By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

29-03-2014, 18:09  - თავისუფალი სკოლის ახალი პროექტი


თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს არაერთი პროექტი განუხორციელებიათ.დღეს მათი ინიციატივით დაიწყო სატელევიზიო გადაცემის პროექტი რომელიც თვეში ერთი გადაცემის დაამზადებას ითვალისწინებს.დღევანდელი გადაცემის თემა იყო ,,მოზარდი და მოძღვარი,, მთავარი სტუმრის სახით მოწვეული იყო მარგვეთისა და უბისის მიტროპილიტი მეუფე დიმიტრი.ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ბეჟუაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი ხათუნა ასათიანი და ფსქოლოგი თამარ რობაქიძე.

 

26-03-2014, 15:28  - ბაღის შენობა მიწასთან ერთად უსასყიდლო უზურფრუქტის წესით საჩუქრად გადასცა.


ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპატრიარქოს იოანე ნათლისმცემელის მიმდებარედ არსებული ბაღის შენობა მიწასთან ერთად უსასყიდლო უზურფრუქტის წესით საჩუქრად გადასცა. როგორც ზესტაფონის მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრმა ბატონმა ოლეგ აბაშიძემ განაცხადა, ინიციატივა ქართული ოცნება–დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის. საპატრიარქო აღნიშნულ ადგილას მონასტრის აგებას გეგმავს.

 

25-03-2014, 14:37  - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის


სამუშაო შეხვედრაზე განიხილება აგრეთვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, პოლიტიკა და პროგრამები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დარგში. სამსახურის უფროსი რწმუნებულებს აცნობს პროექტს ,,მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში" რომელიც წარმოადგენს ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) პროგრამის ნაწილს, ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სექტორის და სათანადო სახელმწიფო სტრუქტურების განვითარების ხელშეწყობას. პროექტს მუნიციპალიტეტში განახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში” (People In Need). ორგანიზაცია საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გეგმავს საჯარო, საინფორმაციო შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თემებში, ადგილობრივ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებთან.


 

24-03-2014, 17:06  - ტუბერკულოზის მსოფლიო დღე


24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში,     ა.(ა)ი.პ. ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის" მიერ ღონისძიება გაიმართა. საინფორმაციო სახის შეხვედრას ექიმები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ყველა სტუმარს სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები დაურიგდათ, რომელიც აღნიშნული დაავადების შესახებ სრულ ინფორმაციას იძლევა.

 

24-03-2014, 16:56  - ,,ვორლდ ვიჟენი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.


არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენი" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და გამგეობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და არაერთ პროექტს ახორციელებს. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ორგანიზაციის მენეჯერის თქმით პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არაერთი პრობლემატური საკითხი მოგვარდება.

 

24-03-2014, 15:46  - კვალითის მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის მოსახლეობას ქალაქთან დაკავშირება უჭირს, მათი თქმით, ბავშვები სკოლისა და საბავშვო ბაღის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ხიდზე გადასვლა სახიფათოა. სოფელ კვალითის  დამაკავშირებელი გზა ქალაქთან მდინარე ჯობოურაზე გადის. უხვი ნალექის დროს მდინარე ისე იმატებს, რომ ხიდზე გადასვლა შეუძლებელი ხდება.დღეს პრობლემის შესასწავლად ადგილზე გავიდა ჯგუფი გამგებლის მოადგილის ხვიჩა გუმბერიძის ხელმძღვანელობით.ხელისუფლება მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 
 

22-03-2014, 13:55  - სამუშაოები დავით აღმაშენებლის ქუჩაზე.


დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე დავით აღმაშენებლის 65 ის კორპუსის ეზოს ღობის ჩასხმა დაიწყეს.აღნიშნული ღობის ჩასხმა სრულად ბეტონით იგეგმება.სამუშაოები მოინახულა გამგებლის მოადგილემ ხვიჩა გუმბერიძემ და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გიგა დუნდუამ.

 

21-03-2014, 22:36  - დამატებით ჩართულ ბენეფიციართა სიებს აზუსტებენ.


ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მუშაობა მუნიციპალიტეტის თემების რწმუნებულებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შორის, რომლებიც ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში" დამატებით ჩართულ ბენეფიციართა სიებს აზუსტებენ.
 

21-03-2014, 17:35  - პროექტი – ,,იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სემინარი ჩატარდა. საიას წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებთან მათ მიერ დაწყებული ახალი პროექტის შესახებ ისაუბრეს. პროექტი – ,,იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში" მიზნად ისახავს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის აქტიური კომუნიკაციის დამყარებას, საჯარო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებას,  სხვადასხვა პრობლემატური საკითხების გადაჭრის მიზნით. სემინარში მონაწილეობა მიიღეს გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა და მოქალაქეებმა. მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც დაიგეგმა.
 

20-03-2014, 15:30  - მხატვრული კითხვის კონკურსი


ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს შორის მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა სახელწოდებით – ,,ნორჩი დეკლამატორები". მასში მონაწილეობა 26 საბავშვო ბაღის 28 აღსაზრდელმა მიიღო. კონკურსის თემად არჩეული იყო ,,ხალხური პოეზია". ღონისძიება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი – ლაშა კავთელაძე (N5 ბაღი)

II ადგილი – ანანო წულაია (N8 ბაღი)

III ადგილი – ანანო ჭანტურიძე (ქვ. საზანოს N37 ბაღი)

ჟიურის სიმპათია – აჩი მახათაძე (N3 ბაღი)

 
უკან შემდეგი
>