By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გამორჩეული სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია. იგი გაშლილია ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე, კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილას ორივე სანაპიროზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა 423,7 კვადრატული კილომეტრია. იგი წარმოადგენს ისტორიული კოლხეთის დასასრულს და ხასიათდება სუბტროპიკული ჰავით.
მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია 19 ადმინისტრაციული ერთეული (59 სოფელი). ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს მდინარე ყვირილას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე. ქალაქში არის სარკინიგზო მაგისტრალის ძირითადი სადგური.
ზესტაფონი, როგორც ქალაქი ისტორიისათვის ახალგაზრდაა. წერილობითი წყაროებით იგი მე-19 საუკუნის სამოციან წლებში იხსენიება.
სახელწოდება გადმოცემის თანახმად წარმოდგება «ზედა ფონისაგან». მე-19 საუკუნის ოციან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი, ეგრეთ წოდებული «ყვირილის პოსტი». 1870 - წელს, მას შემდეგ, რაც თბილისი - ზესტაფონი – ფოთის სარკინიგზო ხაზი იქნა გაყვანილი, აშენდა ვაგზლის შენობა და დაერქვა «ზესტაფონი».
რკინიგზის ხაზი-თბილისი-ზესტაფონი-ფოთი 1872-წელს ამუშავდა, რკინიგზის ხაზის გახსნა-კურთხევა იმავე წლის 14-აგვისტოს საზეიმო პირობებში მოხდა.

რაიონის ეკონომიურ ზრდა-განვითარებას მძლავრი ბიძგი მისცა მანგანუმის, ანუ როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, შავი ქვის აღმოჩენამ.ჭიათურიდან ზესტაფონში განუწყვეტლივ ჩამოჰქონდათ შავი ქვა ურმებით, ფორნებით, ცხენებით და აქლემებით. ჭიათურა შორაპნის რკინიგზის ხაზი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაყვანილი. ზესტაფონში კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ვაჭრობა.
მანგანუმის აღმოჩენასა და მის ჩამოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რაიონის ზრდა-განვითარებისათვის.
რაიონში თავმოყრილია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის სოლიდური ნაწილი. კერძოდ, სააქციო საზოგადოებები: «ფერო», «საქკაბელი», და სხვა.
ძირითადი სამრეწველო პროდუქციაა: სხვადასხვა სახის ფეროშენადნობები, სილიკომანგანუმი, ელექტროლიტური მანგანუმი, ალუმინისა და სპილენძის სხვადასხვა სახის კაბელები, შიშველი გამტარები, ძარღვული სადენები, რუბეროიდი, ნახევარგამტარიანი და კაჟბადიანი მაღალი ძაბვის გარდამქმნელები, ავტობლოკირებისა და სიგნალიზაციის სისტემები, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები რკინიგზის მაგისტრალებისათვის, საოჯახო ავტოტრანსფორმატორები და გენერატორები, ელექტრო აკუმულატორის სამუხტი მოწყობილობანი, ცეცხლგამძლე აგური, მერტელი და სამკერვალო ნაწარმი.
სააქციო საზოგადოება «ფეროს» დატვირთვით და შეუფერხებელი მუშაობა განაპირობებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური დარგების მთელი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, როგორიცაა, მშენებლობა, ტრანსპორტი და ვაჭრობა-მომსახურეობა. ამასთანავე იგი იმერეთის მხარის და განსაკუთრებით კი ჭიათურის რაიონის ეკონომიკური პოტენციალის შემდგომი ამაღლების გარანტიაცაა.

მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია სააქციო საზოგადოება «საქკაბელს» 1958 წელს დაარსებულ საწარმოს, ხარისხის მრავალი სერტიფიკატი და სიგელი აქვს მირებული. დღეისათვის ის 74 ტიპის 200 – ზე მეტი დასახელების ელექტრო გაყვანილობის პროდუქციას უშვებს. ის ადგილობრივი ბაზრის ერთ – ერთი ლიდერია და პარალელურად იმპორტზეც მუშაობს.

სოფლის მეურნეობა
ვაზი ერთ-ერთი დამახასიათებელი კომპონენტია ზესტაფონის რაიონისათვის. ღვინის ქარხნები რომლებიც მთლიანად 100%-ით სააქციო საზოგადოებებს და კერძო სექტორს წარმოადგენენ, საუკეთესო ხარისხის ღვინოს აწარმოებენ.
შპს «საქარის მარანი» უნიკალური ღვინოების აგრეთვე ერთ-ერთი მწარმოებელია ქარხანაა.
სტაროსელსკის სახელობის საქარის საცდელის სადგურის სარდაფში_ღვინოთეკაში ინახება ღვინოების უნიკალური კოლექცია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან.
რაიონში განვითარებულია მესიმინდეობა. აჯამეთის საცდელი სადგურის მიერ გამოყვანილია სიმინდის ჯიში «აჯამეთის თეთრი»_ რომელიც დარაიონებულია დასავლეთ საქართველოში და ითვლება მაღალმოსავლიან ჯიშად, რომელზედაც დიდი მოთხოვნილებაა.


ტურიზმი
ზესტაფონის რაიონი ტურიზმის თვალსაზრისით საუკეთესოა. აქ განლაგებულია ციხე ქალაქი შორაპანი, წევის წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელ ზედა საქარაში ბაზილიკის ტიპის წმიდა გიორგის სახელობის «გულბანდიანის» ეკლესია. სოფელ ალავერდში «მწყერიციხე», «საგელათოს» ეკლესია საზანოში, სამცვერას ჩანჩქერი სოფელ საზანიში და სხვა მრავალი.



ტრანსპორტი
მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გეოგრაფიული მდებარეობით. აქ გადის სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მთავარი მაგისტრალები. უახლოესი მანძილი შავი ზღვის მთავარ პორტებამდე_ბათუმამდე და ფოთამდე_შესაბამისად 192 კმ და 140კმ-ს, ხოლო ქუთაისისა და სენაკის აეროპორტებამდე შესაბამისად 40კმ და 100კილომეტრია.
ზესტაფონზე გადის ევრო-აზიის დამაკავშირებელი დერეფანი («აბრეშუმის გზა») და დიდი ნავთობსადენი.