By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

28-02-2018, 17:44  - სამი პირველი ადგილი მიმდინარე სპორტულ სეზონზე


2018 წლის პირველობაზე ჭიდაობა სამბოში გამარჯვებულ სპორტსმენებს მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორი გურამ კაკოიშვილი შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა. ცენტრის დირექტორმა სპორტსმენებს სპორტული აქსესუარები გადასცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა. ზესტაფონელმა სპორტსმენებმა საქართველოს 2018 წლის პირველობაზე ახალგაზრდებს შორის, სამი პირველი და ერთი მესამე ადგილი დაიკავეს. მიმდინარე სპორტულ სეზონზე პირველი ადგილი გოგა ვარდოსანიძემ, გაგა ბახტიძემ და ალექსი სვიანაძემ დაიკავეს. მესამე ადგილის მფლობელი კი გიორგი ლომიძე გახდა.
 

27-02-2018, 15:19  - კეთილმოწყობის სამსახურის ავტოპარკი განახლდა


კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვის ცენტრის ავტოპარკი განახლდა. მუნიციპალიტეტის მერიამ კეთილმოწყობის სამსახურს მრავალფუნქციური ექსკავატორ – დამტვირთველი გადასცა. ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოიყო. ახალი სპეც ტექნიკა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, უფრო ეფექტურს გახდის. ექსკავატორ – დამტვირთველით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაჭრა, თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა, ინერტული მასალის გადაზიდვა და სხვადასხვა სახის კეთილმოწყობითი სამუშაოების წარმოება იქნება შესაძლებელი. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვის ცენტრის ავტოპარკი გასულ წელსაც განახლდა. სპეც ტექნიკის შეძენა ეტაპობრივად გაგრძელდება.
 

26-02-2018, 19:02  - „თებერვლის გმირების“ ისტორია კულტურის ცენტრში


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ქართველ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო „თებერვლის გმირები“ მოეწყო. 1921 წლის სისხლიანი დღეები და უახლესი ისტორიის მთავარი გმირები, კოჯრის მისადგომებთან დაღუპული ქართველი იუნკერები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. იუნკერებთან ერთად, ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილის, მარო მაყაშვილის ისტორიაც გაიხსენეს კულტურის ცენტრში შეკრებილებმა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე ესწრებოდა.
 

25-02-2018, 15:25  - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას კახაბერ მახათაძემ პატივი მიაგო


საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტში. ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო ეროვნული აჯანყებისთვის დახვრეტილი პირების ხსოვნის მოუმენტი, რომელიც დაბა შორაპანში მდებარეობს. დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მამა დავითმა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების უკვდავყოფა, ის იყო მონუმენტთან შეკრებილთა ძირითადი გზავნილი საზოგადოებისადმი. ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაეშვა მერიისა და ყველა ადმინისტრაციული შენობების თავზე.
 

23-02-2018, 12:48  - ახალი საავტომობილო მაგისტრალის პროექტის საჯარო განხილვა მუნიციპალიტეტში


ახალი საავტომობილო მაგისტრალის, ხევი – უბისა – შორაპანი – არგვეთის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვები გრძელდება. საგზაო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში “გამაკონსალტინგის” გარემოს დაცვის სპეციალისტებმა წარუდგინეს. პროექტის განხილვას მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე გარემოზე ზემოქმედების შესაძლო რისკებსა და მის შემამცირებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებას, საქართველოს მთავრობა, საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.
 

16-02-2018, 18:24  - კახაბერ მახათაძე ზედა საქარის მოსახლეობას შეხვდა


დიალოგი მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე ზედა საქარის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად, მოსახლეობამ მერს წყალმომარაგებისა და მოუწესრიგებელი ელექტრობოძების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დახმარება სთხოვა. როგორც კახაბერ მახათაძემ მათთან საუბრისას განმარტა: სოფლებში, ისე, როგორც გასულ წლებში კვლავ პრიორიტეტული იქნება გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. რაც შეეხება გაუმართავ სადენებს და ელექტრობოძებს, კახაბერ მახათაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ენერგოკომპანიის წარმომადგენლებთან გააქტიურებს და შესაბამის ღონისძიებებს დასახავს. დიალოგის დასასრულს მერმა აღნიშნა, რომ შეხვედრები მოსახლეობასთან ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და ის მათ მოსასმენად ყოველთვის მივა.
 

16-02-2018, 14:09  - მუნიციპალიტეტმა ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


მუნიციპალიტეტმა ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ქალაქის მერმა, კახაბერ მახათაძემ, მერიის თანამშრომლებთან და დამოუკიდებელი სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით დღეს ლიტვის რესპუბლიკის დროშაც აღმართეს და ლიტველებს ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული თარიღი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ლიტვის ქალაქ ტაურაგესა და ზესტაფონს შორის ურთიერთობას 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 2011 წლის 5 სექტემბერს კი ორ ქალაქს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთობები ორ ქალაქს შორის კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს აერთიანებს.
 

15-02-2018, 19:27  - ტაბაკინის გზის მშენებლობის სამუშაოები კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა


სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ მოადგილესთან, დავით ჩირგაძესთან ერთად დაათვალიერა. წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა აღნიშნულ დასახლებაში პირველად ხორციელდება. კეთილმოწყობას 2690 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნეებით თარიღდება. სამუშაოები მგფ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 921 173 ლარია.
 

14-02-2018, 17:36  - დავით ჩირგაძე


დავით ჩირგაძე


დავით ჩირგაძე
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
დავით ჩირგაძე განათლებით ეკონომისტია. 1998 – 1999 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მერიაში მერის მრჩევლად (ეკონომიკის საკითხებში) ;
1999 – 2004 წლებში წყალტუბოს რაიონის გამგეობაში ეკონომიკის განყოფილების გამგედ; 2004 – 2006 წლებში სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების წყალტუბოს სამმართველოში სამმართველოს უფროსად;
2006 – 2007 წლებში ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა. მუშაობდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსად.
2008 – 2013 წლებში გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა წყალტუბოს გამგეობაში.
2017 წლის 12 დეკემბრიდან დავით ჩირგაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
 

14-02-2018, 17:28  - კახაბერ მახათაძე


კახაბერ მახათაძე

კახაბერ მახათაძე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი
ელ. ფოსტა : kmakhatadze22@gmail.com
ტელ.: 599 91 77 77
დამთავრებული აქვს აგრარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1999 – 2003 წლებში ეკავა საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობა;
2003 – 2011 წლებში იყო საპატრიარქოს აგრო – სამრეწველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
2009 – 2010 წლებში საპატრიარქოს წარმომადგენელი სამთავრობო კომისიის წევრი;
2011 – 2017 წლამდე საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორი;
2017 წლის ნოემბრიდან მუნიციპალიტეტის არჩეული მერია.
 
უკან შემდეგი
>