By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

14-06-2018, 16:32  - ზესტაფონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს


მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, სკვერებისა და ტროტუარების, ასევე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობაც ხდება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „აკაია“ ბიბილაშვილის ქ. N 3 – ში სკვერისა და ტროტუარების აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს. „აკაია“ აღმაშენებლის ქ. N49 – ში საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციაზეც მუშაობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნული ეზო ასფალტის საფარით მოეწყობა. იგეგმება სკვერის განახლებაც. ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ბიბილაშვილის ქუჩის პროექტი 120704 ლარით, ხოლო აღმაშენებლის N 49 ეზოს კეთილმოწყობა 48 000 ლარით არის დაფინანსებული. მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
 

14-06-2018, 11:19  - „ზესტაფონის ქალთა სახლს“ გია ჟორჟოლიანი სტუმრობდა


არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ ზესტაფონის „ქალთა სახლმა“ პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანს უმასპინძლა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა და მას მერიის, საკრებულოს და „ზესტაფონის ქალთა სახლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ, მათთვის აქტუალურ თემებზე გააკეთა აქცენტი და შეფასებები გია ჟორჟოლიანისგან მოისმინა. აქტუალურ საკითხთა შორის, სოფლის მეურნეობის, განათლების და პროგრესული საგადასახადო სისტემის თემატიკა დომინირებდა. „ქალები სამართლიანობისათვის“ მუნიციპალიტეტებში აქტიურად აწყობენ სხვადასხვა პროფილის შეხვედრებს. ორგანიზაციის მიზანია, წვლილი შეიტანოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდაში, ხელი შეუწყონ პროვინციებში მცხოვრებ ქალებს, გახდნენ აქტიური ამომრჩევლები, გამოუმუშავდეთ კომუნიკაციის უნარ – ჩვევები, ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და მიღებული ცოდნა გადასცენ მათ ირგვლივ მყოფ ქალებს.