სიახლეები იანვარი 2018 წელი » ზესტაფონის საინფორმაციო ვებ გვერდი
By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-01-2018, 17:23  - საკრებულომ 2018 წელში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა დაამტკიცა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად   1998,9 ათასი ლარი გამოეყო.  დეპუტატებმა  საკრებულოს სხდომაზე, იმ პროექტების ნუსხა დაამტკიცეს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი 2018 წელს  დააფინანსებს. მათ შორისაა ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია;  დაბა შორაპანში ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია; ზედა ილემის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; წიფლავაკის ცენტრალური გზის კეთილმოწყობა; სოფელ ფუთში ტაძრამდე მისასვლელი გზის რეკონსტრუქცია; ქალაქ ზესტაფონში ფალიაშვილისა ქუჩისა და ფარნავაზის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია; 26 მაისის ქუჩის კეთილმოწყობა. საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის  და სხვა მოსამსახურე პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოებიც დაამტკიცა. 

 

29-01-2018, 12:54  - „ფოტოკონკურსი 2018“ მოყვარული ფოტოგრაფების გამოსავლენად


მუნიციპალიტეტი მოყვარული ფოტოგრაფების გამოსავლენად ფოტოკონკურსს აწყობს. კონკურსის თემაა „ჩემი იმერეთი“.  ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ    14 – 29 წლამდე ასაკის  ნებისმიერ ფოტომოყვარულს.

მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ  საკონკურსო ფოტომასალა  ( ერთი ან ორი, ზომა 15 X 20 სმ)  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სკოლამდელი აღზრდის, ძეგლთა დაცვის, სპორტის , ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში. (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N 11. მერიის შენობა, მესამე სართული)

კონკურსის პირობების მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

ფოტოკონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 16 მარტს, 15 : 00 საათზე, ზესტაფონის ა.ა.ი.პ. ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის დარბაზში მეორე სართულზე.

 

 

 

25-01-2018, 08:43  - ავტობანის პროექტის განხილვა ზესტაფონში


ხევი – არგვეთას ახალი  საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვები გრძელდება. საგზაო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შორაპნის, არგვეთის, ზედა და ქვედა საქარის უბნების მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის ფორმატი ამჯერად საკუთრების უფლების და ზემოქმედების ქვეშ მოყოლილ მიწის ნაკვთებზე კომპესაციების გაცემის თემას უკავშირდებოდა.  პროექტის განხილვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებას, საქართველოს მთავრობა, საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას. 

 

24-01-2018, 08:12  - მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე ზესტაფონის კუთხეც იყო წარმოდგენილი


მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე  FITURE 2018 – ი   ზესტაფონის კუთხეც მოხვდა.  საქართველოს ტურისტული პოტენციალი მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  160 – ზე მეტ ქვეყანას შორის იყო  წარმოდგენილი. ევროპის პავლიონში  საქართველოს სპეციალური სტენდი იყო მოწყობილი, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.  მადრიდის გამოფენა, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ღონისძიებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძეც ესწრებოდა.  გამოფენაში მონაწილეოობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის გარდა, რვა წამყვანი ტურისტული სააგენტო იღებდა. მსოფლიოში ერთ – ერთ უდიდეს გამოფენაში  FITURE 2018 – ი   9500 კომპანია მონაწილეობდა.

 

22-01-2018, 08:16  - ხევი – არგვეთის საავტომობილო პროექტის განხილვა ზესტაფონში


ხევი – არგვეთას ახალი  საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. საგზაო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში,  თვითმმართველობისა და  კონკრეტული უბნების მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მოიცავდა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებას, საქართველოს მთავრობა, საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას. 

