By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-12-2014, 16:32  - 30 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური საკონცერტო პროგრამა მოეწყო


ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 30 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური საკონცერტო პროგრამა მოეწყო უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც მონაწილეობას კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. 31 დეკემბერს კი ღია ცის ქვეშ, სპეციალურად ზესტაფონელი მსმენელებისთვის, ქალაქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები კახა კუხიანიძე, გიორგი ლომაია და ნუკრი კაპანაძე იმღერებენ. საახალწლო წარმოდგენაში მონაწილეობას ადგილობრივი საშემსრულებლო კოლექტივებიც მიიღებენ. საკონცერტო პროგრამა 21 : 30 დაიწყება.

 

31-12-2014, 13:12  - ხელისუფლებამ დამდეგი შობა – ახალი წელი „ცხოვრების მეგზურს“ მიულოცა


საახალწლო საჩუქრები მიართვეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ობოლ, მზრუნველობამოკლებულ და ინვალიდ ბავშვთა ასოციაცია „ცხოვრების მეგზურს". ტკბილეული და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა 30 მოზარდმა მიიღო. დამდეგი შობა – ახალი წელი ორგანიზაციას პარლამენტარმა შალვა კიკნაველიძემაც მიულოცა და წარმატებები უსურვა. აქცია ერთჯერადი ხასიათის არ არის. მუნიციპალიტეტი სადღესასწაულო დღეებში ყოველ წელს აწყობს მსგავს ღონისძიებებს და ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

30-12-2014, 16:41  - სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა


სადგურ სვირში ახალი სკოლა ოფიციალურად ამოქმედდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იმერეთის მხარის რწმუნებულ – გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტარი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალი სასწავლო დაწესებულება 120 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით. აქვს ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია ტიპის სპორტული მოედანი. სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობას ათეულობით წლები ელოდნენ მოსწავლეები, რომლებიც მანამდე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობაში იღებდნენ განათლებას, სადაც არ არსებობდა სასწავლო პროცესისთვის სათანადო პირობები. ამ ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელსაც ძლიერი ელექტრო – მაგნიტური გამოსხივება აქვს. სადგურ სვირის სკოლა ერთ – ერთია 2014 წელს აგებული 9 საჯარო სკოლიდან.

 

29-12-2014, 18:23  - საახალწლო საჩუქრები ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრისათვის


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონის" აღსაზრდელებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. საახალწლო ნობათი ტკბილეულს და სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტებს მოიცავდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ორიონმა" ერთ – ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის დასახმარებლად საგანგებოდ მოაწყო. ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრიც ესწრებოდა.

 

29-12-2014, 17:27  - თვითმმართველობამ 2014 წლის წარმატებული სპორტსმენები გამოავლინა


ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში 2014 წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება შედგა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში 20 წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა. სიგელებთან ერთად თითოეულმა მათგანმა საჩუქრად სპორტული აქსესუარებიც მიიღო. საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენა უკვე ტრადიციული ხასიათისაა და მას მუნიციპალიტეტი ყოველი წლის ბოლოს ახორციელებს.

 

26-12-2014, 12:13  - საყოფაცხოვრებო ტექნიკა სოციალურად დაუცველ ოჯახებს


ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი პროგრამა, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს რამდენიმე თვეა აქტიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 5 ოჯახმა მიიღო. აღნიშნული ოჯახებისთვის სარეცხი მანქანა, გაზქურა, საწოლი და სხვადასხვა სახის პროდუქტები გამოიყო. საჩუქრების გადაცემაში სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც იღებდა. პროგრამა 2014 წლის აპრილიდან დაინერგა ქვეყანაში.

 

24-12-2014, 15:57  - საკრებულომ 2015 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა


საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები განიხილა. 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის მოცულობა პირველადი მონაცემებით 9793.5 ათასი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის ფინანსური აქტივები სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისკენ იქნება მიმართული. კერძოდ, სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 1340.0 ლარი, დაიხარჯება, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსურ დახმარებას, ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულთა უფასო მედიკამენტების შეძენას, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარებას, ხანდაზმულთა სოციალურ დაცვას, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვას, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარებას, სტიქიით დაზარალებული ოჯახების, მარჩენალ დაკარგულების, შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლოთა დახმარებას, უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე ბიუჯეტიდან 1025.3 ათასი ლარი იქნება მობილიზებული. განათლების ღონისძიებათა დაფინანსებაზე 1691.0 ათასი ლარია გათვლილი. კომუნალური ინფრასტრუქტურის, კერძოდ ნაგავმზიდის შესაძენად წინასწარი გათვლებით 113. 9 ათასი ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 112. 0 ათასი ლარით განისაზღვრა. საკრებულომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" ფანკლუბის მოთხოვნაც განიხილა, რომელიც გუნდის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს მატერიალურ – ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. დეპუტატებმა ფანკლუბის მოთხოვნა განიხილეს, თუმცა საკრებულოს გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია.

 

22-12-2014, 22:05  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2014 წლის 21 აგვისტო
ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და
ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24ე
მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის, 61ე
მუხლის მე2
ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25ე
მუხლის პირველი
პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და
ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი 1 თან ერთვის)
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                          დავით მაღრაძე
 

22-12-2014, 22:03  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების
შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება (დანართი N1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                          დავით მაღრაძე
 

22-12-2014, 22:01  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2014 წლის 21 აგვისტო
ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის, 61-ე
მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
(დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №27 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                              დავით მაღრაძე
 
უკან შემდეგი
>