By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-05-2018, 17:02  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – საერთაშორისო დღეს შეუერთდა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – საერთაშორისო დღეს შეუერთდა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრისა და ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებული, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, თამარ გველესიანმა მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის ხელმძღვანელებს, თამბაქოს კონტროლის შესახებ, კანონში შეტანილი ახალი რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჯანდაცვის ცენტრმა, დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საინფორმაციო ბუკლეტები „ნუ მოწევ, ნუ შეიმოკლებ სიცოცხლეს, თამბაქო არღვევს გულებს“ და აკრძალვის მანიშნებელი სტიკერები დაურიგა. ღონისძიებას ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც შეუერთდნენ, მათ პრეზენტაცია წარმოადგინეს თამბაქოს მავნებლობაზე და აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე გააკეთეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
 

30-05-2018, 17:43  - მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციოდ 500 000 ლარი დაიხარჯება


ზესტაფონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციოდ, 500 000 ლარი დაიხარჯება. თანხა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. საკრებულომ, აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის, 30 მაისის სხდომაზე, ცვლილებები შეიტანა 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში. 500 000 ლარი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 39 – ი ობიექტის აღდგენა – რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორისაა: საავტომობილო გზებისა და სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების და ხიდ – ბოგირების რეაბილიტაცია. საკრებულომ, მხარი დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომლის შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში, ეკონომიის საფუძველზე გაუნაწილებელი თანხები, კერძოდ, 283. 7 ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად განიკარგოს.53 ათასი ლარით დაფინანსდება, სოციალური პაკეტის პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს.

 

30-05-2018, 09:42  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:


11 : 00 სთ – შეკრება საკათედრო ტაძართან – სასულიერი პირები ბავშვებს დალოცავენ;
11 : 30 – კულტურისა და დასვენების პარკი – მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მხატვრულ და გასართობ შოუ პროგრამებს წარმოადგენენ;
12 : 00 სთ – კულტურისა და დასვენების პარკი – ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი;
13 : 00 სთ – ბავშვთა ბიბლიოთეკა – ბავშვთა ნამუშეევრების გამოფენა;
14 : 00 სთ – კულტურისა და შემოქმედების ცენტრი – თოჯინების თეატრის სპექტაკლი.
 

26-05-2018, 21:07  - 2018 წლის ფალავანი ფრიდონ შარიქაძე გახდა


2018 წლის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში ფრიდონ შარიქაძე გახდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილი სპორტული ღონისძიება, ტრადიციულად კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ მოეწყო. ფინალურ ბრძოლაში ფრიდონ შარიქაძემ, ალექსი სვიანაძის დამარცხება შეძლო და ფალავნის ტიტულიც მოიპოვა. წლის ფალავანს სიგელი და ფულადი პრიზი თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძეც იღებდა. კახაბერ მახათაძემ ტურნირის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა
 

26-05-2018, 21:02  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს შეუერთდა


საქართველოს დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის დღე მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა შორაპნის ციხეზე. საიუბილეო დღეების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, ანტიკური ხანის ძეგლზე, მაცხოვრის ხატი მიაბრძანეს. მაცხოვრის ხატი მე – 11 საუკუნით თარიღდება. სიწმინდე შორაპნის საერისთავოში ინახებოდა და ის სავარაუდოდ ტაბაკინის მონასტრის საკუთრება იყო. ხატზე მაცხოვრის ჯვარცმა და ამაღლებაა ასახული. 1926 წლიდან კი სიწმინდე ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სიწმინდეს პატივი მიაგო და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა სასულიერო პირებთან ერთად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეფე მელქისედეკმა. შოროპნის ციხეზე დღეს, საზეიმოდ მოხდა დროშის აღმართვაც. ცერემონიაში მონაწილეობას ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანიც იღებდა. დღეს ასევე ხელი მოეწერა, დაბა შორაპანსა და შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ – შორის მემორანდუმს. მემორანდუმი კომპანიას, ისტორიული ძეგლის მზრუნველობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობას ავალდებულებს. მემორანდუმში ნათქვამია: აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილი იქნა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით, დაბა შორაპნის ისტორიულ ციხე – სიმაგრეზე, საზეიმო ცერემონიაზე 2018 წლის 26 მაისს.
 