 

17-01-2018, 12:55  - „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ – მ მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა


„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ – მ მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრის ფორმატი,  ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების 21 – ე თავის და მასზე მომზადებული სახელმწიფო პროექტების შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურებოდა. პროექტის კოორდინატორმა მაკა ცერცვაძემ დამსწრე აუდიტორიას, პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“  იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებთან შეხვედრებს,  ახალი პროექტის – „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“  ფარგლებში ახორციელებს, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21– ე თავის – „რეგიონული განვითარება,თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“  შესახებ.

 

17-01-2018, 12:37  - საბავშვო ბაღებში ცენტრალური გათბობა მონტაჟდება


საბავშვო ბაღებში ცენტრალური გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტმა ქალაქის ოთხ ბაღში, გათბობის სისტემის მოსაწყობად, 96 650 ლარი გამოყო.  ცენტრალური გათბობა   N1; N2; N3 და N 4  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მონტაჟდება.  გათბობის ქსელის მონტაჟს, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „იმგო“ ახორციელებს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ჩირგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ მიმდინარე სამუშაოები დღეს მესამე და მეოთხე ბაღებში დაათვალიერეს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში,  სასწავლო პროცესისთვის სათანადო  გარემო იყოს შექმნილი.   ცენტრალური გათბობის სისტემით  მუნიციპალიტეტში დღემდე  ქალაქის ოთხი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სარგებლობდა, მიმდინარე თვის დასრულებამდე კი, რვა საბავშვო ბაღი ისარგებლებს.  

 

15-01-2018, 06:05  - ზესტაფონი – ბაღდადის გზაზე შეზღუდვები წესდება


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 17 იანვრიდან – 20 იანვრის ჩათვლით, ზესტაფონის – ბაღდადის საავტომობილო გზაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდება. შეზღუდვები, როგორც  დეპარტამენტი იტყობინება, მეწყრული პროცესების გააქტიურებას უკავშირდება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება, ზესტაფონი – ბაღდადის საავტომობილო გზის მე – 3 კმ – დან სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი – ბაღდადის საავტომობილო გზის მე – 9 კმ – მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. საავტომობილო გზის შეზღუდულ მონაკვეთში, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.  

 

12-01-2018, 11:19  - საახალწლო საჩუქრები შშმ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს


მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მრავალშვილიან ოჯახებს, საახალწლო საჩუქრები გაუკეთა. თვითმმართველობის სახელით საკვები პროდუქტები და ტკბილეული 12 ოჯახს,   საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიუტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ  შობა – ახალი წელი მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. როგორც ვახტანგ ღამბაშიძემ და დეპუტატებმა   აღნიშნეს, მათი სტუმრობით და მოკრძალებული საჩუქრებით, ისინი შეეცადნენ  ერთი დღე გაელამაზებინათ,  როგორც შშმ პირთა, ისე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. მუნიციპალიტეტი  სადღესასწაულოდ სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს, ყოველ წელს ახორციელებს. 

 

5-01-2018, 16:11  - კახაბერ მახათაძემ სათნოების სახლს საახალწლო საჩუქრები მიუტანა


ზესტაფონის  მერმა „კათარზისი“ –ს  მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს  ახალი წელი  და დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა. კახაბერ მახათაძემ, მუნიციპალიტეტის სახელით, სათნოების სახლს  საკვები პროდუქტები და ტკბილეული მიუტანა.  როგორც მერმა მათთან შეხვედრისას აღნიშნა,  საქველმოქმედო ღონისძიება  ერთჯერადი ხასიათის არ არის და თვითმმართველობა მომავალში,  ყველა რესურსს მაქსიმალურად  გამოიყენებს  სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.  „კათარზისი“ უკვე მეთხუთმეტე წელია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანებზე ყოველდღიურ რეჟიმში  ზრუნავს. ორგანიზაციაში 100 – ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, რომლებიც საკვებ პროდუქტებთან ერთად,  სამედიცინო მომსახურეობასაც იღებენ. სათნოების სახლს „სოკარ ჯორჯია გაზი“ აფინანსებს. გაზის კომპანია „კათარზისთან“ უკვე მეექვსე წელია თანამშრომლობს.