By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-07-2014, 12:07  - „არტ–გენი“ წელს უკვე მეათედ გაიმართა


ფოლკლორულ ფესტივალ „არტ–გენი"–ს დასკვნით კონცერტზე კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ზესტაფონი" 4 მუსიკალური ნომრით წარსდგა. იმერული კოლექტივის გამოსვლას დათვალიერებაზე, განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად. ფესტივალის ფორმატის გათვალისწინებით, პირველ ტურს ქუთაისი მასპინძლობდა, სადაც იმერეთის თვითშემომქმედი კოლექტივები წარსდგნენ საკონცერტო ნომრებით. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ–გენი" წელს უკვე მეათედ გაიმართა. დასკვნითი ტური კი ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შედგა.

 

30-07-2014, 16:14  - ახალი პროექტი უსინათლო ადამიანებისათვის


უსინათლო ადამიანებისთვის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სპეციალური კუთხე მოეწყობა. ინოვაციური პროექტის „ჩვენი წიგნით შევიცნობთ სამყაროს" პრეზენტაცია სამკითხველო დარბაზში შედგა. სამკითხველო კუთხის ამოქმედება უსინათლო ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას ითვალისწინებს.

 

30-07-2014, 15:31  - მზადება ,,ვარინკობის,, დღესასწაულისათვის


მუნიციპალიტეტი საიუბილეო თარიღის აღნიშვნის სამზადისშია. კულტურულ ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე, სახალხო დღესასწაულის, „ვარინკობის" გამართვა იგეგმება. ფოლკლორული ფესტივალის ჩასატარებლად განსაზღვრულია თეატრონის რეაბილიტაციაც, რომლის უზრუნველსაყოფად კონსულტაციები მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაიარა. თეატრონის კეთილმოსაწყობად დაგეგმილია დეკორატიული ღობის მოწყობა, დამატებითი განათების სისტემების დამონტაჟება, სკამების განახლება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე „სულიკოს" მელოდიის ავტორის ქანდაკების დადგმაც იგეგმება, რომლის ესკიზზეც ცნობილი არქიტექტორი, გიორგი შხვაცაბაია მუშაობს.

 

28-07-2014, 18:57  - განსახლების პროგრამაში მუნიციპალიტეტიდან 25 ოჯახია ჩართული.


მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა დაიწყო. პროგრამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახორციელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოჯახები, რომლებთაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, განსახლების პროგრამაში ჩაერთვებიან და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან. კრიტერიუმებს აღნიშნული უწყება განსაზღვრავს. განსახლების პროგრამაში მუნიციპალიტეტიდან 25 ოჯახია ჩართული. სამინისტროში დაწყებულია მუშაობა სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების ამსახველი ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შესაქმნელად,რომელიც ერთობლივად, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობით ხორციელდება. პროცესებში გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე,   სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი და არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსია ჩართული.

 

25-07-2014, 20:04  - შორაპანში ღია ჩემპიონატი გაიხსნა მინი ფეხბურთში


შორაპანში სტარტი აიღო ზაზა ფერაძის სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. ჩემპიონატში 8 გუნდია ჩართული და ის ოლიმპიური სისტემის პრინციპით მიმდინარეობს. ფინალური ტური 8 აგვისტოს შედგება. გამარჯვებული გუნდი ზაზა ფერაძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს. ტურნირის ორგანიზატორია გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ჩემპიონატი 2010 წლიდან იმართება და ის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა ფერაძის ხსოვნას ეძღვნება.

 

25-07-2014, 15:34  - ალექსანდრე გველესიანმა ლექსების ახალი კრებული წარადგინა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის პოეზიის საღამო შედგა. საშა გველესიანმა შეკრებილ საზოგადოებას ახლადგამოცემული ლექსების კრებული წარუდგინა. ეს უკვე მეორე გამოცემაა, რომლის პრეზენტაციაც მანამდე „სამების" საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა. შემოქმედებით საღამოს ქართული სიტყვის კალმოსნები, კომპოზიტორები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პოეტს ახალი კრებულის გამოცემა მიულოცეს.

 

24-07-2014, 10:26  - გამგებელი ტაბაკინის გზის რეკონსტრუქციით დაინტერესდა.


ტაბაკინის გზის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობით ტარიელ თუთარაშვილი დაინტერესდა. გამგებელმა გზის რეკონსტრუქციის ხარისხი შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. სოფლის გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ–ერთი მასშტაბურია. გზის მშენებლობას რგფ აფინანსებს, რისთვისაც 930195 ლარი გამოიყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი პრიორიტეტულ ნუსხათა სიაში, სოფელში არსებული უძველესი მონასტრის არსებობის გათვალისწინებით მოხვდა.

 

23-07-2014, 15:32  - ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოები ტარიელ თუთარაშვილმა მოინახულა


ქალაქში მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ თუთარაშვილმა დაათვალიერა. ის ადგილზე გაეცნო კეთილმოწყობის პროცესებს და სამუშაოების შესრულების ხარისხით დაინტერესდა. ფასადების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 7 პროექტიდან ერთ–ერთია, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში 12 ბინის ფასადის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც 256000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ინტელექტი" ახორციელებს.

 

23-07-2014, 15:30  - ბორის ჭიჭინაძეს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა


გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთ. სპეციალისტს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ბორის ჭიჭინაძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა აღნიშნული ხარისხი დაიცვა თემაზე ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების პირობები და პერსპექტივები (ზესტაფონის მაგალითზე)". ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით ბორის ჭიჭინაძე სექტემბრის თვიდან ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსს გაუძღვება –,,ქალაქის ეკონომიკის" მიმართულებით.

 

23-07-2014, 11:49  - საია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა


იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ზესტაფონი ერთ–ერთი იყო, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რეგიონში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე სასაუბროდ შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს. პრიორიტეტულ საკითხთა შორის, აქცენტი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებაზე გაკეთდა. შეხვედრის მონაწილეებმა დღეს არსებულ ვითარებაზე და აქედან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს. მომდევნო შეხვედრა „მრგვალი მაგიდის" ფორმატით დაიგეგმა.
 
უკან შემდეგი
>