By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

30-09-2014, 10:41  - ცხრაწყაროს ამფითეატრი „ვარინკობის“ მოლოდინში


ხალხური სიმღერების ფესტივალს „სულიკო 2014" –ს ცხრაწყაროს ღია თეატრონი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს. უკვდავი მელოდიის ავტორის მშობლიური სოფელში საშემსრულებლო კოლექტივები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბებიან, რომელთა არტისტიზმს და მუსიკალურ მონაცემებს, კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მანამდე კი ცხრაწყაროს ამფითეატრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება. კერძოდ, მთლიანად განახლდება ძველი ხის ღობე და მთავარი შესასვლელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ სცენას. შეიცვლება ასევე ამფითეატრზე მოწყობილი სკამები და გარე განათების სისტემა. სამუშაოებს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური ახორციელებს. მიმდინარე პროცესებს ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური ადგილზე გაეცნო.

 

29-09-2014, 17:38  - შეხვედრა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან


მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელი და სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებში ახლადდანიშნულ გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფორმატი სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. განიხილეს საკითხები, რომელიც არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს. ასევე დაინტერესდნენ იმ კატეგორიით, რომლებიც დღემდე შემწეობის მიმღებად ითვლებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი სოციალურ –ეკონომიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, შეუჩერდათ შემწეობის მიღება. ყველა ასეთ კატეგორიაზე სათანადო ინფორმაციის დაზუსტება მოხდება, რომლის მოძიებაში გამგებლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

 

29-09-2014, 14:49  - ზესტაფონი 140 წლისაა, საიუბილეო დღეების პროგრამა


მუნიციპალიტეტი მასობრივი კულტურული ღონისძიებების სამზადისშია. საიუბილეო დღეთა ქრონიკა ათვლას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს და 13 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. საიუბილეო პროგრამა მხატვრული, მუსიკალური, და სპორტული შინაარსის ღონისძიებებით იქნება დატვირთული. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ქალაქი ოთხი ქვეყნის, ისრაელის, ლიტვის, რუსეთის და პოლონეთის დელეგაციებს უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიებათა პროგრამების მიმდინარეობა ასეთია:

 

27-09-2014, 23:02  - აფხაზეთის დაცემის დღე ზესტაფონშიც აღნიშნეს


სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი  მიაგეს დღეს შორაპანშიც.  გიორგი მეგრელიშვილის და ზაზა გაჩეჩილაძის სახელობის მემორიალთან მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, დღევანდელი დღის აღსანიშნავად, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გიორგი  მეგრელიშვილის ოჯახმა ფულადი სახის დახმარებაც მიიღო 1500 ლარის ოდენობით. 
 

26-09-2014, 18:17  - ნორჩ შემოქმედთა კონკურსი პოეზიაში


განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთადაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსი მოეწყო პოეზიაში. კონკურსი ნიჭიერი მოზარდების გამოვლენა პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, სადაც მონაწილეობის მიღების სურვილი საჯარო და კერძო სკოლის 23 –მა მოსწავლემ გამოთქვა. კონკურის პირობების მიხედვით გამოვლინდა სამი საუკეთესო ლექსის ავტორი. მიხეილ სიხარულიძე, მე –7 საჯარო სკოლის მოსწავლე, შორენა მესხი, მე –5 საჯარო სკოლის მოსწავლე და ნინო ჭუმბურიძე მე –2 საჯარო სკოლის მოსწავლე. ჟიურის სიმპატია მე –5 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა დათიაშვილი გახდა. ნომინაციაში, ყველაზე პატარა კონკურსის მონაწილე კი მარიამ სხილაძე გახდა. კონკურსის ყველა მონაწილეს სასაჩუქრე წიგნების ნაკრები გადაეცა. ღონისძიების მასპინძელი ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა იყო.

