სიახლეები იანვარი 2014 წელი » ზესტაფონის საინფორმაციო ვებ გვერდი
By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

31-01-2014, 19:49  - სანთლის შუქზე პოეზიის საღამო


ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება ,,სანთლის შუქზე პოეზიის საღამო,,.რომელშიც მინაწილეობას ღებულობდენ შემოქმედი ახალგაზრდები: მურმან ალავიძე,ნინო ჭუმბურიძე,მიხეილ სიხარულიძე,მაკა ლიპარიშვილი,დავით მახათაძე,გიორგი ლეკვეიშვილი,მირანდა ღლონტი და ალექსი ხიდაშელი.ახალგაზრდებმა თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს მოწვეულ საზოგადოებას.

 

29-01-2014, 23:39  - ამხანაგური მატჩი თერჯოლელებთან


2014 წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" დაუპირისპირდნენ.
 

28-01-2014, 19:58  - ბიბლიოთეკაში მე–5 საჯარო სკოლის მესამეკლასელები


დღეს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შევხვდი მე–5 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს, ვისაუბრეთ წიგნზე და მის დანიშნულებაზე მოზარდებში, მოვუწოდებ ყველა სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგს, ითანამშრომლონ ბიბლიოთეკასთან, ეს აუცილებელია მომავალი თაობის წიგნიერებისათვის.

ლელა ფერაძე (ბიბლიოთეკების გაერთიანების ხემძღვანელი)

 

28-01-2014, 09:22  - სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!


29 იანვარს, 13:00 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-კონფერენცია, რომელზეც, სეზონის განახლებისათვის მზადების შესახებ საუბრის გარდა, იგეგმება გუნდის ახალწვეულთა წარდგენა და მათთვის პერსონალური მაისურების გადაცემა .
 

27-01-2014, 14:33  - მეხუთე საჯარო სკოლაში რადიო ქსელი დაარსდა


სამოქალაქო ქანათლების პროექტის ფარგლებში ზესტაფონის მეხუთე საჯარო სკოლაში რადიოქსელი დამონტაჟდა. პროექტის ხემძღვანელი და კოორდინატორი ამავე სკოლის პედაგოგი ჟანა ფერაძეა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული სკოლის ბავშვები 4 გადაცემას მოამზადებენ და თავიანთი სკოლის მოსწავლეებს წარუდგენენ.
 

23-01-2014, 14:11  - ზესტაფონის სკოლა ,,ანაბასისში“ შეიქმნა სასკოლო ეკოკლუბი სახელწოდებით ,,ეკომანი“


საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ახორციელებს პროექტს სასკოლო ეკოკლუბების შექმნის შესახებ.

ზესტაფონის სკოლა ,,ანაბასისი" აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში, შეიქმნა სასკოლო ეკოკლუბი სახელწოდებით ,,ეკომანი", რომლის მიზანია მცირე წვლილი შეიტანოს ზესტაფონის რაიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებებში.

მოეწყო შეხვედრა ზესტაფონის გამგებელთან გაცნობისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, დაისახა სამომავლო გეგმები.

 

20-01-2014, 14:13  - 20 იანვრის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა


20 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. სხვადასხვა საკითხებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ მასხარაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ასევე საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აუდიტის მოწვევის შესახებ მოხსენება გააკეთა, რაზეც საკრებულოს მხრიდან აბსოლიტური უმრავლესობით თანხმობა მიიღო.

 

19-01-2014, 16:51  - საყოველთაო ნათლობა ზესტაფონში


დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. მეუფე დიმიტრის ინიციატივით ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში რამდენიმე ათეული ბავშვი მოინათლა.სურვილის შემთხვევაში მონათლულების ნათლია თავად მეუფე დიმიტრი იყო.დღის მეორე ნახევარში ნათლობის ცერემონიალი მდინარე ძირულაზე გაგრძელდა.ქალაქიდან მრევლის ტრანსპორტით უზრუნველყოფას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახდენდა.ასევე მოხდა  მრევლის განბანვა.აღნიშნული საყოველთაო ნათლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდა და ამიერიდან ტრადიციული გახდება.

 

19-01-2014, 09:48  - გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.


ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. 
 

18-01-2014, 19:28  - იმერეთის გუბერნატორი ზესტაფონში


იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ზესტაფონის რაიონში სოფლის რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის სამსახურების უფროსებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა რაიონში მიმდინარე პროცესების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.შეხვედრაზე მეფარიშვილმა კონკრეტული სამსახურების მიხედვით გაიარა დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები. გაეცნო რაიონში არსებულ პრობლემებსაც.დღის მეორე ნახევარში იმერეთის გუბერნატორმა მოინახულა ,,კათარზისი,, და ,,ორიონი,, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის ბენეფიციალებს საჩუქრები გადასცა.
 
უკან შემდეგი
>