სიახლეები ნოემბერი 2017 წელი » ზესტაფონის საინფორმაციო ვებ გვერდი
By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

30-11-2017, 11:18  - კვალითის დასახლებაში სკვერის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს


კვალითის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ  ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერეს. მელქაძის ქუჩის სკვერის რეკონსტრუქცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი  110837 ლარით არის დაფინანსებული.  ახალი სივრცის მოწყობა დეკორატიული ფილებით იგეგმება,  დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები. დამონტაჟდება განათების სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „ანტურაჟი“ აწარმოებს. მშენებელმა ორგანიზაციამ ნაკისრი ვალდებულების მიხედვით სარეკონსტრუქციო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.  მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის ბოლომდე სამი სკვერის კეთილმოწყობას განახორციელებს.  მათ შორის სრულიად ახალი, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა ე. წ. მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.  

 

29-11-2017, 18:25  - საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ  რიგგარეშე სხდომა გამართა.  დეპუტატებმა  დღის წესრიგის მიხედვით, 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი.  ცვლილება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების  და  კულტურულ ღონისძიებებისთვის დამატებით ხარჯების გაზრდას ითვალისწინებდა. ცვლილების თანახმად,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, გათბობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დამატებით 112, 1 ათასი ლარი გამოიყო.  127,2 ათასი ლარით  დაფინანსდა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი. გაზრდილი თანხებით,  შრომითი ანაზღაურების ფონდის შევსება, ასევე წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაა განსაზღვრული. 40, 0 ათასი ლარით გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება.  საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად დამატებით 10, 0 ათასი ლარი გამოეყო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს.  დეპუტატებმა ასევე საკრებულოს კომისიების დებულებები დაამტკიცეს. 

 

29-11-2017, 17:31  - ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ ეკა ბაქრაძესთან შეხვედრა მოეწყო


ცენტრალურ  ბიბლიოთეკას დღეს  პოეტი ეკა ბაქრაძე სტუმრობდა. ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან, ლიტერატურული გამოცემის „გზაჯვარედინის“ პრეზენტაცია და ყველაზე გულახდილი დიალოგი აუდიტორიასთან.   სამკითხველო დარბაზში  შეკრებილ საზოგადოებასა და ქალ პოეტს  შორის შეხვედრა ამ ფორმატში შედგა.  მსურველებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, მისი ბოლო პერიოდში გამოცემული ლექსების კრებული შეეძინათ.  ეკა ბაქრაძის პირველი ლექსი 1986 წელს  ხაშურის რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა, მაშინ ის მხოლოდ 10 წლის იყო. დღეს ეკა ბაქრაძე ხუთი კრებულის ავტორია. მისი ბოლო კრებული „100 ლექსი“ 2014 წელს დაისტამბა.  ეკა ბაქრაძე ლიტერატურულ – შემეცნებითი გამოცემა „გზაჯვარედინი“ – ს რედაქტორია. ის ასევე ხელმძღვანელობს საბავშვო თეატრალურ  ლიტერატურულ სტუდია „აკვარიუმს“.

 

29-11-2017, 14:10  - ლიონიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო


 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ ახალ მისამართზე ხორციელდება.  ლიონიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც  გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. საავტომობილო გზის  რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერთ ხორციელდება. პროექტის ღირებულება  100 367 ლარია.   გზის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ლიონიძის ქუჩის მცხოვრებთაც ესაუბრნენ აღნიშნული პროექტის შესახებ.  გზის აღდგენის სამუშაოებს  შპს  „საპოვნელა + „ ახორციელებს. სატენდერო პირობების გათვალისწინებით გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

 

28-11-2017, 18:53  - უშანგი ჩხეიძეს 119 წელი შეუსრულდებოდა


საქართველოს სახალხო არტისტს, უშანგი ჩხეიძეს დაბადებიდან 119 წელი შეუსრულდებოდა. მისივე სახელობის სახლ– მუზეუმში დღეს მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლები,მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და უშანგი ჩხეიძის შემოქმედების თაყვანისმცმლები შეიკრიბნენ,   პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ერთად გაიხსენეს შემოქმედის განვლილი გზა.   უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს სოფელ ფუთში დაიბადა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა თანაბარი წარმატებით აერთიანებს დიდი ხელოვანის მიერ განსახიერებულ ტრაგიკულ თუ კომიკურ როლებს. საყოველთაო აღიარება კი სახალხო არტისტს „ჰამლეტმა“ მოუტანა.უშანგი ჩხეიძე 1953 წლის პირველ დეკემბერს გარდაიცვალა. თავდაპირველად ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1999 წლიდან კი მისი ნეშთი დიდუბის პანთეონიდან, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

