ერგო. მეორე ადგილი და ფულადი პრიზი 150 ლარი ნათია კობახიძეს, ხოლო მესამე გამარჯვებული ფოტოს ავტორი ლევან ჯავახიანი გახდა, რომელმაც ფულადი პრიზის სახით 100 ლარი მიიღო. გამოვლინდა ასევე ჟიურის სიმპატია, ფოტოს ავტორი ირაკლი ფერაძე გახლდათ. გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი პრიზები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ, მერის თანაშემწემ მარადი ლიპარტელიანმა და საკრებულოს დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა გადასცეს. ფოტოკონკურსში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 14 – 29 წლამდე ასაკის ფოტომოყვარულები იღებდნენ. ფოტოკონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
 

14-03-2018, 11:59  - წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქცია ზესტაფონში


მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს წითელი ჯვრის ორგანიზაციის სახელით საჩუქრები მიუტანა. საქველმოქმედო აქცია წითელმა ჯვარმა სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა ზესტაფონში, რომლის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობას ჰუმანიტარული ტვირთის სახით ტანსაცმელი გადაეცა. საქველმოქმედო აქციით მუნიციპალიტეტმა 53 ათასი ლარის ღირებულების ტვირთი მიიღო, რომელიც მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდება.
 
>