25-05-2018, 17:23  - ზესტაფონის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა დღეს ზესტაფონის საჯარო ბიბლიოთეკაში. სამკითხველო დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ, ქვეყნის დამოუკიდებლობის საუკუნოვანი ისტორია, საჯარო ლექციის ფორმატში მოისმინა. ლექციას, ისტორიკოსი ოთარ მაღლაკელიძე კითხულობდა და მას საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საჯარო ბიბლიოთეკაში, თემატური ლიტერატურაც იყო გამოფენილი, მათ შორის საქართველოს პირველი კონსტიტუციის სახელმძღვანელო.

 

24-05-2018, 18:10  - გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში


მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კულტურულ – ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა“ გენდერული მიდგომის დანერგვის სტრატეგიებზე ადგილობრივ პოლიტიკაში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ფონდის მიერ შემუშავებული დოკუმენტის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში – სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის“ გაცნობა მოხდა. დოკუმენტის ძირითადი მიმართულება, გენდერული თანასწორობის მიმართ, საბჭოს წევრებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ადგილზე გენდერული ინსტიტუციების გაძლიერებას ითვალისწინებს. შეხვედრას ადდილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის, საკრებულოს, ასევე ხარაგაულისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

24-05-2018, 15:04  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს !!!


26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები:
10 : 00 სთ – ახალი სკვერი – რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლისა და ელდარ შალამბერიძის სახელობის სახელოვნებო სკოლის ერთობლივი კონცერტი. წლის წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვება;
12 : 00 სთ – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი შორაპნის ციხეზე; დაბა შორაპანსა და შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მემორანდუმის გაფორმება. ეროვნული დროშის აღმართვა ციხეზე;
14 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი ფალავნობა – ქართულ ჭიდაობაში;

16 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი – კულტურისა და შემოქმედების ცენტრის კოლექტივების საკონცერტო პროგრამა;

17 : 00 სთ – საზეიმო ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი, ჯგუფი „სტიქია“ განახლებული რეპერტუარით.
შემოგვიერთდით, ყველამ ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი!!!
 

23-05-2018, 12:58  - სოფელ კლდეეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


სოფელ კლდეეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, დამეწყრილ მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ფრაგმენტულ შეკეთებას მუნიციპალიტეტის დაკვეთით, შპს „ბორანი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაც ხდება. მინდინარე პროცესებს, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, დავით აბულაძე ადგილზე გაეცნო. სამსახურის უფროსი, ადგილობრივებსაც შეხვდა. დამეწყრილი გზის აღდგენის სამუშაოები, სოფელ ქვედა საქარის საავტომობილო გზაზეც განხორციელდა. ვალდებულების თანახმად „ბორანი“ წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასოფლო – საუბნო და ქალაქის ქუჩების აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 ათას ლარზე მეტს დახარჯავს.
 

21-05-2018, 12:59  - სპორტის სასახლეში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ძიუდოში


სპორტის სასახლეში, შოთა მაჭავარიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ჭიდაობა ძიუდოში. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იღებდნენ. ზესტაფონის სახელით ტურნირზე ორი გუნდი ასპარეზობდა. ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებაზე მასპინძლებმა 3 – პირველი, 3 – მეორე და 1 – მესამე ადგილი დაიკავეს. პირველი ადგილი ვაჟებს შორის გოგა გორგაძემ და გაგა ჯუღელმა აიღეს, გოგონებს შორის კი პირველობა ნინო ხარაიშვილმა და ნინო გუნცაძემ მოიპოვეს. მეორე ადგილები აიღეს თენგო ხიდაშელმა, ბექა თურმანიძემ და ბაჩო წითელაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი, საბა კლდიაშვილმა დაიკავა. ჩემპიონატს უკვე 23 – ი წელია მასპინძლობს ზესტაფონი. ტურნირის დაარსების იდეა, სახელოვანი მოჭიდავის, შოთა მაჭავარიანის მეგობრების, მწვრთნელების და სასპორტო სკოლის წარმომადგენელთა ინიციატივით გაჩნდა და ორგანიზატორთა თქმით, შესაძლოა ტურნირმა საერთაშორისო მასშტაბებიც შეიძინოს.

 
უკან შემდეგი
>