სიახლეები დეკემბერი 2017 წელი » ზესტაფონის საინფორმაციო ვებ გვერდი
By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

29-12-2017, 18:34  - საკრებულომ მერიის სამსახურების დებულებები დაამტკიცა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის სამსახურების დებულებები დაამტკიცა.  კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და სტრუქტურის ეფექტური მართვის მიზნით, ცვლილება განხორციელდა ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში, რომლის მიხედვით საფინანსო სამსახურს გამოეყო შესყიდვების განყოფილება. ახალი დებულების  გათვალისწინებით, შესყიდვების განყოფილება გადაინაცვლებს ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში.  ადმინისტრაციულ  სამსახურთან, ახალი სტრუქტურის მიხედვით, ჩამოყალიბდება საზოგადოებასთან  ურთიერთობის განყოფილება. საფინანსო სამსახურს,  კი ახალი დებულების მიხედვით დაემატება ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.  ცვლილებაა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, ასევე არქიტექტურის, მშენებლობისა და ზესამხედველობის სამსახურების დებულებებში. ზედამხედველობის სამსახურს ახალი დებულების მიხედვით ორი, ხოლო მონიტორინგის სამსახურს ერთი შტატი დაემატება.

 

29-12-2017, 16:40  - დეპუტატებმა უფასო სასადილოს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს


მუნიციპალიტეტის უფასო სასადილომ საახალწლო საჩუქრები მიიღო. სასაჩუქრე ნაკრები მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუკეთა. საკუთარი ხარჯებით დეპუტატებმა სასადილოს ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტები და ტკბილეული შეიძინეს. საახალწლო ამანათები მათ პირადად მიუტანეს და დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს. მუნიციპალტეტის უფასო სასადილო ყოველდღიურ რეჟიმში 110 ადამიანის სადილზე ზრუნავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს  100 ათას ლარამდე ოდენობის  თანხა გამოიყო.  

 

28-12-2017, 11:09  - ჭადრაკი 2017 მოსწავლე – ახალგაზრდებს შორის დასრულდა


ჭადრაკის ტურნირი მოსწავლე – ახალგაზრდებს შორის დასრულდა. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ.  შეხვედრას ჭადრაკის სკოლა მასპინძლობდა.  გამოვლინდნენ გამარჯვებულებულები. ჭადრაკი 2017 – ის გამარჯვებული ვაჟებს შორის საბა ალავიძე, ხოლო გოგონათა შორის მარიამ გოცაძე გახდა.  ტურნირის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს სიგელები და ფასიანი საჩუქრები  გადაეცა. 

 

27-12-2017, 16:12  - მუნიციპალიტეტის მერმა „ორიონელებს“ საახალწლო საჩუქრები მიუტანა


მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს საახალწლო საჩუქრები მიუტანა. სასაჩუქრე ნაკრები „ორიონელებს“ მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ გადასცა და ცენტრის აღსაზრდელებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა. საჩუქრების დარიგების შემდეგ, კახაბერ მახათაძე „ორიონის“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.  სოციალური აქტივობა, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა, ერთჯერადი ხასიათის არ არის. თვითმმართველობა ეტაპობრივად აწყობს სოციალური მიმართულებით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. 

 

24-12-2017, 17:21  - სოფელ საზანოში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს


 

მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სოფელ საზანოში, საჭიდაო დარბაზის მშენებლობის  სამუშაოები დაათვალიერა. საჭიდაო კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალიტეტის დაკვეთით რამდენიმე  თვის წინ დაიწყო სოფელში. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 157 207 ლარია.  ახალი დარბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ,  აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც  თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ასევე ძიუდოში ივარჯიშონ. როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბუბა ნასრაძესთან ერთად გაეცნო. ვალდებულების მიხედვით, მშენებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დაასრულოს. 

