By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

30-04-2014, 18:03  - ხვნის პროცესი დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ დანელია და  იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში" ხვნის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
 

30-04-2014, 17:49  - თენგიზ ლელაძის ხსოვნის საღამო


დღეს, 30 აპრილს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის,მხატვარ თენგიზ ლელაძის ხსოვნის საღამო და ნამუშევრების გამოფენა, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში. 
 

30-04-2014, 17:13  - მზადება საქართველოს პრემიერის ვიზიტისათვის


საქართველოს პრემიერმინისტრი 3 მაისს ზესტაფონს ეწვევა.სამხარეო ადმინისტრაციის  ხემძღვანელ მუშაკებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იმ ობიექტების მდგომარეობას გაეცნენ რომელიც შაბათს პრემიერ მინისტრმა უნდა მოინახულოს.პრემიერ მინისტრის ვიზიტი დაიწყება დევნილებთან შეხვედრით ხოლო დასასრულს ის მოინახულებს სადგურ სვირის სკოლის მშენებლობას.
 

30-04-2014, 11:49  - ,,ორერას“ საიუბილეო კონცერტი


ა.წ. 1 მაისს 18 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ანსამბლ ,,ორერას" 50 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კონცერტი. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში. გთხოვთ, მობრძანდით.

 

30-04-2014, 10:54  - საზანოს გზის მოასფალტება დაიწყო


გამგებლის მოადგილის ხვიჩა გუმბერიძის ინიციატივით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგლემ ოთარ დანელიამ საზანოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.საზანოს გზის კაპიტალური შეკეთება აქტიურ ფაზაშია, დასრულდა სანიაღვრე არხების გაკეთება და უკვე დაიწყო მოასფალტების სამუშაოები.
 

30-04-2014, 09:53  - ხვიჩა გუმბერიძე ქვედა საზანოში


მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე და  რწმუნებული გელა კობახიძე თემში არსებულ სამედიცინო ამბულატორიას ესტუმრნენ. გამგებლის მოადგილე   შენობის ვიზუალურ მდგომარეობას  გაეცნო და  მისი ინტერიერი და ექსტერიერი  შეამოწმა.   აღნიშნული შენობა USAID-ის დახმარებით კაპიტალურად 2004 წელს  შეკეთდა.

 

30-04-2014, 09:16  - გაზი საზანოს თემში


,,სოკარ–ჯორჯიას,, და ,,იტერა გაზის,, წარმომადგენლები საზანოს თემის ერთ–ერთ უბანში შეიკრიბნენ. სულ მალე ქვედა საზანოს ერთერთ უბანს ბუნებრვი აირი მიეწოდება. აღნიშნული თემის განხილვას ესწრებოდენ ზესტაფონის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე და ,,სოკარ–ჯორჯიას,, და ,,იტერა გაზის,, იმერეთის რეგიონის წარმომადგენლები.
 

29-04-2014, 21:56  - დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტური


2014 წლის 28 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
 

29-04-2014, 20:43  - ალექსი სვიანაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა


ზესტაფონელმა სპორტსმენმა ალექსი სვიანაძემ ქ. გორში, 25–26 აპრილს გამართულ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისა და ოლიმპიადის ვიცე–ჩემპიონის თეიმურაზ ხუბულურის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში პირველი ადგილი დაიკავა და თ. ხუბულურის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. აღნიშნულ ტურნირზე ზესტაფონელმა კიდევ ორმა სპორტსმენმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

 

29-04-2014, 20:39  - ღვაწლმოსილი ზესტაფონლების გახსენების საღამო


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების ინიციატივით მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს ღვაწლმოსილი ზესტაფონლების გახსენება წარმოადგენდა. აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რიგითი ზესტაფონლები დაესწრნენ.

 
უკან შემდეგი
>