სიახლეები მარტი 2018 წელი » ზესტაფონის საინფორმაციო ვებ გვერდი
By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-03-2018, 18:30  - ზესტაფონი სპორტული ფესტივალის მასპინძელი იყო


ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დღეს სპორტული ფესტივალის „სპორტი ყველასათვის“ მასპინძელი იყო. ფესტივალის ფარგლებში, სპორტის სასახლეში შეჯიბრი მოეწყო მინი ფეხბურთში სკოლებს შორის. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას გოგონათა და ვაჟთა გუნდები იღებდნენ. სპორტული ფესტივალის ფორმატის მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. ლიდერთა სამეული ვაჟებს შორის ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი ქალაქის N 6 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი N5, ხოლო მესამე ადგილი N1 საჯარო სკოლის გუნდმა აიღო. გოგონათა შორის კი ფესტივალის გამარჯვებული ქალაქის N7 საჯარო სკოლა გახდა. მეორე ადგილი კი გოგონათა შორის N 3 სკოლის გუნდმა აიღო. სპორტულ ფესტივალს თვალყურს ადევნებდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე. მან გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით იმართება. ფესტივალის მიზანია სამოყვარულო სპორტის განვითარება, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფართო მასების ჩართვა და ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.
 

31-03-2018, 17:12  - „გიყვარდეს შენი ქალაქი“ მუნიციპალიტეტის მერის ახალი ინიციატივა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, 2018 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყარა ქალაქის დასუფთავების მასშტაბურ აქციას „გიყვარდეს შენი ქალაქი“. დასუფთავების აქციას პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქის მერი და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, ა (ა) იპ დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ქალაქის მოსახლეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები იღებდნენ. აქციის მიმდინარეობისას, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურთან ერთად, კახაბერ მახათაძე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ახალი ურნების განთავსების პროცესსაც ადევნებდა თვალყურს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ზესტაფონს 50 ცალი ურნა გადაეცა. აქცია „გიყვარდეს შენი ქალაქი“ სხვადასხვა სახის აქტივობებს აერთიანებს. მათ შორისაა: „გაამწვანე შენი ქალაქი“; დასუფთავების პროცესში ჩართულმა მერმა და მოადგილემ დავით ჩირგაძემ დღეს ასევე წიწვოვანი ჯიშის ხეებიც დარგეს ახალ სკვერში. დასუფთავების მასშტაბური აქცია ამიერიდან ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს მოეწყობა. ღონისძიებას ასევე ექნება კონკურსის ხასიათი, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ყოველი თვის შემდეგი ნომინანტები: „საუკეთესო კომპანია“; გამარჯვებული ამხანაგობიდან „ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო“; „ყველაზე მზრუნველი მოქალაქე“; „საუკეთესო ინიციატორი“ და ა.შ.
 

30-03-2018, 14:59  - მუნიციპალიტეტი სისხლის უანგარო დონორთა აქციას შეუერთდა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დონორთა უანგარო აქციას „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ შეუერთდა. სისხლის დონაციის აქციაში მერიის სამსახურები, მერის თანაშემწე, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ჩაერთვნენ. უანგარო დონორთა აქციაში ჩართვის მიზანი სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარულ შევსებას ითვალისწინებს. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ კი ერთ – ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადებას და კლინიკების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს. ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა, ყოველ წელს აქტიურადაა ჩართული დონორთა უანგარო აქციაში.
 

29-03-2018, 18:09  - „იმერეთის ხმა“ შესარჩევი ტური ზესტაფონში


მუსიკალური ფესტივალი „იმერეთის ხმა“ კონკურსანტების შერჩევას იწყებს. პროექტის შესარჩევი ტური დღეს ზესტაფონში გაიმართა. კონკურსში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალი 13 –14 აპრილს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. ვინ გახდება პროექტის „იმერეთის ხმა“ გამარჯვებული ეს 14 აპრილს გაირკვევა. პროექტი 2015 წლიდან იმართება და მის მთავარ მიზანს ქართული სიმღერების პოპულარიზაცია წარმოადგენს. მუსიკალური ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
 

29-03-2018, 15:42  - მუნიციპალიტეტი „ საქართველო თამბაქოს გარეშე“ აქციას შეუერთდა


საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შეუერთდა აქციას: „საქართველო თამბაქოს გარეშე“. ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, მე – 2 საჯარო სკოლაში „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრში საინფორმაციო ბუკლეტები მომზადდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო და კერძო დაწესებულებებში გავრცელდა. საინფორმაციო კამპანიის მთავარი მესიჯი საზოგადოების ინფორმირებულობა და თამბაქოს კანონების ეფექტური აღსრულების პრევენცია გახლდათ. „საქართველო თამბაქოს გარეშე“ საინფორმაციო კამპანია, უკვე მეორე ათეული წელია აღინიშნება ქვეყნის მასშტაბით და ყოველწლიურად სხვადასხვა პრიორიტეტულ თემას ეძღვნება. წელს „საქართველო თამბაქოს გარეშე“ – დღის თემაა: „განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“.
 

29-03-2018, 10:49  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად (ერთი წლის ვადით) კონკურსს აცხადებს
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1.განცხადება კონკურსის მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
2.ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
3.ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
4.ინფორმაცია ფულადი სახსრების მოცულობის შესახებ;
5.ცნობა ეროვნული ბანკიდან ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
6.საბანკო საქმიანობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
7.ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (რაიონში) საბანკო წერტილების (რაც მოიცავს ფილიალებს/სერვისცენტრებს და ბანკომატებს) არსებობა (მათ შორის ერთი ბანკომატი განთავსდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შენობაში).
8.ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასის გაცემისთვის ეფექტური საბარათე ინფრასტრუქტურის არსებობა;
 

29-03-2018, 10:19  - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საორგანიზაციო შტაბის პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული საორგანიზაციო შტაბის პრეზენტციას აბაშის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე, მოადგილე ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს. გაეცნენ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგგმილი. დასავლეთ საქართველოში მავნებლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის მობილიზებულია საჭირო საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით გადანაწილდება.
 

28-03-2018, 17:46  - „გიყვარდეს შენი ქალაქი“ მუნიციპალიტეტის მერი ახალი ინიციატივით გამოდის


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, 2018 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყრება ქალაქის დასუფთავების მასშტაბურ აქციას „იზრუნე შენს ქალაქზე“, რომელიც მომავლიდან ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს გაიმართება. დასუფთავების აქცია მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს, სადაც ჩართული იქნება ქალაქის ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები; ქალაქის მოსახლეობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და ა.შ. ყოველ ღონისძიებას უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის მერია და მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს საკუთარი ქალაქის გამცოცხლებაში. ღონისძიებას ასევე ექნება კონკურსის ხასიათი, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ყოველი თვის შემდეგი ნომინანტები: „საუკეთესო კომპანია“; გამარჯვებული ამხანაგობიდან „ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო“; „ყველაზე მზრუნველი მოქალაქე“; „საუკეთესო ინიციატორი“ და ა.შ.
 

28-03-2018, 12:46  - სტუდენტურ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობა შეხვდა


სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს პროექტ „განავითარე შენი რეგიონი“ – ს ფარგლებში მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომრე ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი ბიუროს თანამშრომელი რატი ბებიაშვილი შეხვდა. პროქტი სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მიერ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. „განავითარე შენი რეგიონი“ – პროექტი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და ახალგაზრდული აქტივობებით ლიდერებში სოციალური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ შეძენილი გამოცდილებით ახალგაზრდები უფრო ეფექტურად შეძლებენ ჩართვას სახელმწიფო განვითარების პროცესში. როგორც სტუდენტური პარლამენტისა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროგრამულმა მენეჯერმა გიგა გლუნჩაძემ აღნიშნა: „საგაზაფხულო სეზონი მუნიციპალიტეტებში გაცნობითი ხასიათისაა, სამხარეო თუ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან კომუნიკაცია კი მეტად მნიშვნელოვანია. გვაქვს მოლოდინი, რომ სტუდენტური პარლამენტი კანონმდებლებისთვის ახალი ინიციატივებისა და წინადადებების თანამონაწილე გახდება“
 

27-03-2018, 18:34  - ზესტაფონი საქართველოს პირველობას უმასპინძლებს კრივში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს კრივში. ტურნირი 11 აპრილს გაიხსნება და მასში 30 – ზე მეტი ქალაქის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ზესტაფონის ღირსებას საქართველოს პირველობაზე შვიდი მოკრივე დაიცავს. მოკრივეები მზადებას სპორტულ კომპლექს „ბლექსიში“ გადიან. საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის პირველად იმართება ზესტაფონში. ტურნირი რეგიონში კრივის, როგორც სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება. გარდა აღნიშნულისა ჩემპიონატზე შეირჩევიან ის მოკრივეები, რომლებითაც საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დაკომპლექტდება. მოკრივეთა ნაკრები კი მიმდინარე წლის 21 – 30 მაისს ევროპის ჩემპიონატზე გასამართ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთში გაიმართება.
 
უკან შემდეგი
>