By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

28-02-2014, 16:30  - სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება


დღეს, დაბა შოროპანსა და ცხრაწყაროს თემში სოფლის კრებები ჩატარდა. აღნიშნულ შეხვედრაზე გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტული საკითხები ჩამოთვალა, რომლებიც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. აღნიშნული პროგრამით სულ დაბა შორაპნისათვის 29 695 ლარი გამოიყო, ხოლო ცხრაწყაროს თემისთვის გამოყოფილი 53903 ლარის ოდენობის თანხა 3 სხვადასხვა სოფელზე გადანაწილდება.

 

28-02-2014, 11:45  - სოფლის კრებების ჩატარების გრაფიკი


,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. სოფლის კრებები უკვე ჩატარდა 2 თემის 6 სოფელში. დღეს დაგეგმილია შეხვედრა დაბა შორაპნისა და ცხრაწყაროს თემის მოსახლეობასთან. სოფლის კრებებზე ადგილობრივი მცხოვრებლები თავად ასახელებენ პრიორიტეტულ საკითხებს, რომელთა შესრულებაც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში უნდა მოხდეს. ქვემოთ გთავაზობთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებების ჩატარების გრაფიკს:

 

27-02-2014, 18:22  - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ახალი ეტაპი დაიწყო. მოსახლეობის ჩართულობის, სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ქვედა საზანოს თემის მოსახლეობას ადგილზე შეხვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობისაგან პრიორიტეტული წინადადებები განიხილეს, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაფინანსდება. სულ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ქვედა საზანოს თემისთვის 105 220 ლარია გამოყოფილი.აღნიშნული თანხა თემში შემავალ სოფლებზე თანაბრად არის გადანაწილებული.

 

27-02-2014, 18:10  - დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტური


მიმდინარე წლის 27 თებერვალს განახლდა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ჩემპიონატი. ტურნირის მეცხრამეტე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ”ზუგდიდის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
 

27-02-2014, 17:28  - გუგა ლაზუაშვილმა იმედები გაამართლა


26 თებერვალს ზესტაფონის სპორტულ–გამაჯანსაღებელ ცენტრში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. როგორც ცნობილი გახდა, ჩემპიონატის პირველ დღეს ზესტაფონელმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატის მეორე დღეს 90+ კგ წონით კატეგორიაში გუგა ლაზუაშვილმა გუნდს კიდევ ერთი ოქროს მედალი შესძინა. მან ფინალში გორელ მოჭიდავეს დურმიშხან გელაშვილს სძლია. ზესტაფონელმა მოჭიდავეებმა აღნიშნულ ჩემპიონატში გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

 

27-02-2014, 11:44  - ზესტაფონში სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, მოსახლეობისათვის დასარიგებელი ბარათები ჩამოიტანეს და სოფლის რწმუნებულებს გადასცეს.

 

27-02-2014, 10:04  - ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დააჯილდოვა


ზესტაფონის სპორტულ–გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის რამოდენიმე წარმომადგენელი სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე, გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მაია კახნიაშვილი, სასპორტო სკოლის დირექტორი ანზორ სალაძე და საკრებულოს წევრი ზაზა შალამბერიძე. ზესტაფონის სპორტულ–გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიის დროს გაიმართა.

 

26-02-2014, 23:30  - გამარჯვება ზუგდიდელებთან შეხვედრაში


2014 წლის 26 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩები. მიმდინარე საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ნაწილის რიგით მეორე შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” უმასპინძლა.
 

26-02-2014, 22:22  - ზესტაფონელი მოჭიდავეების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე


ზესტაფონის სპორტულ–გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საქართველოს ჩემპიონატი ქართული ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. გახსნის ცერემონიას სახელოვან სპორტსმენებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
 

25-02-2014, 10:08  - ზესტაფონი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას უმასპინძლებს


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით 25–26–27 თებერვალს, ზესტაფონის სპორტულ–გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირადი პირველობის ფინალური შეჯიბრი გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150–მდე სპორტსმენი მიიღებს. აღნიშნულ ტურნირში ზესტაფონის სახელით 10 მოჭიდავე იასპარეზებს. ღონისძიება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.

 
უკან შემდეგი
>