By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

დღეს, 12:59  - სპორტის სასახლეში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ძიუდოში


სპორტის სასახლეში, შოთა მაჭავარიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ჭიდაობა ძიუდოში. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იღებდნენ. ზესტაფონის სახელით ტურნირზე ორი გუნდი ასპარეზობდა. ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებაზე მასპინძლებმა 3 – პირველი, 3 – მეორე და 1 – მესამე ადგილი დაიკავეს. პირველი ადგილი ვაჟებს შორის გოგა გორგაძემ და გაგა ჯუღელმა აიღეს, გოგონებს შორის კი პირველობა ნინო ხარაიშვილმა და ნინო გუნცაძემ მოიპოვეს. მეორე ადგილები აიღეს თენგო ხიდაშელმა, ბექა თურმანიძემ და ბაჩო წითელაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი, საბა კლდიაშვილმა დაიკავა. ჩემპიონატს უკვე 23 – ი წელია მასპინძლობს ზესტაფონი. ტურნირის დაარსების იდეა, სახელოვანი მოჭიდავის, შოთა მაჭავარიანის მეგობრების, მწვრთნელების და სასპორტო სკოლის წარმომადგენელთა ინიციატივით გაჩნდა და ორგანიზატორთა თქმით, შესაძლოა ტურნირმა საერთაშორისო მასშტაბებიც შეიძინოს.

 

დღეს, 12:00  - "მოდი ღამე მუზეუმში" აქცია – კონცერტი ზესტაფონში


ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება მსოფლიო აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა. აქცია – კონცერტი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა. საკონცერტო პროგრამა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სამოსიც იყო გამოფენილი და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილს. მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მუზეუმების გაერთიანებას პროფესიული დღესასწაული, მერის მოადგილემ, ბესიკ ლეონიძემ მიულოცა და სამადლობელი სიგელი გადასცა. მსოფლიო აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკვე მესამედ იმართება. მსოფლიო აქციას საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება.
 

დღეს, 11:57  - "გიყვარდეს შენი ქალაქი" – ტრადიციული აქცია ქალაქის დასასუფთავებლად


„გიყვარდეს შენი ქალაქი“ – აქცია ქალაქის დასასუფთავებლად მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის, ინიციატივთ უკვე მესამედ ჩატარდა მუნიციპალიტეტში. აქციის ფარგლებში შორაპნის ციხის, სამხატვრო გალერეის, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების და სხვა ცენტრალური ქუჩების დასუთავება მოხდა. ქალაქის დასუფთავებაში მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, მერიის წარმომადგენლები, ა (ა) იპ – ი სამსახურები, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის, საქართველოს რკინიგზის, გაერთიანებული წყალმომარაგების ზესტაფონის სერვის ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“ ჩაერთვნენ. აქციის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესოდ მოვლილი და გამწვანებული 3 ეზო. „საუკეთესო ეზო“ – ების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
 

დღეს, 11:54  - ეროვნული სამოსის დღე ზესტაფონში


ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე ცენტრალურ მოედანზე აღინიშნა. კოსტიუმირებული მსვლელობა, აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყო. ქვეყნის ისტორიულ – კულტურულ მემკვიდრეობა საჯაროდ გამოიფინა. ღონისძიება, კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ინიციატივით მოეწყო, სადაც მონაწილეობას, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მოსწავლე – ახალგაზრდები იღებდნენ. მსვლელობას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა. ეროვნული სამოსის თემაზე, ღონისძიება გაიმართა მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც, სადაც ეროვნული სამოსის გამოფენა მოეწყო.

 

17-05-2018, 18:27  - ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება უერთდება აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“


მუზეუმების გაერთიანებამ, ღამის ღონისძიებათა თემად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზება დაგეგმა. საზეიმო კონცერტი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ, ღია ცის ქვეშ 20 : 00 საათზე დაიწყება. მსოფლიო აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკვე მესამედ იმართება. მსოფლიო აქციას საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება.
 

