By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

26-05-2018, 21:07  - 2018 წლის ფალავანი ფრიდონ შარიქაძე გახდა


2018 წლის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში ფრიდონ შარიქაძე გახდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილი სპორტული ღონისძიება, ტრადიციულად კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ მოეწყო. ფინალურ ბრძოლაში ფრიდონ შარიქაძემ, ალექსი სვიანაძის დამარცხება შეძლო და ფალავნის ტიტულიც მოიპოვა. წლის ფალავანს სიგელი და ფულადი პრიზი თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძეც იღებდა. კახაბერ მახათაძემ ტურნირის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა
 

26-05-2018, 21:02  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს შეუერთდა


საქართველოს დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის დღე მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა შორაპნის ციხეზე. საიუბილეო დღეების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, ანტიკური ხანის ძეგლზე, მაცხოვრის ხატი მიაბრძანეს. მაცხოვრის ხატი მე – 11 საუკუნით თარიღდება. სიწმინდე შორაპნის საერისთავოში ინახებოდა და ის სავარაუდოდ ტაბაკინის მონასტრის საკუთრება იყო. ხატზე მაცხოვრის ჯვარცმა და ამაღლებაა ასახული. 1926 წლიდან კი სიწმინდე ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სიწმინდეს პატივი მიაგო და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა სასულიერო პირებთან ერთად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეფე მელქისედეკმა. შოროპნის ციხეზე დღეს, საზეიმოდ მოხდა დროშის აღმართვაც. ცერემონიაში მონაწილეობას ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანიც იღებდა. დღეს ასევე ხელი მოეწერა, დაბა შორაპანსა და შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ – შორის მემორანდუმს. მემორანდუმი კომპანიას, ისტორიული ძეგლის მზრუნველობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობას ავალდებულებს. მემორანდუმში ნათქვამია: აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილი იქნა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით, დაბა შორაპნის ისტორიულ ციხე – სიმაგრეზე, საზეიმო ცერემონიაზე 2018 წლის 26 მაისს.