By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

ხვნის პროცესი დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს


     ავტორი: gamgeoba თარიღი 30-04-2014, 18:03, ნანახია: 1224     

ხვნის პროცესი დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ დანელია და  იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში" ხვნის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. 

წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის რაიონში სახელმწიფოსგან დახმარებას 19,577 ბენეფიციარი მიიღებს (აქედან, ყველა მათგანი მიიღებს აგრობარათს, ხოლო 12,427 სასოფლო-სამეურნეო/ხვნის ბარათს).

სოფელ დილიკაურში აღნიშნულ პროექტში  1000 ბენეფიციარია ჩართული. 

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ორიენტირებულია მცირე ფერმერთა მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში - ხვნის პროცესში ეხმარება ფერმერებს. პროგრამის ფარგლებში,  წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და იმერეთის გუბერნატორი  შპს „მექანიზატორის" ზესტაფონის სერვის ცენტრში სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და რეგიონში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

იმერეთის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში" 165 000 - მდე  ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას. დღეის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში 11 000 ჰექტრამდე მიწაა დამუშავებული და შპს „მექანიზატორის 400-მდე ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს.





 




კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები