By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-03-2015, 16:22  - ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფეხბურთის დამსახურებული მწვრთნელი დააჯილდოვა


ადგილობრივმა თვითმმართველობამ სპორტულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ფეხბურთის მწვრთნელი ზაურ ჩუბინიძე დააჯილდოვა. სიგელი დამსახურებულ მწვრთნელს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სიგელთან ერთად ზაურ ჩუბინიძემ ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქარი, სპორტულ თემატიკაზე გამოცემული სახელმძღვანელო მიიღო.

 

31-03-2015, 13:32  - ადგილობრივი თვითმმართველობის განცხადება


6აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყობა სპორტული მართონი. ღონისძიება სტარტს რუსთაველის ქუჩიდან (ასლანიკაშვილის სანაპირო) აიღებს. მარათონი 15 სთ: დაიწყება. მსურველებს, ასაკის შეუზღუდავადშესაძლებლობა აქვთ    მონაწილეობის მიიღონ სპორტულ ღონისძიებაში. მსურველები უნდა გამოცხადდნენ მითითებულ დროს მითითებულ მისამართზე.  

 

31-03-2015, 13:27  - საქველმოქმედო ღონისძიება „ორიონში“


ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონის“ აღსაზრდელებთან მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს. გამგებლის თანაშემწის ნინო ნიკაჭაძის ინიციატივით  ამჯერად „ორიონელებმა“ ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად სხვადასხვა სახის აქსესუარები მიიღეს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ აქტიურად დაკავდნენ ხელსაქმით. გამგეობის თანამშრომლებმა ასევე დაათვალიერეს გამოფენა, ექსპოზიციაზე ცენტრის აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი.   ღონისძიება ერთჯერადი ხასიათის არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის დახმარებას სისტემატიურად  ახორციელებს.  

 

30-03-2015, 15:11  - ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო განცხადება


საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივართა მხრიდან მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ ადგილობრივი თვითმმართველობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„ ვინაიდან ს/კ „ზესტაფონის“ მფლობელ ი. კოკაიასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება გუნდის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დღეს 30 მარტს, მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე დამატებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მხარეებს შორის არსებული ფინანსური და სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად“.

 

27-03-2015, 17:26  - გოგონათა ტურნირი კალათბურთში


სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ტურნირმა კალათბურთში გოგონათა შორის. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები არიან ჩართული. პირველი შეხვედრა დღეს ქვედა საქარისა და პირველი საჯარო სკოლის გუნდებს შორის შედგა.  ფინალური ტური  კი 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს გაიმართება. ტურნირის მონაწილეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. 

 

27-03-2015, 15:57  - დასუფთავების აქციაში ხელისუფლებაც ჩაერთო


კეთილმოწყობის  სამსახურთად ერთად ქალაქის დასუფთავებაში მონაწილეობა დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. გამგებლის მოადგილეებმა დღეს ზედა საქარა – დილიკაურის ცენტრალური ნაწილი დაასუფთავეს. აქცია ერთჯერადი ხასიათის არ არის,   მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით დასუფთავების სამუშაოები და ის მომავალშიც გაგრძელდება. 

 

27-03-2015, 15:29  - ასფალტირების სამუშაოები ზესტაფონი – ბაღდათის გზაზე


ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზას  კეთილმოწყობის სამუშაოები უტარდება.  ასფალტ – ბეტონის საფარი 5 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება, რომელიც ამავდროულად მდ. ყვირილაზე არსებული ხიდის სავალი ნაწილის  შეკეთებას, მოაჯირების შეღებვას, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონების შეკეთებას, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი  ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საპროექტო ღირებულება 1 652 000.00 ლარს შეადგენს. ობიექტზე 40 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

 

26-03-2015, 18:53  - საინფორმაციო შეხვედრა თანამედროვე თბომომარაგების სისტემებზე


საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების ორგანიზებით მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის ფორმატი  საქართველოში ფართოდ გავრცელებული მზის ენერგიის თბომომარაგების სისტემის დანერგვას ითვალისწინებდა. პროექტი   უზრუნველყოფსთანამედროვე სახლების გათბობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რის შედეგადაც, შესაძლებელია დაიზოგოს ენერგოდანახარჯები. გამგებლის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, რა მეთოდებით არის შესაძლებელი მზის ენერგიის პოტენციალის მაქსიმალური ათვისება მოსახლეობის ენერგოდანახარჯებისშემცირებისა და გარემოს დაცვის ხარჯზე.

 

25-03-2015, 13:28  - პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ კონკურსს აცხადებს


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის  –  „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოხალისეების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება,  ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდობის რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იქნება  18 დან 25 წლამდე ასაკის ორი მოხალისე, როლებიც 6–დან 10 მაისის ჩათვლით გაივლიან ტრენინგ – კურსს და მიენიჭებათ ,,საქართველოს მოხალისის“ სტატუსი.

 

მონაწილეთა რეგისტრაცია  დაიწყება 25 მარტიდან. 

 

24-03-2015, 20:04  - ფუტსალის თასი ზესტაფონში


 ზესტაფონის ნაკრები გუნდი საქართველოს ფუტსალის ასოციაცია საქართველოს თასი 2015 იმერეთის რეგიონის პირველადგილოსანთა თასის მფლობელი გახდა. ფინალურ ტურში ზესტაფონის გუნდმა დიდი უპირატესობით დაამარცხა მეტოქე ქუთაისის ნაკრები ანგარიშით 7:3 და მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული გახდა. მოწინააღმდეგის კარში ხუთი ბურთი დავით ხუჯაძის ანგარიშზეა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საუკეთესო მეკარის სტატუსი კი ზესტაფონის ნაკრების მეკარემ ბორის გიორგაძემ მოიპოვა. ტურნირის მასპინძელი ქალაქი ქუთაისი იყო, ორგანიზატორი კი საქართველოს ფუტსალის ასოციაცია. ჩემპიონატის კენჭისყრა 12 მარტს, ხოლო გათამაშება 16 მარტს შედგა. ზესტაფონის ნაკრები გუნდი ტურნირის ფორმატის თანახმად მონაწილეობას მიიღებს თბილისში გასამართ საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშებაში. ტურნირს მიმდინარეობას თვალყურს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ადევნებდა.

 
უკან შემდეგი
>