 

28-11-2017, 09:21  - მეხუთე ბაღში შშმ ბავშვთა უფასო გამოკვლევები ჩატარდა


 „ბავშვთა ადრეული განვითარება რეგიონებში“ – პროგრამის ფარგლებში, ადრეული განვითარების ცენტრის  ხელშეწყობით,  განსაკუთრებული საჭიროების მქონე  7 წლამდე ასაკის ბავშვებს ფსიქოლოგიურ პედაგოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.  პროგრამა  ქართულ – გერმანული  2 წლიანი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია  განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.  პროგრამა ასევე ითვალისწინებს, გონებრივი განვითარების შეფერხებისმქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ბავშვთა სოციალური, შემეცნებითი და კომუნიკაბელური უნარების განვითარებას. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი შეირჩა, რომელთა გამოკვლევა ეტაპობრივად გაგრძელდება.  ადრეული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა მშობლებს ტესტირების შედეგები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს. გამოკვლევებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და მოადგილე თემურ საყვარელიძეც ესწრებოდა.

 

27-11-2017, 10:12  - 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა


აჭარაში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა სამძიმარს გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულთა ოჯახებს.

 

 

 

24-11-2017, 16:24  - ახალი ხიდის მშენებლობა 2018 წელში დასრულდება


ზესტაფონი – ბაღდადის დამაკავშირებელი  საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარია.  მდინარე ყვირილაზე დღემდე არსებული საავტომობილი ხიდი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მდებარეობს, ვერ უზრუნველყოფდა  ორი ზოლზე მოძრაობის გატარებას, ხიდს დაზიანებული აქვს ბურჯები და დაკარგული აქვს  საექსპლუატაციო ფუნქციები. ახალი ხიდის მშენებლობა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მოწყობა ტესებრი რკინა – ბეტონის მილის ნაშენი კოჭებით, ჰიდროიზოლაციის ფენის და ასფალტ – ბეტონის საფარის მოწყობა.  ამ ეტაპზე საავტომობილო ხიდის ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ახალი ხიდის მშენებლობაზე 25 ადამიანია დასაქმებული.

 

21-11-2017, 10:07  - სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა


სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018  გაიხსნა.  ოლიმპიადის პირველი დღე მინი ფეხბურთის ტურნირით დაიწყო.  მასშტაბურ  სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები იღებენ.   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება. ყველა შეხვედრას სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ოლიმპიადის პროგრამა ოთხ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი შიდა სასკოლო ტურნირებს მოიცავს, მეორე ეტაპზე მუნიციპალური შეჯიბრებები ეწყობა, მესამე  ეტაპზე  რეგიონალური შეხვედრები იმართება, ხოლო დასკვნითი  ეტაპზე, ოლიმპიადა ფინალური თამაშებით სრულდება, რომელიც ანაკლიის ბანაკში იმართება.  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშები 2015 წლიდნ იმართება და მისი მიზანია საზოგადოების და განსაკუთრებით მოსწავლე – ახალგაზრდობის მასობრივი ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა. 

 

20-11-2017, 17:34  - საკრებულომ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. ახალი შემადგენლობით საკრებულოს  სხდომა 15 : 00 საათზე  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კახნიაშვილმა გახსნა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო. გიორგი კახნიაშვილმა   სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს ჯემალ გორგოძეს გადასცა.  ამის შემდეგ დეპუტატებმა შესაბამისი პროცედურების დაცვით, საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვახტანგ ღამბაშიძემ ჩაიბარა, საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი კი თემურ საყვარელიძემ. ვახტანგ ღამბაშიძე მანამდე  გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა  მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატია.აქედან "ქართულ ოცნებას" პროპორციული სიით 8, ხოლო 21 წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ 3, „ევროპულ საქართველოს“ 2, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 2 წევრი ჰყავს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატიდან 4 ქალია. 

 
უკან შემდეგი
>