By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

30-05-2015, 16:29  - იმერეთის რეგიონალურ ტურნირზე გამარჯვება ზესტაფონის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.


ზესტაფონის გოგონათა კალათბურთის გუნდი ჩემპიონია.იმერეთის რეგიონალურ ტურნირნირზე მათ პირველი ადგილის დაკავება შეძლეს.ტურნირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და იმერეთის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდებოდა,რომელიც ოთარ სულაბერიძის ხსოვნას მიეძღვნა. ჩემპიონატს ზესტაფონის სპორტის სასახლე მასპინძლობდა.გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით დაჯილდოვდა.თასთან ერთად გამარჯვებულ გუნდებს მედლები გადასცეს.დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გერონტი დევდარიანი და კულტურის სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძეც  იღებდა.

 

29-05-2015, 20:42  - სპორტის სასახლეში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ჭიდაობა ძიუდოში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ჭიდაობა ძიუდოში. ტურნირი ტიტულოვანი სპორტსმენის ნიკა წაქაძის ხსოვნის პატივსაგებად უკვე ტრადიცულად ეწყობა.მიმდინარე ჩემპიონატში 7 მუნიციპალიტეტი იღებდა მონაწილეობას. ტურნირს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ნიკა წაქაძის შვილიც ესწრებოდა. როგორც ამირან წაქაძე ამბობს: „მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაზე და ნიკა წაქაძის ხსოვნის ტურნირი ზესტაფონში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა.“ ჩემპიონატი მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა. გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

29-05-2015, 20:41  - მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღნიშნეს


თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა. წარმოადგინეს სლაიდ შოუ თამბაქოს მავნებლობაზე და მისი მოხმარებისგან დაავადებულთა სტატისტიკაზე. ისაუბრეს იმაზეც თუ რატომ არის აუცილებელი მეტი ინფორმაციის ცოდნა თამბაქოს მავნებლობაზე და არის თუ არა ეს ერთგვარი პრევენცია. მუნიციპალიტეტში შესაბამისი სლოგანებით მაისურები და ბუკლეტებიც დამზადდა. პრეზენტაციის დასასრულს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა ბუკლეტები დაარიგეს. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

28-05-2015, 16:57  - 1 ივნისის ღონისძიებათა პროგრამა


ადგილობრივი თვითმმართველობა ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას და ეპატიჟება მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

 12 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი ––––  თეატრალიზებული წარმოდგენა (ცნობილი ზღაპრების პერსონაჟების მონაწილეობით)

13 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი ––––– კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ბავშვთა თეატრის სპექტაკლი.

14 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი –––––  ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი

14 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი –––– თვითშემოქმედ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.

14 : სთ კულტურისა და დასვენების პარკი  –––––– ხატვის კონკურსი

 

15 : სთ კულტურისა და დასვენების პარკი  –––––  მხატვრულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეთა დაჯილდოება.

 

27-05-2015, 17:20  - ქართული სიმღერის ფესტივალზე ზესტაფონმა საუკეთესო შედეგები აჩვენა


ქართული სიმღერის ფესტივალზე „იმერეთის ხმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა   პირველი ადგილი და ლაურიატის წოდება მოიპოვა. ნომინაციები ზესტაფონში მოქმედმა სხვადასხვა მუსიკალურმა დაწესებულებებმა გადაინაწილეს. პირველი ადგილი ფესტივალზე ხელოვნების სკოლის მოსწავლემ ინა სადუნიშვილმა მიიღო. ლაურიატის წოდება მიენიჭა რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა მუსიკალურ გუნდს. ლაურეატის წოდება მიიღო ინდივიდუალურმა შემსრულებელმა ნიტა შალამბერიძემ. ფესტივალს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილიც ესწრებოდა. მან პირადად მიულოცა  მონაწილეებს და მომავალი  წარმატებები უსურვა.

