By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-05-2014, 16:13  - გამოცდები დაეკვანდოში


ზესტაფონის სპორტულ ჯგუფს ტაეკვანდოში ვანო კოსინენკო წვრთნის.დღეს  გამოცდები ჩააბარეს სხვადასხვა ქამრებზე.გამოცდები მიიღო ტაეკვანდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით ბაბუაძემ და ფედერაციის გენერალური დირექტორი და მსოფლიოს ტაიკვანდოს ნდობით აღჭურვილმა პირმა,მეექვსე დანის დრანდიდოსტატმა ავთანდილ მიქაძემ.ღონისძიებას კოორდინაციას უწევდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახური და ადგილზე თვალს ადევნებდა გამოცდების მსვლელობას.
 

31-05-2014, 13:53  - 31 მაისი თამბაქოს მსოფლიო დღეა!


თამბაქოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აიპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი"–ს მიერ სემინარი გაიმართა. სემინარზე საუბარი შეეხებოდა თამბაქოს მავნე ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და მის მიერ გამოწვეულ დაავადებებზე. ღონისძიებას სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ზესტაფონის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.

 

30-05-2014, 15:27  - სტუმრები ყაზახეთიდან


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტუმრად იმყოფებოდნენ ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საფეხბურთო გუნდის წარმომადგენლები. მათთან შეხვედრა გამგებლის მოადგილემ ხვიჩა გუმბერიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ გამართა. ისინი ჩვენს ქალაქში მოწვევით არიან ჩამოსული და 12 დღეს დარჩებიან. 2002 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული აქტაუს გუნდი ადგილობრივ თანატოლებთან რამოდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.


 

30-05-2014, 13:47  - აუქციონი უძრავ მოძრავ ქონებაზე


 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეული www.eauction.ge-ზე ატარებს ელექტრონულ აუქციონს, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

1.აღმაშენებლის ქ#19-ში მდებარე ყოფილი საქალაქო ბიბლიოთეკის ფართზე აუქციონი მიმდინარეობს 2014 წლის 04 ივნისის 17 საათამდე
2.მოძრავ ქონებაზე აუქციონი მიმდინარეობს 2014 წლის 05 ივნისის 17 საათამდე.
დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი უნდა დარეგისტრირდეს www.eauction.ge-ს ვებგვერდზე და მოიპოვოს შესაბამისი უფლება აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. ზესტაფონი წერეთლის ქ.#11 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.    /ტელ: 0(492) 250764/

 

 

 

28-05-2014, 18:15  - გია გეგუჩაძე სტუმრად დავით მინაშვილთან


მიმდინარე წლის 26 მაისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხს" ესტუმრა და მონაწილეობა დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" მიიღო. გთავაზობთ ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს.
 

28-05-2014, 18:08  - ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრმა“ სემინარი გამართა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრმა" დღეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან სემინარი გამართა. მთავარი თემა საქართველოში გავრცელებული ენტეროვირუსული მენინგიტი იყო. სამსახურის თანამშრომლებმა იმის შესახებ იმჯელეს, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება, რა ღონისძიებებია საჭირო მის თავიდან ასაცილებლად და როგორია ზოგადი მაჩვენებელი.

 

28-05-2014, 11:01  - ’’სენაკის ფესტივალი 2014’’-


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით  მიმდინარე ’’სენაკის ფესტივალი 2014’’,  რომლის  ორგანიზატორი  და  ჟიურის  თავმჯდომარე არის  მსოფლიოში  ცნობილი  პიანისტი,  პიანისტთა  საერთაშორისო  კონკურსების  მრავალგზის ლაურეატი,  ხელოვნების  აკადემიის  რექტორი  ვალერიან  შიუკაშვილი, შემაჯამებელი გალა-კონცერტით დასრულდა.  ფესტივალმა გამოავლინა  უნიჭიერესი ნორჩი  მუსიკოსები,  რომლებიც  გახდნენ  ფესტივალის  დიპლომანტები,   აღნიშნულ  ფესტივალზე  ზესტაფონის 1 სამუსიკო სკოლის  მოსწავლეები წარმატებით გამოვიდნენ.
 

28-05-2014, 10:26  - ,,DARK CLOUD,, ის კონცერტები ზესტაფონში.


გრძელდება ,,DARK CLOUD,,ის კონცერტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.ამჯერად ანსამბლმა ახალგაზრდებს თავიანთი შემოქმედება შორაპნის თემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე წარუდგინა.როგორც შოუს ორგანიზატორი ჩვენთან საუბარში განმარტავს კონცერტები კვლავ გაგრძელდება და დასკვნით კონცერტს ისინი მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართავენ.

 

26-05-2014, 16:40  - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზესტაფონში აღნიშნეს


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 26 მაისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიხეილ  სალაძის სახელობის  სპორტის სასახლეში  სპორტული ასპარეზობა გაიმართა. სპორტსმენები ერთმანეთს  ჭიდაობაში, ფარიკაობაში, მაგიდის ჩოგბურთში,კრივსა და  კარატეში  ეჯიბრებოდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. საპრიზო ადგილებზე  გასულ მონაწილეებს შესაბამისი სიგელები,მედლები და  ფასიანი საჩუქრები   გადაეცათ.

ამავე დღის  აღსანიშნავად კულტურისა  და დასვენების პარკში კიდევ  ერთი სპორტული  ღონისძიება გაიმართა.უბნებს შორის  მინი ფეხბურთის  ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება წილად ,,საყავრიის" გუნდს ხვდა,შესაბამისად გამარჯვებულ გუნდს თასი და  ფულადი ჯილდო  გადაეცა.

 

24-05-2014, 18:28  - ზესტაფონელები სეზონის ნომინანტთა შორის


მოვიდა დრო, შევაჯამოთ სეზონი და "ლელოს" ვერსიით XXV ჩემპიონატის ნომინანტები წარმოგიდგინოთ. 

რა თქმა უნდა, მსგავს შეფასებას, როგორც წესი, აზრთა სხვადასხვაობა მოსდევს ხოლმე და გამონაკლისი, ალბათ, არც ქვემოთ მოყვანილი ნომინანტთა სია იქნება. 
 
უკან შემდეგი
>