16-05-2018, 16:56  - შპს „ლელიკო“ სოფელ ქვედა საქარაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას მოაწყობს


2018 წლის 15 ივნისს, 13 : 00 სთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა საქარის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს „ლელიკო“ ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა – ექსპლოატაციის პროცესზე,გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას აწყობს.
გარემოზე ზეწმოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები, შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 5 ივლისისა, მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის ქ. N 6; ელ / ფოსტაზე : moa@mepa.gov.ge
 

16-05-2018, 10:03  - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქართული, ეროვნული სამოსის დღეს. 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღეს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიება, კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ინიციატივით იმართება, სადაც მონაწილეობას, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მოსწავლე – ახალგაზრდები მიიღებენ. მსვლელობაში მონაწილეობის მიღება, ყველასთვის იქნება შესაძლებელი. (დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ადმინისტრაციას). ეროვნული კოსტიუმებით შემოსილთა საზეიმო მსვლელობა, დილის 11 საათზე, აღმაშენებლის ქუჩიდან (პოლიციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან) დაიწყება და უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრთან 12 საათზე დასრულდება.
 

15-05-2018, 17:44  - მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სკოლებს შორის მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა


მუნიციპალიტეტის მხარდაჭერთ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსი, ნოდარ დუმბაძის საიუბილეო კვირეულს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობას, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. მწერლის შემოქმედებიდან ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს. ღონისძიენის ორგანიზატორებმა, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, მადლობა გადაუხადეს სკოლებს კონკურსში მონაწილეობისთვის და გამორჩეული დეკლამატორები დაასახელეს. კონკურსის დასრულების შემდეგ, ყველა მათგანმა საჩუქრად სიგელები და წიგნები მიიღეს. მხატვრული კითხვი კონკურსი, ტრადიციულ ხასიათს ატარებს მუნიციპალიტეტში და ის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა შორის, ყოველ წელს იმართება. ამასთან ერთად, კონკურსი მოზარდებში პოეზიისა და ლიტერატურის სიყვარულს და მეტყველების კულტურის განვითარებას ემსახურება.

 

10-05-2018, 15:44  - მუნიციპალიტეტის ორგანიზებით საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი ჩატარდა


მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი „ფანტაზია და მარჯვე ხელები“ ჩატარდა. კონკურსის პირობების მიხედვით, მოზარდებმა საკუთარი შესაძლებლობები, ხატვაში, აპლიკაციასა და ძერწვაში მოსინჯეს. ხელოვნების სხვადასხვა სახეობაში, ინდივიდუალური ნამუშევრის შესაქმნელად თითოეულს გარკვეული დრო ჰქონდა. ღონისძიებაში 5 – 6 წლის ასაკის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსს თვალყურს ადევნებდნენ მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები. გამოვლინდნენ ყველაზე გამორჩეული ნამუშევრების ავტორებიც. ყველა მათგანმა საჩუქრად წიგნები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეულები და სიგელები მიიღეს. ღონისძიება მოზარდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა – განვითარებას, წარმოსახვის, მხედველობითი აღქმის განვითარებას და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდას ემსახურება.

 

9-05-2018, 15:28  - ზესტაფონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს


ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 9 მაისის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები დილის 10 : 00 სთ დაიწყო. ვეტერანები, ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73 – ი წლისთავი მიულოცეს. მერის მოადგილემ, ბესიკ ლეონიძემ, მერის თანაშემწემ, მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარენ ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის გმირების, ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები. პატივი მიაგეს და ყვავილები მიიტანეს დაბა შორაპანში და თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ გმირთა მემორიალებთან. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მერიის ორგანიზებით, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. 9 მაისთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ვეტერანებმა ფულადი თანხა, 200 ლარი მიიღეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ, მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის სახელით, ვეტერანებს ფულადი თანხა და სამადლობელი სიგელები გადასცა. სიგელები და ფულადი თანხა, ზესტაფონში მცხოვრებმა 17 –მა ვეტერანმა მიიღო.
 
უკან შემდეგი
>