 

26-05-2015, 17:48  - მუნიციპალიტეტმა გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა


26 მაისის სპორტულ ღონისძიებათა პროგრამა მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაგრძელდა. სპორტის სასახლემ ფინალურ ტურს უმასპინძლა მინი ფეხბურთში.  ფინალში ერთმანეთს „ფერო“ –ს და სპორტის სასახლის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის  უპირატესობით დასრულდა. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით დაჯილდოვდა. პრიზი გამარჯვებულებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ გადასცა.   მუნიციპალიტეტს გამარჯვებული გუნდებისთვის ფულადი ჯილდოც ჰქონდა დაწესებული. პირველ ადგილზე გასული გუნდი 500, ხოლო მეორე ადგილოსანი 400 ლარით დასაჩუქრდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული პროგრამები კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდა. 

 

26-05-2015, 15:16  - ეროვნული დღესასწაული ზესტაფონში სანახაობრივი ღონისძიებებით გაიხსნა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან დაიწყო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იყვნენ შეკრებილი. სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამართულ ღონისძიებებს შორის ყველაზე სანახაობრივი ქართული ჭიდაობის  ორთაბრძოლები გამოდგა. გამოვლინდა 2015 წლის „ფალავანი“. მუნიციპალიტეტში ამ სტატუსის მოპოვება უკვე მეორედ ფრიდონ შარიქაძემ შეძლო. წარმატებულ სპორტსმენს ტრადიციული საჩუქარი „ჭედილა“ გადასცეს. პრიზები სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე სხვა სპორტსმენებმაც მიიღეს. სიგელები და პრიზები მათ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა.

 

25-05-2015, 13:06  - თეატრალურ ფესტივალზე ზესტაფონი „ვარდის სვირინგი“– თ წარსდგა


იმერეთის თეატრალური ფესტივალის სცენა 24 მაისს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ თეატრს დაეთმო.  ზესტაფონის თეატრალურმა დასმა ფესტივალზე ნინო ლიპარტიანის სარეჟისორო სპექტაკლი  „ვარდის სვირინგი“ წარადგინა.   სპექტაკლის  ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალყურს. ზესტაფონის გამოსვლას დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა. იმერეთის რეგიონის რომელი დასისთვის გახდება წარმატებული   2015 წლის ფესტივალი   ეს უკვე 6 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი. გასულ წელს ზესტაფონის თეატრი ერთ – ერთ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.  მაყურებლის სიმპატია მსახიობი თემურ კიკნაველიძემ გახდა.

 

23-05-2015, 20:07  - ზესტაფონი ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალის მასპინძელი იყო


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით „ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი 2015“ გაიმართა. კულტურულ ღონისძიებაში იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი იყო ჩართული. მონაწილეთა შედეგებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის წარმომადგენლობით. ფესტივალის ფორმატის თანახმად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გრან – პრი ჟიურის გადაწყვეტილებით საჩხერის ანსამბლ „საწერეთლო“ –ს ერგო. პირველი ადგილი ქუთაისის ანსამბლმა „აისი“ – მა აიღო. მუსიკალურ კოლექტივებს შორის თანაბარი შესაძლებლობების გამო ჟიურიმ მეორე და მესამე ადგილებზე ორ – ორი ანსამბლი წარადგინა. მეორე ადგილის მფლობელები ზესტაფონის ანსამბლი „მამული“ და ბაღდადის „ნერგები“ გახდნენ. მესამე ადგილი კი ტყიბულის „სიჭაბუკე“ –მ და ვანის „საჩინო“ –მ აიღო. გამოვლინდნენ სხვადსხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც. კონკურსის ყველა მონაწილე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

 

21-05-2015, 17:48  - შოთა მაჭავარიანის სახელობის ტურნირი


   მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში შოთა მაჭავარიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიხსნა ჭიდაობა – ძიუდოში. ტურნირში მონაწილეობას 11 მუნიციპალიტეტი იღებდა. ტურნირი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით განხორციელდა. 

 
უკან შემდეგი
>