სიახლეები 21.05.2018 » ზესტაფონის საინფორმაციო ვებ გვერდი
By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

21-05-2018, 12:59  - სპორტის სასახლეში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ძიუდოში


სპორტის სასახლეში, შოთა მაჭავარიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ჭიდაობა ძიუდოში. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იღებდნენ. ზესტაფონის სახელით ტურნირზე ორი გუნდი ასპარეზობდა. ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებაზე მასპინძლებმა 3 – პირველი, 3 – მეორე და 1 – მესამე ადგილი დაიკავეს. პირველი ადგილი ვაჟებს შორის გოგა გორგაძემ და გაგა ჯუღელმა აიღეს, გოგონებს შორის კი პირველობა ნინო ხარაიშვილმა და ნინო გუნცაძემ მოიპოვეს. მეორე ადგილები აიღეს თენგო ხიდაშელმა, ბექა თურმანიძემ და ბაჩო წითელაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი, საბა კლდიაშვილმა დაიკავა. ჩემპიონატს უკვე 23 – ი წელია მასპინძლობს ზესტაფონი. ტურნირის დაარსების იდეა, სახელოვანი მოჭიდავის, შოთა მაჭავარიანის მეგობრების, მწვრთნელების და სასპორტო სკოლის წარმომადგენელთა ინიციატივით გაჩნდა და ორგანიზატორთა თქმით, შესაძლოა ტურნირმა საერთაშორისო მასშტაბებიც შეიძინოს.

 

21-05-2018, 12:00  - "მოდი ღამე მუზეუმში" აქცია – კონცერტი ზესტაფონში


ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება მსოფლიო აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა. აქცია – კონცერტი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა. საკონცერტო პროგრამა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სამოსიც იყო გამოფენილი და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილს. მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მუზეუმების გაერთიანებას პროფესიული დღესასწაული, მერის მოადგილემ, ბესიკ ლეონიძემ მიულოცა და სამადლობელი სიგელი გადასცა. მსოფლიო აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკვე მესამედ იმართება. მსოფლიო აქციას საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება.
 

21-05-2018, 11:57  - "გიყვარდეს შენი ქალაქი" – ტრადიციული აქცია ქალაქის დასასუფთავებლად


„გიყვარდეს შენი ქალაქი“ – აქცია ქალაქის დასასუფთავებლად მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის, ინიციატივთ უკვე მესამედ ჩატარდა მუნიციპალიტეტში. აქციის ფარგლებში შორაპნის ციხის, სამხატვრო გალერეის, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების და სხვა ცენტრალური ქუჩების დასუთავება მოხდა. ქალაქის დასუფთავებაში მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, მერიის წარმომადგენლები, ა (ა) იპ – ი სამსახურები, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის, საქართველოს რკინიგზის, გაერთიანებული წყალმომარაგების ზესტაფონის სერვის ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“ ჩაერთვნენ. აქციის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესოდ მოვლილი და გამწვანებული 3 ეზო. „საუკეთესო ეზო“ – ების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
 

21-05-2018, 11:54  - ეროვნული სამოსის დღე ზესტაფონში


ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე ცენტრალურ მოედანზე აღინიშნა. კოსტიუმირებული მსვლელობა, აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყო. ქვეყნის ისტორიულ – კულტურულ მემკვიდრეობა საჯაროდ გამოიფინა. ღონისძიება, კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ინიციატივით მოეწყო, სადაც მონაწილეობას, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მოსწავლე – ახალგაზრდები იღებდნენ. მსვლელობას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა. ეროვნული სამოსის თემაზე, ღონისძიება გაიმართა მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც, სადაც ეროვნული სამოსის გამოფენა მოეწყო.