 

25-09-2014, 18:55  - USAID -ის მისიის ხემლმძღვანელმა დევნილთა ამხანაგობებს სერტიფიკატები გადასცა


ზესტაფონის დევნილთა დასახლებების ბინისმესაკუთრეთა ასოციაციის წარმომადგენლებს USAID -ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სერტიფიკატები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ინსტრუმენტები გადასცეს. ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობებმა მხარდაჭერა USAID–ის „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების" (NEO) პროექტის ფარგლებში მიიღეს, რათა მათ ეფექტიანად უზრუნველყონ აშშ– ის მთავრობის დახმარებით რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის მართვა. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით დენილთა საცხოვრებელ კორპუსებს რეაბილიტაცია გასული წლის დეკემბერში ჩაუტარდა,სადაც 140 ოჯახი იქნა შესახლებული. სერტიფიკატებისა და ინსტრუმენტების გადაცემას ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

24-09-2014, 11:05  - ქვედა საქარა –საზანოს რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა


რეგიონში ყველაზე მასშტაბური პროექტი ქვედა საქარა – საზანოს 13,4 კილომეტრიანი რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი ოფიციალურად ამოქმედდა. აღდგენილი საავტომობილო ობიექტი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა და საქართველოს საავტომობილო გზების თავმჯდომარემ გახსნა. ღონისძიებას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.პროექტის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 6 მლნ. 500 ათას ლარს შეადგენს. კეთილმოწყობის სამუშაოები საგზაო საფარის აღდგენის გარდა, ეზოების და შესასვლელების, ტროტუარების, ავტოპავილიონების და საგზაო ნიშნების მოწყობასაც ითვალისწინებდა, რომლის ვალდებულება „ბლექ სი გრუპმა" აიღო. ობიექტზე 150 მდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის 50% ადგილობრივი მოსახლე. როგორც ცნობილია ქვედა საქარა –საზანოს 14 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია 70 იანი წლების მერე არ ჩატარებია. რეაბილიტირებილი გზით სარგებლობას 10 მდე სოფლის მოსახლე უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს. გზის გახსნის შემდეგ მინისტრი და საავტომობილო გზების თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდნენ და იმერეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა გააცნეს.

 

19-09-2014, 16:43  - დასუფთავების აქციაში ზესტაფონიც ჩაერთო


„დავასუფთაოთ მსოფლიოს" ფარგლებში საქართველოში ჩატარებულ ფართომასშტაბიან აქციებში ზესტაფონიც აქტიურად ჩაერთო. აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა, დასუფთავების სამსახურმა და საჯარო სკოლებმაც გამოთქვეს. აქციამ სტარტი მეგობრობის ქუჩიდან აიღო და ის შემდეგ შორაპანში გაგრძელდა. 20 სექტემბერს აქციაში მუნიციპალიტეტის საკრებულოც ჩაერთვება.

 

17-09-2014, 17:21  - 19 სექტემბერს ზესტაფონი დასუფთავების აქციაში ჩაერთვება


„დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიისა და კონკურსს „სუფთა რეგიონის" ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – საქართველოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით 19, 20 და 21 სექტემბერს დასუფთავების მასშტაბური აქცია იგეგმება, რომლის მიზანია დასუფთავებული რეგიონის გამოვლენა. აქცია სტარტს 19 სექტემბერს 11 სთ სტაროსელსკის ქუჩიდან აიღებს, რომლის შემდეგ შორაპნის ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება იგეგმება. აქციაში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური, საჯარო სკოლები და მოხალისეები ჩაერთვებიან. „დავასუფთაოთ მსოფლიო" ყოველი წლის სექტემბრის თვეში ტარდება და მასში 135 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოც.

 

15-09-2014, 15:05  - ახალი სასწავლო წელი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა.


ახალი სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განახლდა. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სიახლის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. 15 ოქტომბრიდან სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა დაიწყებს ამოქმედებას, მანამდე კი დროებით მოსწავლეები ძველ კორპუსში გააგრძელებენ სწავლას. განახლებას ექვემდებარება სოფლად არსებული საბავშვო ბაღის შენობებიც. ზესტაფონში არსებული 33 საჯარო სკოლიდან, სამინისტროს გადაწყვეტილებით სასკოლო ტრანსპორტით 31 დაწესებულება ისარგებლებს. სასწავლო წლის განახლება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონის" აღსაზრდელებსაც მიულოცეს.

 
უკან შემდეგი
>