By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

28-11-2014, 17:41  - ახალი ტურისტული პროექტი საჯარო სკოლებს შორის


„გაიგე მეტი შორაპნის ციხეზე" მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საჯარო სკოლებს შორის ტურისტული პოტენციალის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებს დებულების თანახმად ფოტო და ვიდეო მასალის პრეზენტაცია ევალებოდათ შორაპნის ციხეზე. პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი მე –6, მე –3, პირველი და შორაპნის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. კონკურსის მონაწილეთა შედეგებს ჟიური აფასებდა, რომელთა გადაწყვეტილების თანახმად პირველი ადგილი მე –3 საჯარო სკოლამ მოიპოვა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ყველა სკოლის გუნდს სიგელები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი კი კონკურსის პირობების მიხედვით, ექსკურსიაზე გაემგზავრება.

 

26-11-2014, 18:18  - ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 2 ახალი ავტომობილი გადაეცა


დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მანქანების გადაცემის ცერემონია ქუთაისში შედგა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დასავლეთ საქართველოს რეგიონის რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარებთან ერთად ესწრებოდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა პროგრამის ფარგლებში 2 ავტომობილი მიიღო. სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ოქტომბერს დაიწყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი „ford” -ის საშუალო გამავლობის 80 და „Volkswagen” -ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით სრულად 2014 წლის ბოლომდე განახლდება.

 

26-11-2014, 17:15  - საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა-


26 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით 7 საკითხი იქნა განხილული. მათ შორის დეპუტატებმა 2014 წლის პროგრამულ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი. ცვლილებების თანახმად განსაზღვრულია 14 ადმინისტრაციულ ერთეულში ინტერნეტ მომსახურეობის დამონტაჟება, რომლის უზრუნველსაყოფად 2.4 ათასი ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურისთვის დიდთოვლობის შემთხვევაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოებისთვის ტექნიკის დასაქირავებლად 30.0 ათასი ლარი ჩაიდო. უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სუბსიდირება 6.0 ათასი ლარით გაიზარდა. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურული ღონისძიებებისთვის, მათ შორის საახალწლო ღონისძიებების მოწყობისთვის 20.0ათასი ლარი გამოიყოფა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაგეგმილი საატესტაციო კონკურსის ჩასატარებლად 15.0 ათასი ლარია განსაზღვრული. სხდომაზე ასევე ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გასაცემი ერთჯერადი ფინანსური დახმარებების სია წარმოადგინა.

 

26-11-2014, 10:18  - ჭაბუკთა ლიგის გუნდს ბურთები გადაეცა


ჭაბუკთა ლიგის გუნდმა ზესტაფონის „მარგვეთმა" ონლაინ ტოტალიზატორ „ლიდერ ბეთისგან" საჩუქრად მაღალი ხარისხის ბურთები მიიღო. სპორტული აქსესუარები სპორტსმენებს სიმბოლურად გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა და გუნს მომავალ ტურნირებში წარმატებები უსურვა. „მარგვეთი" დასავლეთ საქართველოს პირველობაზე ასპარეზობს.

 

21-11-2014, 17:33  - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.


გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა ყოველდღიურ მენიუსთან ერთად ტკბილეულიც მიიღეს. სიმბოლური სასაჩუქრე პაკეტი მათ გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინა სუქნიძემ გადასცა. უფასო სასადილოს მომსახურეობით მუნიციპალიტეტში 110 ბენეფიციარი სარგებლობს. სადღესასწაულო დღეებში სოციალური პაკეტის შესაბამისად უმწეო მოხუცებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის საჩუქრების უზრუნველყოფაც.

 

21-11-2014, 13:04  - „კათარზისი“ –ს რეაბილიტირებული ოფისის პრეზენტაცია


,,კათარზისის,, რეაბილიტირებული ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის მხარის რწმუნებულ გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი „კათარზისის" სათაო ორგანიზაციის პრეზიდენტი ზაურ ალადაშვილი და" სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორი აზერ მამედოვიც ესწრებოდა. მზრუნველობამოკლებულ ადამიანთა სათნოების სახლი ზესტაფონში 11 წლის წინ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ორგანიზაციაში 30 ადამიანი იყო გაწევრიანებული. დღეს „კათარზისი” –ს მომსახურეობით 120 ადამიანი სარგებლობს.
 

18-11-2014, 00:07  - 2015 წლის ბიუჯეტი



   


 

                        ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო                

                                     დადგენილება#

            .ზესტაფონი                                                 ნოემბერი  2014წელი

                                                      

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის ,,’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78- მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს...

 

17-11-2014, 17:12  - ამერიკული ჯგუფის იმერული ტურნე


საქართველოში ა.შ.შ. საელჩოს ორგანიზებით და დემოკრატიის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით ამერიკული ჯგუფი „აკრობატული ძვლები" იმერულ ტურნეს მართავს. ტურნე სამ ქალაქში ზესტაფონში, თერჯოლაში და ქუთაისშია დაგეგმილი. ამერიკულ ჯგუფთან ერთად მსმენელების წინაშე ქართველი შემსრულებლები შოთა ადამაშვილი და ჩიჩოც წარსდგნენ. ჯგუფი ამერიკული ტრადიციის მიმდევრად ითვლება. საქართველოში მათი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა ტურნეს ფარგლებში პირველად ზესტაფონს ჰქონდა. კონცერტის მხარდამჭერი გახლდათ ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა.

 

17-11-2014, 12:11  - მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პ რ ო ე ქ ტ ი


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის

პ რ ო ე ქ ტ ი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრა 9857.8 ათასი ლარით, რაც 2013-2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტებთანმიმართებაში შესაბამისად 3014.6 ათასი ლარით და 1223.9 ათასი ლარით მეტია.

 

17-11-2014, 12:09  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაცემულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებზე. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი კომისიებსა და ფრაქციებში განხილული იქნება 2014 წლის 17 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, შეუძლიათ წარმოადგინონ 2014 წლის 17 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

მის: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. N11, მე-3 სათული. ტელ: 595 90 40 42

 
უკან შემდეგი
>