By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

“საქართველოს მოხალისე” – კონკურსის შესახებ


     ავტორი: gamgeoba თარიღი 15-06-2018, 10:19, ნანახია: 76     

“საქართველოს მოხალისე”  – კონკურსის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას – „საქართველოს მოხალისე“ . პროგრამას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით. მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გამოაცხადა კონკურსი ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16 – დან 25 წლამდე მოხალისეების შერცევის მიზნით ( თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპი
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებან სამინისტროს მიერ შერჩეული პროგრამის საკოორდინაციო არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
კონკურსის შედეგად შერჩეული მოხალისეები, ივლისის ბოლოს გაივლიან მოხალისეობის უნარ – ჩვევებთან დაკავშირებულ 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ – სემინარს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.
პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოხალისეები, გადამზადების შემდეგ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, უშუალოდ განახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობი8ლ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.
საკონტაქტო პირი: პროგრამის კოორდინატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს თანამშრომელი ანა ხაბარელი akhabareli@mes.gov.ge / 599 42 82 44



კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები