By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

26-02-2015, 18:51  - ედისონ სალაძის ახალი კრებულის პრეზენტაცია


ედისონ სალაძის წიგნის  პრეზენტაცია შედგა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსი უკვე 10 წელია ამ საქმითაა დაკავებული.  ეს მის მიერ გამოცემული მეხუთე კრებულია. მამულიშვილური სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული, რწმენა და კაცთმოყვარეობა ავტორის შთაგონების წყაროა, სწორედ ამით გამოირჩევა მისი ყველა ახალი კრებული. წიგნის პრეზენტაცია ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ დაგეგმა და მას ედისონ სალაძის მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

 

26-02-2015, 13:18  - გამოფენა სამხატვრო სკოლაში


სამხატვრო სკოლაში დამწყებ მხატვართა გამოფენა – კონკურსი მოეწყო „ბავშვი და ხელოვნება“.  კონკურსი საჯარო და კერძო  სკოლის  მოსწავლეთათვის იყო გათვლილი, სადაც მონაწილეობის მიღების სურვილი 150 – მდე ახალგაზრდა მოყვარულმა მხატვარმა გამოთქვა.  გამოფენაზე  სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. კონკურსის პირობების მიხედვით გარდა საპრიზო სამეულისა,  გამოვლინდნენ აგრეთვე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც.  ყველა მათგანმა საჩუქრად ილუსტრირებული წიგნების კრებული მიიღო. ნამუშევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. გამოფენა – კონკურსი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

25-02-2015, 20:59  - კულტურისა და შემოქმედების ცენტრში იუნკერები გაიხსენეს


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში    საქართველოს  დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო.  „თებერვლის გმირები“ ასე ერქვა  ლიტერატურულ კომპოზიციას რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის მისადგომებთან ტაბახმელა – კოჯორში განვითარებულ მოვლენებს ასახავდა როდესაც საბჭოთა რუსეთის მე – 11 არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. რუსეთის არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა განახლებული შეტაკებების შემდეგ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.  

 

25-02-2015, 13:05  - საჯარო სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივითვითმმართველობის  მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის

 

ბრძანება #5

 

ქ. ზესტაფონი                                                           24თებერვალი 2015 წ.

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამსახურის მოხელეთა  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

   „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე, 81-ე და 82-ე მუხლების, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 09 ოქტომბრის N47 დადგენილების „ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-10 მუხლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის   N43/481 (შემ. N 13 20.02.2015წ) მომართვის   თანახმად:

 

 

 

25-02-2015, 12:03  - ადგილობრივი თვითმმართველობა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო – საატესტაციო კომისია საჯარო სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსი 51 პოზიციაზე ცხადდება. აპლიკანტებს დარეგისტრირების შესაძლებლობა 2015 წლის 25 თებერვლიდან 2015 წლის 6 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. ყველა ვაკანტური პოზიციის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ვებ. გვერდზე www.hr. gov.ge

 

24-02-2015, 17:20  - ხელისუფლებამ იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო


1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ისინი ბოლშევიკური ჩეკის მიერ დახვრეტილი ადამიანების ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს იგი. მამა კონსტანტინემ მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა კი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

 

17-02-2015, 12:30  - საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა


საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების თანახმად დეპუტატებმა სხვდასხვა სოციალური, კულტურული თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებითი ფინანსური ხარჯებით უზრუნველყოფას დაუჭირეს მხარი. ცვლილება განხორციელდა საკრებულოს კომისიების შემადგენლობაშიც. ფრაქცია „ეროვნული ფორუმი" –ს თავმჯდომარეობა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო დატოვა თორნიკე კახნიაშვილმა.( ის სულ ცოტა ხნის წინ N 7 საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა). ფრაქციას ცვლილების თანახმად ამიერიდან გალაკტიონ ვარდოსანიძე უხელმძღვანელებს. კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა საფინანსო – საბიუჯეტო კომისიაშიც, მისი შემადგენლობა ნუგზარ ფერაძემ დატოვა.

 

16-02-2015, 17:34  - ტურნირის გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა


დასრულდა ტრადიციული ტურნირი კალათბურთში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდებს შორის. ჩემპიონატის ლიდერი პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში მე – 5 საჯარო სკოლს გუნდს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილს კი მე –2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაეუფლნენ. ტურნირი განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობის მიღების სურვილი 17 – მა გუნდმა გამოთქვა. გამარჯვებულებს თასი გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. ტურნირის მიხედვით ასევე დაწესებული იყო სხვადასხვა ნომინაციები. მათ შორის მაყურებლის სიმპატია, რომლის სტატუსი თამაზ გაგოშიძემ მოიპოვა. საუკეთესო მოთამაშედ ივანე ჩხეიძე დაასახელეს. ნორჩი მოთამაშის სტატუსი კი გიორგი თურქაძემ მიიღო. ყველა მათგანს საჩუქრად ბურთები გადასცეს.

 

15-02-2015, 00:31  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანში მცხოვრებმა ჯაბა კვინიკაძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა იმ მოტივით, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შეურაცხყოფა მიაყენა და დახმარებისთვის მხოლოდ 50 ლარი შესთავაზა.

 

13-02-2015, 14:09  - ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება


ოქროს და ვერცხლის მედალოსნებმა კუთვნილი ჯილდოები მიიღეს. 2014 წელს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებიდან ამ ტიტულის მოპოვება 65 კურსდამთავრებულმა შეძლო. აქედან 40 ოქროს, ხოლო 25 ვერცხლის მედალოსანია. დაჯილდოების ცერემონია საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა და მასში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ. მათი თქმით დიდი მიღწევაა მუნიციპალიტეტისთვის ამდენი წარმატებული ახალგაზრდის არსებობა, რომლებიც უკვე აგრძელებენ განათლების მიღებას სხვადასხვა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების პროგრამას.

 
უკან შემდეგი
>