By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

30-04-2015, 14:48  - მუნიციპალიტეტში სკვერების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს


9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში გმირთა სახელობის სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი ახორციელებს, რომელიც გმირთა მემორიალის, ალექსანდრე ბიბილაშვილის და სერგო კეთილაძის სახელობის სკვერების აღდგენა – რეაბილიტაციაზე ზრუნავს. რეაბილიტაციის პროცესი განათების სისტემის დამონტაჟებას, ბიუსტებისა და ბარელიეფების აღდგენას, მესერების შეღებვას, ბალახის საფარის მოწესრიგებას და სკვერებში არსებული სკამების განახლებას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსმაც მოინახულა. სკვერების კეთილმოწყობის პროცესები მუნიციპალიტეტში ამით არ დასრულდება, აღდგენითი სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

 

29-04-2015, 20:31  - გრძელდება ტურნირი მინი ფეხბურთში


სიმონ საყვარელიძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გრძელდება ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირი განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც მუნიციპალიტეტში მოქმედ წარმოება – დაწესებულებებსა და საჯარო სექტორს შორის მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილე 14 გუნდს შორის დღეს ერთმანეთს სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დაცვის სამსახურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის წარმომადგენელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ტურნირის ლიდერი გუნდები, ჩემპიონატის ფორმატის თანახმად სოლიდური ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 

29-04-2015, 19:40  - საკრებულოს სხდომა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. დღის წესრიგის თანახმად ცვლილებები შევიდა 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტში. ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილებების პარალელურად, გამოიყო 2500 ლარი ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხა შორაპნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე წყალსადენის წყლის ტუმბოს შესაძენად იქნება მიმართული,რომელიც მწყობრიდანაა გამოსული და ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ექმნება წყლის მიწოდების თვალსაზრისით. საკრებულომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის ანგარიშიც ჩაიბარა და დამაკმაყოფილებელი შეფასება მისცა.

 

28-04-2015, 19:19  - მხატვრული კითხვის კონკურსი მუნიციპალიტეტში


მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელსაც კულტურისა და შემოქმედების ცენტრი მასპინძლობდა. კონკურსის პირობების თანახმად, თემა არ იყო შეზღუდული და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდა მისთვის სასურველი თემატიკის ლექსით წარმსდგარიყვნენ ჟიურის წინაშე. გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულებს საჩუქრები გამგებლის მოადგილემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. კონკურსი ტრადიციული ხასიათისაა და ის ყოველ წელს იმართება.

 

28-04-2015, 17:19  - მორიგი დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში


ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით მუნიციპალიტეტში მორიგი დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ზესტაფონი – ჭიათურის ცენტრალური მაგისტრალი. დასუფთავებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და გამგებლის მოადგილეები იღებდნენ, მასში ჩართული იყო აგრეთვე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“ –ს ორგანიზებით მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ეწყობა მსგავსი აქციები.

 

27-04-2015, 17:42  - საქართველოს პირველობაზე გამარჯვებული მოჭიდავე გამგებელმა დააჯილდოვა


საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულ გოგა ვარდოსანიძეს მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტის სამსახურთან ერთად შეხვდა. ტარიელ თუთარაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა. როგორც გამგებელმა აღნიშნა, წარმატებული სპორტსმენები ყოველთვის იქნებიან წახალისებული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. გოგა ვარდოსანიძე ჩემპიონატზე 46 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტურნირს ქალაქი ახალციხე მასპინძლობდა, სადაც ზესტაფონის სახელით სასპორტო სკოლის აღსაზრდელი გოგა ვარდოსანიძე გამოდიოდა.

 

24-04-2015, 16:21  - შეხვედრა სათემო ლიდერებთან


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები ორგანულ კანონში გახლდათ სათემო ლიდერებთან შეხვედრის ძირითადი თემა, რომელიც დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია, რაც აუცილებელია ამ კანონპროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებების ორგანიზებისათვის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას და დაამკვიდროს მოსახლეობის მონაწილეობის ინსტიტუციური ფორმები საქართველოს მუნიციპალიტეტებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია.

 

22-04-2015, 18:39  - პოლონეთის სახელმწიფოს პროექტი ზესტაფონში


ადგილობრივი თვითმმართველობა და იმერეთის მხარის ადმინისტრაცია, იმერეთის რწმუნებულ – გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფორმატი პროექტის პრეზენტაციას მოიცავდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მოზარდების საგანმანათლებლო მეთოდებისა და თანამედროვე პროგრამების მიწოდებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონში“. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისა და თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში. მსგავს პროექტს პოლონეთის სახელმწიფო პირველად ახორციელებს საქართველოში და კერძოდ ზესტაფონში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრის ფუნქციონირების გაზრდა, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და საინტეგრაციო პროგრამების განხორციელება, რომელიც ამავდროულად გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირების კურსს ითვალისწინებს პოლონეთში, რომლის თანახმად მოხდება ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება. პროექტში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობაც, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრისთვის დამატებითი ფართის გამოყოფაზე ზრუნავს. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა „ორიონში“ გადაინაცვლეს. სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებმა მათ საკუთარი შემოქმედების საღამოზე უმასპინძლეს.

 

22-04-2015, 17:56  - დედამიწის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტშიც აღინიშნა


დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან არსებულმა ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს. ახალგაზრდა პარლამენტარებმა პროექტის პრეზენტაციაც მოახდინეს სახელწოდებით „შენ პლანეტას სჭირდები“. პრეზენტაცია სლაიდ შოუს სახით იყო წარმოდგენილი ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის მონაწილეებს 22 აპრილის აღსანიშნავად მაისურები შეუძინა, სადაც პროექტის ლოგო გახლდათ დატანილი. დედამიწის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1970 წლიდან აღნიშნავს. საქართველოში კი ეს თარიღი 1990 წლიდან აღინიშნება.

 

21-04-2015, 22:55  - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ დაფინანსების საკითხს განიხილავდა, ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა,რომ ამ ეტაპზე, შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, გუნდი მუნიციპალიტეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს. ადგილობრივი თვითმმართველობა და საკრებულო, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებამდე დაახლოებით სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გუნდის დაფინანსების მიზნობრიობაზე, რისთვისაც გათვალისწინებული იყო ადგილობრივ ბიუჯეტში 500 ათასი ლარი. თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ მოიძებნა სამართლებრივი ფორმა, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მუნიციპალიტეტის მხრიდან კერძო კლუბის დაფინანსება, რომელსაც ამავდროულად დიდი დავალიანება გააჩნია, რაც უზღუდავს მუნიციპალიტეტს იმის შესაძლებლობას,რომ ურთიერთობაში შევიდეს იმ შპს –სთან, რომელიც დავალიანებაშია. საკრებულომ ასევე ცალსახად დააფიქსირა, რომ თუ კლუბის მესაკუთრე მოახერხებს დავალიანების დაფარვას, მუნიციპალიტეტი მზად არის მართვის უფლებით შევიდეს მასთან წილობრივ ურთიერთობებში და იზრუნოს მისი ფინანსურ მხარდაჭერაზე.

 
უკან შემდეგი
>