 

23-12-2017, 21:11  - საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე 23 დეკემბერს საზეიმოდ აინთო. ახალი წლის სიმბოლო, ზესტაფონის ქალაქის მერმა, ბავშვებთან ერთად აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა. სადღესასწაულო აქსესუარები და განათებები, ქალაქის ყველა ცენტრალურ უბნებზე დამონტაჟდა. 31 დეკემბერს, ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან 22 : 00 სთ – დან საახალწლო შოუ პროგრამა მოეწყობა. კონცერტს ჯგუფი "სტიქია" გახსნის. შემდეგ კი სცენა, პოპულარულ ქართველ მომღერლებს დაეთმობა.

 

22-12-2017, 17:34  - საახალწლო ღონისძიებათა პროგრამა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს და გეპატიჟებათ საახალწლო ღონისძიებათა კვირეულზე:

25 დეკემბერი 14 : 00 სთ პედაგოგ იზა კობახიძის მოსწავლეთა კონცერტი – კულტურისა და შემოქმედების ცენტრი;

26 დეკემბერი 14 : 00 სთ გასვლითი კონცერტი კულტურისა და შემოქმედების ცენტრის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით „კათარზისის“ ბენეფიციარებისთვის;

27 დეკემბერი 14 : 00 სთ კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ბავშვთა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი;

28 დეკემბერი 14 : 00 სთ პედაგოგ ეკა ბარბაქაძის მოსწავლეთა კონცერტი  – კულტურისა და შემოქმედების ცენტრი.

28 დეკემბერი 17 : 00 სთ საახალწლო კაფე – საღამო მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

 

29 დეკემბერი 17 : 00 სთ საახალწლო კონცერტი კულტურისა და შემოქმედების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ზესტაფონის“ მონაწილეობით. 

 

22-12-2017, 15:36  - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზესტაფონიდან ბორჯომში გადააბრძანეს


ქეთევან დედოფლის  წმინდა ნაწილები ზესტაფონიდან დღეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გადააბრძანეს. ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში, სასულიერო პირებთან ერთად, პარაკლისი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. წმინდა ნაწილებს თაყვანი სცა და პარაკლისს დაესწრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაზე. სიწმინდე, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში 19 დეკემბერს ჩამოაბრძანეს. მრევლს ოთხი დღის განმავლობაში ჰქონდა  სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა.   ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის  ლოცვა – კურთხევით მთელი საქართველო მოიარა. სიწმინდე საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება და ყველა ეპარქიას მოივლის.   

 

20-12-2017, 12:27  - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზესტაფონშია


ქეთევან დედოფლის  წმინდა ნაწილები მარგვეთისა და უბისის  ეპარქიაშია.  ღვთისმშობლის მიძინების  საკათედრო ტაძარში, წმინდა ნაწილებს ეპარქიის მღვდელმთავართან, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძეც დახვდა. საკათედრო ტაძარში მეუფე მელქისედეკმა  პარაკლისი აღავლინა. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის  ლოცვა – კურთხევით მთელი საქართველო მოიარა. მისი ნეშტი ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოასვენეს. საკათედრო ტაძარში სიწმინდე 22 დეკემბრამდე დარჩება. 

 

18-12-2017, 12:23  - კახაბერ მახათაძემ მეწყრის შედეგად დაზიანებული უბნები დაათვალიერა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სოფელ ძირულისა და პატარა განთიადის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერი გასულ კვირას, უხვად მოსული ნალექის გამო ჩამოწვა,  დასახლებული უბნები  კი საავტომობილო გზის გარეშე დარჩა.  მუნიციპალური ტექნიკის დახმარებით, ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა, რასაც პირადად ადევნებდა თვალყურს მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე. გზის გაწმენდის სამუშაოები ამჟამად სოფელ შროშაში, ე. წ. ბაჭას ბოგირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი, ასევე ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა. მუნიციპალური ტექნიკა დასახლებაში მუშაობას ხვალ დილიდაან განაახლებს, მეწყრის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის  სამუშაოები კი რამდენიმე დღეში დასრულდება. 

 
უკან შემდეგი
>