By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-10-2014, 15:01  - ჯანდაცვის ცენტრის პრეზენტაცია


ზესტაფონის მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეაბილიტირებული ოფისი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წერეთლის ქუჩაზე მდებარე ობიექტი ჯანდაცვის ცენტრს მუნიციპალიტეტმა გადასცა საკუთრებაში და მიმდინარე რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო, რომლის ღირებულებამ 25 888ლარი შეადგინა. სამუშაოებს შპს „გიომშენი" აწარმობდა, რომელმაც კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო. დღემდე ჯანდაცვის ცენტრი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა.

 

30-10-2014, 16:59  - ტრადიციული საბავშვო კონკურსი საბავშვო ბაღებში


ტრადიციული მათემატიკური კონკურსი „პეპლებიანი მთვლელი" შედგა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შორის. კონკურსში 5 დან 6 წლამდე ასაკის მოზარდები არიან ჩართული და ის ყოველ წელს იმართება. წელს მასში მონაწილეობის მიღების სურვილი 16 საბავშვო ბაღის 24 აღსაზრდელმა გამოთქვა. კონკურსის შედეგებს ჟიური აფასებდა, რომლის მიხედვით პირველი ადგილი მე–5 საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა საბა სუხიაშვილმა, მე–2 ადგილი პირველი ბაღის მოსწავლემ რომან ჩუბინიძემ, ხოლო მე–3 ადგილი შორაპნის 41–ე ბაღის აღსაზრდელმა ქრისტინე ლაბაძემ აიღო. კონკურსი განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და მის ყველა მონაწილეს ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

 

30-10-2014, 16:55  - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის რეკოსტრუქცია


სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომლის ფარგლებში მთლიანად განახლდა მოძველებული ფანჯრები. კეთილმოწყობის პროცესი უკვე დასრულებულია და ის მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გასულ წელს შენობის სახურავი შეიცვალა და საპირფარეშოები მოეწყო. შენობის სრული რეკონსტრუქცია არ დასრულებულა და ის მომავალშიც გაგრძელდება.

 

29-10-2014, 16:29  - პრიორიტეტული პროექტების განხორციელება სოფლებში


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განხორციელდა. ის სოფლები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იღებდნენ სასმელ წყალს ასეთ დასახლებებში პრიორიტეტად ჭების მოწყობა შეირჩა. მთ შორისაა სოფელ ფუთი, შორაპანი და მეორე სვირი. დასრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს. მოსახლეობის განმარტებით, მაშინ როდესაც სასმელი წყლის მოსაზიდად ისინი შორ მანძილს გადიოდნენ, ეს მნიშვნელოვანი შეღავათია მათთვის.

 

29-10-2014, 13:45  - პრემიერა უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში


უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა შედგა. მსახიობებმა ნანუკა სეფაშვილის "გენმოდიფიკაცია" წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისურა სოსო ნემსაძეს ეკუთვნის, რომელიც სპეციალური მოწვევითაა ზესტაფონის თეატრში. „გენმოდიფიკაცია" როგორც სარეჟისორო სპექტაკლი სოსო ნემსაძემ პირველად უშანგი ჩხეიძეში განახორციელა და მასში 6 მოქმედი მსახიობია დაკავებული. სეზონის გახსნის შემდეგ ეს უკვე მეორე პრემიერაა. თეატრალური სეზონი ოქტომბრის თვეში უილიამ შექსპირის „ქარიშხალით" გაიხსნა.

 

27-10-2014, 15:59  - ტაბაკინის გზის რეაბილიტაცია 6 დეკემბერს უნდა დასრულდეს


სოფელ ტაბაკინის 4 კმ –იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების პირობების თანახმად 2014 წლის 6 დეკემბერს უნდა დასრულდეს. გზაზე დაფიქსირებული ხარვეზები, შემსრულებელ კომპანია „ტობეს" განმარტებით არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და პროექტის ჩაბარებამდე ყველა ხარვეზი გამოსწორებადია. სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურისა და მოწვეული ზედამხედველების მეთვალყურეობით. აღნიშნულმა სამსახურებმა პროექტის მიმდინარეობა კიდევ ერთხელ ადგილზე შეაფასეს და კომენტარები გააკეთეს.

 

27-10-2014, 15:22  - ტრენინგი ნიადაგის ნაყოფიერების მართვის შესახებ


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის მიმდებარე რაიონების საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ ნიადაგის ნაყოფიერების მართვის საკითხებზე. ტრენინგი პროექტის „ექსტენციისა და სკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს აღნიშნული სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობას მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ტენდენციებში. ახალი ცოდნა მათ დაეხმარებათ, რომ ადგილობრივ ფერმერებს კვალიფიციური რჩევები მისცენ და წარმოების ზრდაში დაეხმარონ. ამ სისტემის მეშვეობით ქართველი ფერმერები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას წარმოებისა და მარკეტინგის სფეროებში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ. ასევე გაიგებენ, როგორ გამოიყენონ უახლესი სამეცნიერო ცოდნა წარმოების გასაზრდელად. 2014 წლის 14 თებერვლიდან, აშშ – ის მთავრობისა და USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტის და მასთან არსებული ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების მოდერნიზების პროექტის მეშვეობით.

 

25-10-2014, 18:07  - ლევან ჟვანიას წიგნის პრეზენტაცია ზესტაფონში


შეხვედრა პოეტთან და ლექსების კრებულის პრეზენტაცია.ლევან ჟვანიას წიგნის „ნაზამთრალი ხეების" გაცნობა შედგა დღეს ზესტაფონში. ახალგაზრდა ავტორს შეხვედრა თვითშემოქმედ ახალგაზრდებთან განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა მოუწყო. პრეზენტაციის შემდეგ ურთიერთობის ფორმატი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლე – ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ლექსებიც წაეკითხათ და მათთვის საინტერესო თემებზე პასუხები თავად ავტორისგან მოესმინათ. ლევან ჟვანიას კრებულის პრეზენტაცია პირველად 2013 წლის 7 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შედგა.

 

24-10-2014, 19:23  - იოსებ ხახალეიშვლიმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა


იმერეთის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსი იოსებ ხახალეიშვილი ზესტაფონში იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე მონახულებით დაინტერესდა, რომელთაც არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ერთ – ერთ საინფორმაციო გადაცემაში და განხორციელებული სამუშაოების გვერდის ავლით მოხდა მასალის გაშუქება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
 

24-10-2014, 19:14  - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში


მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ეროვნული ფოლკლორის საღამო მოეწყო, სადაც ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა შედგა. ექსპოზიცია ფოლკლორული კლუბების ფარგლებში მოეწყო, რომელიც იმერეთის ხუთ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში დაფუძნდა. პროექტს 2014 წლის მაისიდან პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო" ახორციელებს, რომელიც ეროვნული ფოლკლორის კლუბების დაფუძნებას, პრეზენტაციას, საინფორმაციო – საგანმანათლებლო ტრენინგ – კურსების ორგანიზებას და კლუბების ლიდერ ახალგაზრდებთან თანამშრობლობას ითვალისწინებს. გამოფენას ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 
უკან შემდეგი
>