ზესტაფონის საინფორმაციო ვებ გვერდი
By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

6-07-2018, 11:32  - სახალხო არტისტი ნინო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს


საქართველოს სახალხო არტისტი, ნინო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მსახიობი მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც ის 46 წლის განმავლობაში თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე 150 – მდე როლი შეასრულა. ნინო ჩხეიძის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა: „გარდა იმისა, რომ ნინი ჩხეიძე აღიარებული მსახიობი იყო, ის ზესტაფონელებისთვის დიდი უშანგი ჩხეიძის დაც იყო. საქართველოში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, ისეთი ლეგენდარული მსახიობი, როგორიც უშანგი ჩხეიძეა. გვეამაყება,რომ ერთი ოჯახიდან, ორი ასეთი გენიალური მსახიობი ჩვენი მშობლიური ქალაქიდან იყვნენ“.
 

2-07-2018, 17:27  - ზესტაფონს კიდევ ერთი ახალი სპორტული დარბაზი ექნება


ზესტაფონს კიდევ ერთი ახალი სპორტული დარბაზი ექნება. სპორტული კომპლექსი, მოსწავლე ახალგზრდობის სახლის ერთ – ერთ ფლიგელში, დაახლოებით 270 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. ახალ სპორტულ დარბაზში კარატეს და კრივის სექციები განთავსდება. კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელი ოთახები და საშხაპეები, კრივის რინგი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს „გზები 2 „ ასრულებს და მისი ღირებულება 69 978 ლარია. ტენდერის პირობების გათვალისწინებით, სპორტული დარბაზის მოწყობა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს.
 

29-06-2018, 17:35  - საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების გათვალისწინებით, დეპუტატებმა, ეკონომიის ხარჯზე გაუნაწილებელი თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების საწარმოებლად მიმართეს. 237,7 ათასი ლარი რუსთაველის ქუჩაზე, ცოტნე ქუჩის გადაკვეთამდე დახურული სანიაღვრე არხის მოეწყობას, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახლ – მუზეუმის რეაბილიტაციას, ასლანიკაშვილის სანაპიროზე მინი სპორტული მოედნის კეთილმოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებას მოხმარდება. დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულომ სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხების გაცემის წესიც დაამტკიცა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება 100 – დან 500 ლარამდე განისაზღვრა.
 

28-06-2018, 15:39  - ზესტაფონის სოფლების გაზიფიცირება გრძელდება


სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მოქაუტაძემ, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონულმა დირექტორმა დავით ჯაიანმა ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ამირან საცერაძის ოჯახში სიმბოლურად გაზი აანთეს. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა აქვს სოფელ დილიკაურში მცხოვრებ 732 ოჯახს, აქედან 600 – მდე ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600 – მდე ოჯახი ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 30 სოფელია გაზიფიცირებული. ბუნებრივი აირით 18874 ოჯახი სარგებლობს.
 

25-06-2018, 10:52  - „განავითარე შენი რეგიონი“ შემაჯამებელი ღონისძიება კულტურისა და შემოქმედების ცენტრში


„განავითარე შენი რეგიონი“ – პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო, რომელიც „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა“ გაერთიანების ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის მონაწილე, სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ზესტაფონის ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული განვითარების თემებზე, საკუთარი იდეები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებასაც ისურვებდნენ ისინი საკუთარ ქალაქში. შემაჯამებელი ღონისძიების მუსიკალურ მხარეზე, კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფი „სტიქია“ და ინდივიდუალური შემსრულებლები ზრუნავდნენ. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგა გლუნჩაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის და პროექტის ყველა მონაწილეს. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდებს საკმაოდ ამბიციური და განსხვავებული ხედვები აქვთ საკუთარი ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. პროექტი „განავითარე შენი რეგიონი“ სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მიერ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტი, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და ახალგაზრდული აქტივობებით ლიდერებში სოციალური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
 

22-06-2018, 11:40  - დასუფთავების სამსახურს კულტურის ცენტრმა კონცერტი მიუძღვნა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, დასუფავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის კონცერტი ჩატარდა. ღონისძიება, კულტურის ცენტრმა საგანგებოდ იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომლებიც ყოველდღიურად, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, მუდმივად ზრუნავენ სუფთა ქალაქისა და სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად. სერვისცენტრის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე მიესალმა: „მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ზრუნავთ ჩვენ ქალაქზე და ამაში უდიდესი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარულია ჩადებული“. კახაბერ მახათაძემ ყველაზე ასაკოვან და სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. კულტურისა და შემოქმედების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ზესტაფონი“ იღებდა.

 

21-06-2018, 11:59  - სოფელ ფუთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება


სოფელ ფუთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ეკლესიამდე მისასვლელი, 2კმ – იანი გზის ზედაპირის მოწყობა ბეტონის საფარით ხდება. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა 221 600 ლარით არის დაფინანსებული. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას, რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ასრულებს.მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილემ დავით ჩირგაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემ დაათვალიერეს.
 

20-06-2018, 16:13  - ფალიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო


ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა გრძელდება. გზის ზედაპირის მოწყობა, პროექტის მიხედვით ასფალტის საფარით მიმდინარეობს. ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 57141 ლარით არის დაფინანსებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს მერის მოადგილემ, დავით ჩირგაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით აბულაძემ დაათვალიერეს და რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. გზის აღდგენაზე სატენდერო ვალდებულებით, „საპოვნელა +“ მუშაობს. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 20 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა, სკვერებისა და ტროტუარების, ასევე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობაც ხდება.
 

19-06-2018, 10:31  - მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატებმა მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტს დაუჭირეს მხარი, რომელიც იმერეთის რეგიონის განვითარების 2018 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. მერის მოადგილემ დავით ჩირგაძემ, საკრებულოს იმ პროექტების ნუსხა წარუდგინა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით უნდა განხორციელდეს რეგიონში. რგფ – ის ფინანსური მხარდაჭერით, 1000 000 ლარზე მეტი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება. საპროექტი წინადადების ნუსხაში მუნიციპალიტეტის 10 – ზე მეტი საავტომობილო გზის კეთილმოწყობაა შეტანილი.
 

18-06-2018, 15:33  - მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი გენდერული თანასწორობის მიღწევაში


მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე გენდერული თანასწორობის მიღწევაში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, საერთაშორისო პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში შედგა და მას თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია თემაზე „გენდერზე დაფუძნებული ძალადობა – საერთაშორისო სამართლის კონტექსტი“ თამარ გურჩიანმა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა – პასუხის ფორმატში გაგრძელდა. აუდიტორიამ ისეთ საკითხებზე მიიღო ინფორმაცია როგორიცაა: რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით; რას ნიშნავს გენდერული ნიშნით ძალადობა; (გლობალური და ეროვნული სტატისტიკუი მონაცემების მიმოხილვა) რა განსხვავებაა ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის; (საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვა) როგორია მუნიციპალიტეტის როლი გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლაში და ა.შ.
 
უკან შემდეგი
>